კვირა, 27.07.2025, 21:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

1863 წლის 5 იანვარი, გურია. ოზურგეთის მაზრა. სოფელი ლიხაური.
აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად დაარქვეს ექვთიმე.
ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში გარდაეცვალა მშობლები.
სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლადვე დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად „გამოჩენა" ერცხვინებოდათ...


7 წლის ექვთიმე, მის ბავშვობაში „საგარეო ტანსაცმლით" პირველად მორთული, შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

ორი წლის შემდეგ ოზურგეთიდან ფოთში გადავიდა და იქ სამაზრო სასწავლებელში ერთი წელიწადი ისწავლა. 1875, წელს, მისმა მეურვე სიძემ ჩათვალა, რომ ობლისთვის „ამდენი სწავლა" საკმარისი იქნებოდა და ფოთიდან ისევ ლიხაურში ჩამოიყვანა. მაშინ ექვთიმე 12 წლისა იყო, სწავლასა და ცოდნას უსაზღვროდ მოწყურებული.

ერთი წელიწადი კი „შეინახა" თავის სოფელში, სანადირო მიმინოების გაწვრთნითა და ნადირობით გატაცებულმა. მომდევნო წელს 1876 წელს კი უფროსმა ძმამ, ნიკომ წაიყვანა ქუთაისში.

იქ, მდგმურის ადგილმონაცვლეობით, ხელმოკლეობით, სანახევროდ შიმშილ-წყურვილით, მაინც იმდენი იშრომა, ისწავლა, და იბრძოლა, ბოლოს პროგიმნაზიაში მოწყობილიყო. 1879 წელს პროგიმნაზია წარმატებით დაასრულა და კლასიკური გიმნაზიის მეხუთე კურსზე განაგრძო ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2506 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010



დაახლოებით თოთხმეტი თვის წინ ამ გაზეთის ფურცლებზე გამოვთქვი გაფრთხილება აშშ-სა და რუსეთს შორის „დიდი გარიგების" იმ ნაწილის გამო, რომელიც გულისხმობდა ობამას ადმინისტრაციის მცდელობას მიეღწია რუსეთთან „გადატვირთვისათვის" (სტატია „გარიგება, მაგრამ არა დიდი" შარშან მარტში გამოქვეყნდა).

ერთ-ერთი საკითხი, რაც მაწუხებდა, იყო ის, რომ ობამას ადმინისტრაცია პრინციპს „რუსეთი უპირველეს ყოვლისა" მოსკოვის მეზობლების ხარჯზე გაატარებდა. მაგრამ რეალობა კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა: ახლა ადმინისტრაცია მოქმედებს პრინციპით „ მხოლოდ რუსეთი" და ავიწყდება - მეტიც, თმობს - რეგიონის სხვა ქვეყნებს.

ამ ტენდენციის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა, რომელშიც პრეზიდენტი ობამა აცხადებს, საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ზღუდე" კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზეო. ბუშის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტს, სახელწოდებით „შეთანხმება-123", ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ უკან გაიტანა კონგრესიდან, რადგან იცოდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო მას უარყოფდნენ.

რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც ღიად არღვევს ორ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1082 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

საფრანგეთის მთავრობამ 19 მაისს საჯარო ადგილებში ისეთი ისლამური ჩადრის ტარების ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთელ სახეს ფარავს. ახლა კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს.


მსგავსი აკრძალვა, ევროპაში პირველად, ერთი თვის წინ მიიღეს ბელგიის პარლამენტარებმა. 

საფრანგეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საჯარო ადგილებში ისეთი ისლამური ჩადრის ტარების აკრძალვისკენ, რომელიც მთელ სახეს ფარავს.

ოთხშაბათს ასეთი აკრძალვის შემცველი კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. 

გადაწყვეტილება მიიღეს მიუხედავად ექსპერტების გაფრთხილებისა, რომ ასეთ აკრძალვას შეიძლება სამართლებრივი სირთულეები შეხვდეს.

კანონპროექტი კრძალავს ისეთ ჩადრს, რომელიც ფარავს სახეს და მთელ სხეულს. ამგვარ ისლამურ სამოსს ბურკას ან ნიყაბს უწოდებენ.

„არავის შეუძლია სახის დასამალად გამიზნული სამოსის ტარება საჯარო ადგილებში", მათ შორის - საზოგადოებრივი მომსახურების პუნქტებსა და ქუჩებშიო, ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში. 

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მთავრობის წარმომადგენელმა ლუკ შატელმა განაცხადა, ასეთი აკრძალვა აუცილებელია, რათა დაცული იყოს ქალების ღირსება და საფრანგეთის რესპუბლიკური პრინციპებიო.
თუმცა კანონპროექტი საფრანგეთის საზოგადოებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1098 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი
18.05.2010


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პირველად ეწვია ოფიციალური ვიზიტით მეზობელ უკრაინას. ამასთან, ის უკვე მეშვიდედ შეხვდა უკრაინის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს თებერვლის შემდეგ, როცა უკრაინაში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვება სწორედ იანუკოვიჩს მოუტანა.


იანუკოვიჩი კი კრემლთან მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა, რაც, მედვედევთან ხშირ შეხვედრებთან ერთად, მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმებით გამოიხატა. 

„რუსეთს, ბოლოსდაბოლოს, გამოუჩნდა სრულფასოვანი უკრაინელი პარტნიორი", - ეს სიტყვები პრეზიდენტ მედვედევს ეკუთვნის განმარტებასთან ერთად, რომ იგულისხმება „ნორმალური" ხელმძღვანელობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ახორციელებს კიდეც... საუბარია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე, მის გუნდთან, მის მთავრობასთან ერთად.

თვით იანუკოვიჩმა კიევში რუსი კოლეგის ვიზიტის პირველივე დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ რუსეთთან მჭიდრო კონტაქტებს მიიჩნევს ერთადერთ სწორ პოლიტიკურ კურსად: „როდის ყოფილა დაპირისპირების პოლიტიკა ეფექტიანი? ჩემთვის უცნობია ქვეყანა, რომელიც ასეთი პოლიტიკის ხარჯზე დაიცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, ჩვენს პოლიტიკაში ყოველთვის დარჩება პრინციპული პოზიცია ეროვნული ინტერესების დაცვის მხრივ".

მა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ამერიკულ და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ბოლო ხანს რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელშიც გატარებულია აზრი, რომ შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მიატოვა საქართველო.

ყველაზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ინტერნეტგამოცემა Huffington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გატარებულია აზრი, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს ზურგს აქცევს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საიმონ შუსტერს, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. ჟურნალისტმა განმარტა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, პირველ ყოვლისა, ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განსხვავებული ხედვა განაპირობებს საგარეო პრიორიტეტებისა, თუმცა გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილის პიროვნული ფაქტორიც იწვევს უნდობლობას.

„მე სტატიაში განვიხილავდი სწორედ სააკაშვილის პიროვნებას, მის ქცევებს,რომელთაც შეეძლო ამერიკის მხრიდან უნდობლობა გამოეწვია. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ, უბრალოდ, მთავარ როლს თამაშობს სხვა მიდგომა ამ რეგიონისადმი, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიისადმი, ასევე კავკასიისადმი.

დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ხშირად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორ აწარმოონ საგარეო პოლიტიკა. ბუში (უმცროსი) ძალიან აქტიურად ახორციელებდა ფერადი რევოლუციების პოლიტიკას ყველგან - მათ შორის, საქართველოში - და ცდილობდა რუსეთი (ვაშინგტონის) მეგობრული სახელმწიფოების ერთგვარ ალყაში ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1059 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

« 1 2 ... 70 71 72 73 74 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები