|
მთავარი » სტატიები
ჟან რენო ფრანგულ კინოში კლასიკოსადაც ითვლება და ავანგარდისტადაც. მას ერთნაირად კარგად შეუძლია ითამაშოს კინოკლასიკაში და ახალგაზრდა რეჟისორის კინოექსპერიმენტშიც. ის დღეისათვის ყველაზე პოპულარული ფრანგია ამერიკულ კინემატოგრაფიაში.
ჟან რენოს მშობლები წარმოშობით ესპანელები იყვნენ. როდესაც ესპანეთის ხელისუფლებაში გენერალი ფრანკო მივიდა, ოჯახი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ამისათვის იდეალური გარემო მაროკო გახლდათ. სწორედ იქ დაიბადა 1948 წლის 28 ივლისს ხუან მორენო, რომელიც მთელმა მსოფლიომ ჟან რენოს სახელით გაიცნო.
მაროკო იმ პერიოდში ემიგრანტების იდეალური თავშესაფარი იყო. გარემო, სადაც მომავალი მსახიობი იზრდებოდა, ინტერნაციონალური იყო – ებრაელები, იტალიელები, არაბები, ფრანგები. შესაბამისად, რენომ მათი კულტურა კარგად იცოდა. ერთხელ მომავალმა მსახიობმა კედელზე არაბულად ისეთი შინაარსის წარწერა გააკეთა, რომლის გამოც მაროკოს ხელისუფლებამ მისი ოჯახი ლამის ქვეყნიდან გაასახლა.
ჟანს მსახიობობა პატარაობიდანვე იზიდავადა. თამაშობდა ფეხბურთს, ხულიგნობდა და ჯიბგირობდა კიდეც, მაგრამ როცა ეკრანზე ახალი ფილმი გამოვიდოდა, კინოთეატრში შესვლას ვერავინ ასწრებდა.
პირველად სცენაზე 12 წლის ასაკში გამოვიდა, როცა სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. როგორც კი პირველი აპლოდისმენტები დაიმსახურა, მაშინვე გადაწყვიტა, ეს საქმე მთელი ცხოვრება ეკეთებინა. ჟან რენო ჯ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1125 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
მას დიდებულ შეშლილს ეძახდნენ. არასდროს იხსნებოდა პირველი რაუნდიდან, ჯერ მეტოქის სუსტ წერტილებს ეძებდა, შემდეგ კი ტექნიკურად სწრაფად გზავნიდა ნოკაუტში. თავის ტექნიკას "პეპელას ცეკვას" ეძახდა და ამბობდა: რინგზე მსუბუქად და უჩუმრად ვმოძრაობ, ვიკბინები სწრაფად და ზუსტად, როგორც ფუტკარი.
* * *
კასიუს მარსელიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი – წარსულში ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე და ამჟამად მძიმედ ავადმყოფი. პროფესიულ რინგზე ჩაატარა 61 ბრძოლა, რომელთაგან მოიგო 56, აქედან 37 ნოკაუტით.
კასიუსი კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. დედა მას ხატვას ასწავლიდა, მამა ცნობილი ამერიკელი პოეტების ლექსებს უკითხავდა და კასიუსსაც კრივთან თითქოს შეხება არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრების წესი. ერთ–ერთ დაბადების დღეზე ყმაწვილის დაჟინებული თხოვნებით თავმობეზრებულმა მშობლებმა კასიუსს ველოსიპედი უყიდეს. ბედნიერი ბიჭუნა მაშინვე სასეირნოდ გაეშურა, ქუჩად მეზობელ ხულიგან ბიჭს გადაეყარა, რომელმაც ველოსიპედი წაართვა. ატირებულმა და თვალჩალურჯებულმა კასიუსმა დახმარება პოლიციელს სთხოვა, რომელმაც უარი უთხრა და ურჩია, ჩხუბი ესწავლა. ბიჭუნა იმედგაცრუებული და მთელ თეთრკანიან სამყაროზე გაბოროტებული იყო. გადაყარა ყველა სათამაშო, თქვა, რომ რომ ხატვა გოგოების, ხოლო ლექსე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1473 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ბიზნესმენი და "ბილი და მელინდა გეითსების ფონდის” (Bill & Melinda Gates Foundation (B&MGF)) თანათავმჯდომარე, უილიამ ჰენრი გეითს III, (ინგლ.William Henry Gates III, 1955 წლის 28 ოქტომბერი, ვაშინგტონი, სიეტლი) პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია ჟურნალ "Forbes” –ის 1996-2007 და 2009 წლების მონაცემებით.
პოლ ალენთან ერთად დააარსა კორპორაცია "Microsoft” და იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წელს მან აღნიშნული პოსტი დატოვა.
ბიოგრაფია
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1493 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
(1940 – 1980 წწ.)
ჯონ ლენონი, დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი, მოგვიანებით ჯონ უინსტონ ონო ლენონი, (ინგლ. John Winston Ono Lennon. 1940 წლის 9 ოქტომბერი, დიდ ბრიტანეთი, ლივერპული) ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „The Beatles "–ის დამფუძნებელი და წევრი, XX საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად ითვლება.
შემოქმედების მიღმა ჯონი პოლიტიკური საქმიანობითაც იყო დაკავებული. თავის შეხედულებებს ის არა მხოლოდ საკუთარ სიმღერებში, ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლების დროსაც გამოხატავდა. 1960–1970–იან წლებში თანასწორობის, თავისუფლებისა და მსოფლიო მეგობრობის მოქადაგე, ჯონ ლენონი, ჰიპების კუმირი და მსოფლიო საზოგადო მოღვაწე გახდა.
2002 წელს მედიაკორპორაცია „ბი–ბი–სი"–მ გამოკითხვა ჩაატარა. პროექტის მიზანი ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანელის გამოვლენა იყო. ლენონმა გამოკითხვის შედეგებით მე–7 ადგილი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1167 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 დედა საბიანა (ასათიანი), ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ვახტანგ ასათიანის ყოფილი მეუღლეა. მონაზვნობის აღთქმა მან ახალგაზრდა ასაკში დადო. როდესაც 50 წელს მიაღწია, ჩანაფიქრი აისრულა და ერის ცხოვრება დატოვა. მორჩილების პერიოდში საპატრიარქოში იმსახურა. შემდეგ იყო სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობის წლები. ახლა თბილისში, ზღვის ტერიტორიაზე, ივერთუბნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარია და ცდილობს, კვლავაც კეთილად იღვაწოს. მეც გულთბილად მიმიღო და საინტერესოდ მესაუბრა.
დედა საბიანა:
– ბებიაჩემი, არჯევანიძის ქალი, ძალიან მორწმუნე გახლდათ. 105 წელი ისე იცხოვრა, არც სინათლე დაჰკლებია, არც სმენა, არც აზრი და გონება, არც წელში მოხრილა. სულ მათ ოჯახში იყრიდნენ თავს ეპისკოპოსები, მღვდლები. მას დავყავდი ქუთაისის ეკლესიებში და მაზიარებდა. მისი დამსახურებით, სამღვდელოებისა და ეკლესიის მიმართ მეც დიდი კრძალვა მქონდა. ერთხელ, ბებიაჩემმა რაღაც დღესასწაულზე სკოლა გამაცდენინა და ეკლესიაში საზიარებლად წამიყვანა. დედაჩემი მთელი დღე ეჩხუბა, სკოლა როგორ გააცდენინეო. ბავშვობიდანვე მქონდა ხილვები, ჩვენებები. ბატონების გამო ძალიან ცუდად ვიყავი. დედაჩემი და მამაჩემი კარგად მღეროდნენ, ამიტომ გიტარა სულ გვქონდა ოჯახშ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1572 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|