კვირა, 06.07.2025, 12:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
ახალი 2011 წელი ციფრი 4-ის ზეგავლენის ქვეშ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2011 წელი იქნება იმედის მომცემი, სტაბილური და მტკიცე კავშირების.

4 – პასუხისმგებელია სხეულებზე, ჯანმრთელობაზე, სამართლიანობასა და სოლიდარობაზე. შეიძლება, სერიოზული ფიქრი ფიზიკისა და ინდუსტრიის განვითარებაზე. ამ წელს საფრთხის ნაკლებობა ყველა სფეროში შესამჩნევია, რადგან 4 ლუწია.

30-50 წელი ის ასაკია, როცა ადამიანები, ფაქტობრივად, ვერ გამოდიან სტრესიდან. სწორედ ამ პერიოდშია ადამიანი ყველაზე აქტიური ემოციურ „ფრონტზე”. ყველაფერზე ფიქრობს და ყველაფერს განიცდის. დარდობს და როცა გეგმები ერევა, პანიკაში ვარდება. 30 წლამდე ცხოვრებას გაცილებით იოლად უყურებ, 50 წელზე ზემოთ კი, ნელ-ნელა ფეხებზე იკიდებ.

როგორც სოციოლოგიურმა გამოკვლევამ ლონდონსა და ამერიკაში (ისინი დამოუკიდებლად აწარმოებენ) აჩვენა, ადამიანი ყველაზე კარგად ბედნიერებას 74 წლის ასაკში განიცდის, მაგრამ ჯერ უნდა მიხვიდე 74 წლამდე.

ამბობენ, მინიმუმ 8 კოცნა სჭირდება დღეში ქალს, რომ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოსო.
Category: სტატიები | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ტანგო მეცხრამეტე საუკუნის პირმშოა და ის ბუენოს-აირესში იშვა. მერე ნელ-ნელა დაიპყრო მთელი არგენტინა, ურუგვაი, კუბა. ეს ქვეყნები დღემდე ექიშპებიან ერთმანეთს და იჩემებენ ტანგოს.

ტანგო იმისთვის შეიქმნა, რომ ქალს თავისი ადგილი სცოდნოდა და ამისგან მაქსიმალური სიამოვნებაც მიეღო. ტანგოში ქალი პარტნიორის, ანუ მამაკაცის გარეშე, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ტანგოში არ არის მიღებული, პარტნიორებმა ერთმანეთს უყურონ, გაუღიმონ ან ილაპარაკონ. მნიშვნელობა მხოლოდ მოძრაობებს აქვს.

ალბათ, ტანგო დიდხანს იქნებოდა „ველური,” არგენტინიდან ევროპაში რომ არ მოხვედრილიყო. მისი ღირსებები პირველად ფრანგებმა შეაფასეს. 1913 წელს ცეკვამ ნიუ-იორკშიც შეაღწია.

სანამ ელიტურ სალონებში ტანგოზე ბოდავდნენ, ცენზურას, როგორც ჩანს, არ ეძინა. პაპმა ბენედიქტე მეთხუთმეტემ ტანგო უღირს, აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო – ტანგო დაანგრევს ოჯახებს და მოკლავს კეთილგონიერებასო. პარიზის არქიეპისკოპოსმა ლეონ ადოლფ ამეტმა სწრაფად აუბა მხარი რომის პაპს და მრევლს ამ უზნეობაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. კაიზერ ვილჰელმ მეორემ ყველას გააგებინა, რომ მამაკაცი, რომელიც ტანგოს იცეკვებდა, შეარცხვენდა მუნდირისა და ერის ღირსებას.

ამ აკრძალვებიდან მაინც არაფერი გამოვიდა. გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ტანგომ მაინც მოახერხა მატერიკის დაპყრობა და საყოველთაო სიყვარულიც მოიპოვა.

ტანგოს უკვდავსაყოფად ორი მონუმენტია აღმართული. 1998 წელს დაიდგა პატარა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1081 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ზურა მოსიავა: საკუთარ თავზე არ მიყვარს ლაპარაკი და ამ თემაზე არსად ვსაუბრობ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთული ადამიანი ვარ. შეიძლება, ეს ერთი შეხედვით არც ჩანს, მაგრამ ასეა.

– „ჯეოსტარი" მოძველებული თემაა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ, რა მოგცა პირადად, შენ ამ პროექტმა?

– შეიძლება, სხვა კონკურსანტებს გამოცდილების მხრივ, რაიმე მისცა, მაგრამ მე, პირადად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი გამოცდილება არ მოუცია ჩემთვის. სცენაზე მანამდეც ვიდექი და გავიარე არაჩვეულებრივი სკოლა კონსერვატორიაში და ფილარმონიაშიც გამოვდიოდი ხოლმე. შემიძლია ერთადერთი ის ვთქვა, რომ გავხდი ცნობილი, ანუ საზოგადოება მცნობს. გარდა ამისა, მაგრად გავერთე მთელი ამ კონცერტების განმავლობაში და მეგობრებიც შევიძინე, რა თქმა უნდა.

– სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რას გვეტყვი? რას უნდა ელოდოს მაყურებელი შენგან?

– მაქვს ძალიან დიდი გეგმები. მიწვეული ვარ „სხვა კონცერტზე", იქ გიორგი აფციაურმა მიმიწვია, როგორც მეგობარი, მაგრამ ეს არაფერი. მთავარი მაინც წინაა. უკვე მზად არის რამდენიმე ჩემი კომპოზიცია – ზოგი ჩაწერილია, დანარჩენი აწი ჩაიწერება. თუ შესაძლებლობა იქნა, გამოვა კიდეც კომპაქტდისკი მხოლოდ კომპოზიციებით, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები და გასაგები იქნება. მყავს ჩემი ბენდი და ეს კომპოზიციებიც სწორედ ჩემი გაკეთებულია. სოლო კარიერას რაც შეეხება, არის პროექტები იგივე ოთოსთან, ლევან კბილაშვილთან ერთად და გვაქვს რაღაც გეგმები. არ გამოვრიცხავ, ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1044 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ლინო ვენტურა
არსებობენ მსახიობები, რომლებიც მთელი ცხოვრება კინოში მაგარ ბიჭებს თამაშობენ, ცხოვრებაში კი არაფრით გამოირჩევიან. არსებობენ კომიკოსები, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან მოსაწყენი ადამიანები არიან. მხოლოდ მსახიობების იშვიათი კატეგორიის შემთხვევაში ემთხვევა ეკრანული და ცხოვრებისეული იმიჯი ერთმანეთს. ასეთი მსახიობი გახლდათ ლინო ვავენტურაც.

მაგარი მუშტები 

მთელი მსოფლიო ლინო ვენტურას ფრანგ მსახიობად იცნობს. რეალურად კი ის საფრანგეთის მოქალაქეც კი არ ყოფილა. ლინო იტალიაში, ქალაქ პარმაში, 1919 წლის 14 ივლისს დაიბადა. მამამისი, ჟან ვენტურა, ფეხმძიმე ცოლისგან სხვა ქალთან გაიქცა. მომავალ მსახიობს ანჯელო ბორინის ეძახდნენ. ლინო კი ანჯელინოს შემოკლებული ვერსია გახლდათ, რომლითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 

იმ პერიოდში იტალიის სათავეში ფაშისტები იყვნენ და ომისათვის ემზადებოდნენ. ამიტომ დედამ ლინო მეზობელ საფრანგეთში გადაიყვანა საცხოვრებლად. 1941 წელს ოკუპირებულ საფრანგეთში ლინო იტალიის ხელისუფლებამ მოძებნა და ჯარში წაიყვანა. მას იუგოსლავი პარტიზანების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მსახიობმა დეზერტირობა არჩია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში საკუთარ ოჯახსაც კი ემალებოდა. 

ეს იყო მოგვიანებით, მანამდე კი, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ლინომ გადაწყვიტა, მოკრივე გამხდარიყო. სპორტის ამ სახეობაში მას სერიოზული მიღწევები ჰქონდა. როდესაც ყველაზე დიდი და მომგებიანი კონ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1285 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ევიტა პერონი
ევიტა პერონზე დღესაც ლეგენდები დადის. მისსა და პოლკოვნიკ ხუან პერონის სიყვარულზე არაერთი რომანი დაიწერა და არაერთი ფილმია გადაღებული. "ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ–ამერიკული სერიალები საპნის ოპერებია და ცხოვრებაში ასე არ ხდებაო, – წერდა იტალიელი რეჟისორი ფედერიკო ფელინი, – ასეთებს მე ვპასუხობ: წაიკითხეთ პერონისა და ევიტას ისტორია და მერე ასე აღარ ილაპარაკებთ–მეთქი". 

ფელინი მოხიბლული იყო პერონისა და ევიტას სასიყვარულო ისტორიით. დიდ მაესტროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სურდა, ამის შესახებ ფილმის გადაღება. "ამ ამბის უნიკალურობა ისაა, რომ ყველაფერი ეს სინამდვილეში მოხდა", – ამბობდა ფელინი. 

გაცნობა 

მსახიობი ევა დუარტე განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა. მას არ მიუღია სპეციალური სამსახიობო განათლება, ამიტომ დიდად გაიოცა, როდესაც მოახსენეს, რომ მისით თავად პოლკოვნიკი ხუან დომინგო პერონი იყო დაინტერესებული. პერონი არგენტინული სამხედრო ელიტის ერთ–ერთი ლიდერი და მმართველი ხუნტის წევრი იყო. პერონი ოფიცერთა ორგანიზაცია გოა–ს დამაარსებელი გახლდათ. ამ ჯგუფმა 1943 წელს შეძლო სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, თუმცა პერონს ჯერჯერობით შრომის მინისტრის მოკრძალებული თანამდებობა ეკავა. მიუხედავად ამისა, გასაოცარი იყო, რომ ამ რანგის კაცი მეორეხრისხოვანი მსახიობით დაინტერესდა. 

– პოლკოვნიკმა პერონმა შემოგითვალათ, რომ სურს, დღეს, საღამოს რესტორან ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1949 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები