შაბათი, 17.01.2026, 03:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

მეოცე საუკუნე ავიაციის და კოსმონავტიკის ეპოქად ითვლება. გასული საუკუნის 70–იანი წლებს კი შეიძლება ეწოდოს თანამედროვე IT ინდუსტრიის ფორმირების ეპოქა. ამაში გადამწყვეტი როლი კომპანია  Apple – მა ითამაშა. 

კომპანიის ისტორია 30 წლის წინ იწყება, როდესაც აშშ–ში ორმა მეგობარმა, სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტეს, რომელიც კომპიუტერების შექმნა–გამოშვებაზე იქნებოდა ორიენტირებული. კომპანია ოფიციალურად 1976 წლის 1 აპრილს დაარსდა, ზუსტად მაშინ ბაზარზე გამოჩნდა კომპიუტერი  Apple Computer I. 10 თვის განმავლობაში გამოშვებულ და გაყიდულ იქნა 175 ცალი კომპიუტერი, რომელთა ფასი 666,66 დოლარს შეადგენდა.

1977 წლის თებერვალში  Apple – ის პრეზიდენტი მაიკლ სკოტი გახდა. წინგადადგმული ნაბიჯი გახდა იმავე წელს Apple Computer II – ის გამოშვება, ეს იყო პირველი პერსონალური კომპიუტერი ფერადი გრაფიკით. იმავე დროს გამოჩნდა დღეს მსოფლიოში ცნობილი ლოგოტიპი – ნაკბეჩი ვაშლი, რომელიც სარეკლამო სააგენტო  Regis McKenna – მა შექმნა.

1979 წელს კომპანიის თანამშრომელმა ჯეფ რასკინმა დაიწყო მუშაობა ახალ კომპიუტერზე „ყველაფერი ერთში," რომელიც ორიენტირებული იყო რიგით მომხმარებელზე. ზუსტად ამ პერიოდს შეიძლება დაერქვას პირველი Macintosh  - ის დაბადების დასაწყისი. 1983 წელს „Apple" – იმ გამოუშვა Lisa – პირველი პერსონალური კომპიუტერი გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისით, სახელი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1070 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის სარკე, საფონდო და სავალუტო ბირჟებია. ამ ორი ფინანსური ინსტრუმენტის ფუნქციონირება ფულის დიდი ნაკადების მიზანშეწონილ მოძრაობას, ან ხარვეზებით განხორცილებულ გარიგებას ასახავს და ეს პროცესები ზოგადად გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე. გასული ორი თვის საფონდო და სავალუტო ბირჟის მიმოხილვა ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ის ინსტრუმენტი, რომელმაც ქვეყნაში ინფლაციის შეჩერება უნდა უზრუნველყოს.

გასულ ორ თვეში საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაიდო 213 გარიგება, ჯამურმა ბრუნვამ 4.311.796 აქცია შეადგინა, ხოლო ფულადმა ბრუნვამ 644,124 ლარი შეადგინა. აქციების ბრუნვის აბსოლუტური უმრავლესობა (99%) სს "ლიბერტ ბანკ"-ზე მოდის - ფასი უცვლელია და 0,034 - 0,035 ლარს უდრის. ფულადი ბრუნვის მხრივ ლიდერობდა სს "საქართველოს ბანკი" (ბრუნვის 74%), რომლის ფასმა იმატა, თუმცა გასხვისებული აქციები ადგილობრივ ბაზარზე უმნიშვნელოა.

 

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1164 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ხვალ, 10 თებერვალს ბერლინის 61-ე კინოფესტივალს ძმები კოენების True Grit გახსნის. 

ბერლინალე, ანუ როგორც მას კიდევ პოლიტიკური კინოს ფესტივალს უწოდებენ, მაყურებელს წელს საკმაოდ საინტერესო პროგრამას შესთავაზებს. 

ფესტივალის პოლიტიკური დატვირთვა ჟიურის შემადგენლობის დასახელებასთან ერთად თვალნათელი გახდა. წელს ფესტივალის დირექტორმა ჟიურის შემადგენლობაში ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანახი მოიწვია, რომელიც რა თქმა უნდა ფესტივალს ვერ დაესწრება, მაგრამ მისი "სავარძელი" ცარიელი იქნება. 

"ირანელი რეჟისორისთვის განკუთვნილი ერთი სავარძელი ცარიელი იქნება," _ განაცხადა ფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა. 

პანახის საპატივცემულოდ ფესტივალზე რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმს "თამაშგარეს" აჩვენებენ, რომელმაც 5 წლის წინ ბერლინში ვერცხლის დათვი მოიპოვა. 

თუნდაც აღნიშნული დამოკიდებულება, არის ერთგვარი პროტესტი, რომელსაც ბერლინში შეკრებილი კინოხელოვანები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოხატავენ. 

კინოფესტივალს ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება.
"იზაბელა როსელინი მრავალმხრივ ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს", _ განაცხადა კინოფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა. 
იზაბელა საყოველთაოდ აღიარებული შვედი მსახიობის ინგრიდ ბერგმანისა და იტალიელი რეჟისორის რობერტო რო ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1051 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტრო შესაძლოა გორში გადავიდეს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თავად უწყების ხელმძღვანელმა კობა სუბელიანმა განუცხადა. 

მისი განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

"მართალია, კონკრეტულ
ი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ განიხილება ჩვენი სამინისტროს გორში გადატანა", - განმარტა სუბელიანმა.
Category: ახალი ამბები | Views: 1165 | Added by: NaTia | Date: 08.02.2011

ზვიად გამსახურდიას მთავრობის ფინანსთან მინისტრს გურამ აბსანძეს რუსეთში "ლაღიძის წყლის" წარმოება აუკრძალეს. მის წინააღმდეგ სარჩელი სმოლენსკის სასამართლოში მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებმა შეიტანეს. 

თბილისში მდებარე ქარხნა "ლაღიძის წყლის" დირექტორის მოადგილის, ნანა ჩახაიას განცხადებით, სმოლენსკის სასამართლომ მათი სარჩელი დააკამყოფილა და ყოფილ ქართველ ჩინოვნიკს და მის პარტნიორს, რამაზ ლაღიძეს სმოლენსკის ქარხანაში "ლაღიძის წყლის" ჩამოსხმა აუკრძალა. "მას ფულადი ჯარიმაც დააკისრეს", - განაცხადა ჩახაიამ.

არსებული ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები შეექმნა ქარხანა "ბოროდინო 2006"-საც, სადაც აბსანძე ფალსიფიცირებულ წყალს რამაზ ლაღიძესთან ერთად აწარმოებდა.

მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები რამაზ ლაღიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ქართულ სასამართლოში გეგმავენ, რამდენადაც, მათი ინფორმაციით, რამაზ ლაღიძე ფალსიფიცირებულ "ლაღი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1104 | Added by: NaTia | Date: 08.02.2011

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები