კვირა, 27.07.2025, 23:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ნოქალაქევის აღმ. კარიბჭე.

ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. ”ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა”), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი"-ნაქალაქევი), ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ამჟამად სოფელი ნაქალაქევი და არქეოლოგიური მიდამოა სენაკის რაიონში, სამეგრელო, მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.


ამ ადგილას უწინ მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი მდებარეობდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც არქეოპოლისს , თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხე) უწოდებენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპიროვებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით.

ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1322 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

უემბლი (ინგლ. Wembley Stadium), საფეხბურთო სტადიონი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში; ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი; გაიხსნა 2007 წელს ძველი უემბლის ადგილას.

სტადიონი 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორეა ევროპაში. მასპინძლობს ინგლისის საფეხბურთო თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრებს და მას ფეხბურთის ასოციაცია ხელმძღვანელობს.

Category: სტატიები | Views: 1152 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან... არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც... არიან ყველგან, სადაც კი ფეხი გაუწვდათ, ხელი მიუწვდათ და გულმა გაუწია...

სადაც კი ვიღაც ეგულებოდათ თავიანთ თვისტომიდან; არიან ალალბედზე წასულები და ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები... 

არიან ყველგან და "ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიას ყოველდღიურად, რეალურად "ეხებიან" ხელით - ხეხავენ უნიტაზებს, ცვლიან "პამპერსებს", ცლიან ღამის ქოთნებს... ასუფთავებენ ოთახებს, ეზოებს, ქუჩებს... აშენებენ სახლებს, სძინავთ ხარაჩოებზე...

სძინავთ იქაური შრომითა და აქაური ფიქრით გადაღლილებს... სძინავთ, მაგრამ "ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიის მსგავსად, არც მათ ძილ-ბურანში ყოფნას ჰქვია ძილი... დილა იწყება დაღლილი სხეულითა და სხეულზე მეტად აჩქარებული გულისცემით...

იწყება შიშით - ქალბატონს "რაღაც" არ მოეწონება, ბატონს დღესაც "ხელი წაუცდება", ბატონიშვილს კერძი არ მოეწონება, პოლიციელს თვალში არ მოუვა... 

ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი ემატება, აქაურ დარდს იქაური დარდი ცვლის, იქაუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1108 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, ამერიკაში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, წლების მანძილზე მოღვაწეობდა. შემდეგ, როდესაც უფლის განგებით, ღმრთისმსახურის ჯვარი იტვირთა, ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში ქართველი ემიგრანტებისთვის ღმრთისმსახურებას მშობლიურ ენაზე ასრულებდა.

ერთი წელია, რაც მამა მიქაელი საქართველოში დაბრუნდა და მოღვაწეობას ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში განაგრძობს. მას ემიგრანტული ცხოვრების გახსენება ვთხოვეთ. 

– მამა მიქაელ, როდის და როგორ მოხვდით ამერიკაში საცხოვრებლად?

– მუსიკოსი ვიყავი. 1983 წელს საგასტროლო მოგზაურობაში საფრანგეთში ვიმყოფებოდი. მოგეხსენებათ, მაშინ კომუნისტური პერიოდი გახლდათ და გადავწყვიტე, უკან არ დავბრუნებულიყავი. დავრჩი საფრანგეთში და იქიდან ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად.

ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს, ვცდილობდი ეკლესიურ ცხოვრებას და როდესაც ამერიკაში აღმოვჩნდი, რეგულარულად დავდიოდი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იქ სულიერი მოძღვარიც მყავდა. 

– რამდენად რთული იყო ამერიკულ ცხოვრებასთან შეგუება და იქ დამკვიდრება?

– მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები კეთილგანწყობილი ხალხია, თუნდაც უცხოელების მიმართ, საკმაოდ რთული იყო იქ დამკვიდრება.

მათი ტრადიციები, მსოფლმხედველობა განსხვავებულია. ძალიან აინტერესებთ შენი ქვეყნის ისტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1735 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

« 1 2 ... 69 70 71 72 73 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები