ორშაბათი, 28.07.2025, 06:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები


მადლენ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი
20.05.2010

ნატოს ახალი სტრატეგიული მიმართულებები და რეკომენდაციები 19 მაისს ვაშინგტონში, სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში, განიხილებოდა. დამსწრეები მადლენ ოლბრაიტს უსმენდნენ, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რომელიც ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ამ ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი საფუძვლად დაედება ნატოს გენერალური მდივნის მიერ წარსადგენ და შემოდგომაზე დასამტკიცებელ ახალ კონცეფციას, რომლითაც ალიანსმა მომავალი 10 წლის მანძილზე უნდა იხელმძღვანელოს. ალიანსის ახალ ხედვაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი განახლების თემა. საქართველოს კი ნატო მოთმინებასა და შიდა დემოკრატიული საკითხების წარმატებით გადაჭრას ურჩევს. 

ექსპერტთა 12-კაციანი ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველო ისევ უკრაინის მეწყვილის როლში მოიხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან დაახლოებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის ქვეყანა ნატოსკენ სვლის გაგრძელებას თითქმის აღარ აპირებს. ალიანსი ამ ორ ქვეყანას მაინც ძველებურად კარის ღიად დატოვებას ჰპირდება, თუმცა ჯერ ისევ ბუნდოვანია, დაახლოებით რა ვადებში გახდება შესაძლებელი ამ ღია კარში შესვლა. როგორც მადლენ ოლბრაიტმა სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში თქვა, საქართველომ ჯერ საკუთა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1037 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ევროპელმა პარლამენტარებმა დღეს ევროკავშირს მოუწოდეს უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. საკუთრივ რეგიონს ახალ ანგარიშში ევროკავშირისთვის „დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის" მქონედ მოიხსენიებენ, თუმცა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, შტეფან ფიულემ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი იქვე გააფრთხილა, რომ ევროკავშირთან დასაახლოებლად მათ რეფორმების გატარების პროცესში პროგრესი ესაჭიროებათ.

ევროპის პარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში - მათ შორის, გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საქმეში.

ეს მოწოდება პარლამენტის მიერ ხუთშაბათს მიღებულ არასავალდებულო ანგარიშშია გამოთქმული.

აქვე გეტყვით, საქართველოსთვის ეს ანგარიში დამატებით დადებით ფაქტორს შეიცავს: ევროკავშირის ორმა ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - კონსერვატორულმა ევროპის სახალხო პარტიამ და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმა - მხარი დაუჭირა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის რუსეთის მიერ დე ფაქტო „ოკუპაციად" აღწერას. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1092 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

დღევანდელ პრესაში კვლავინდებურად აქტუალურია მსჯელობა თემაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ბევრს ამაზე დღეს ”რეზონანსი” წერს. მოწინავე სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”თქვა თუ არა ოპოზიციამ რუსული სცენარით საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე უარი”, ძირითადად, განხილულია რუსული გამოცემა ”კომერსანტის” სტატია, სადაც სწორედ ამ თემაზე მსჯელობენ.

გაზეთი აქვეყნებს კახა კუკავას კომენტარს: ”თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩვენი დახმარებით საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს,მაშინ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან და არა კომენტარები აკეთონ."

”რეზონანსივე” წერს, რომ რუსეთისგან პროვოკაციას სტეფანწმინდაში ელოდებიან. აქაურების განწყობაზე სტეფანწმინდელი ზაზა წიკლაური ლაპარაკობს, რომელიც ამბობს, წინასაარჩევნოდ რუსებს ანტირუსული განწყობის გაღვივება ხელს არ აძლევთ და ამიტომაც არიან გაჩერებულნი. აი, მერე რა იქნება, ამაზე უნდა ვიფიქროთო.

”ალია” დაწვრილებით მიმოიხილავს ინციდენტს, რომელიც, მისი ცნობით, კლუბ ”ქალაქურში” მოხდა და რომელში ჩართულ ახალგაზრდასაც გაზეთი ერეკლე კოდუას მეჯვარედ მოიხსენიებს. ჟურნალისტი წერს, ჩხუბი უბრალო ხულიგნობა იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ დაცვამ, რომელსაც კოდუას სახელი უხსენეს, პოლიცია არ გამოიძახა.

ეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მოჩხუბარს იარაღი ჰქონდა, თუმცა კი ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

 პარიზში მუზეუმიდან მოიპარეს ხუთი ნახატი, რომელთა ღირებულებაც, პოლიციის განცხადებით, ნახევარ მილიარდ ევროს აღწევს. მოპარულ ნახატებს შორის არის პაბლო პიკასოსა და ანრი მატისის ნამუშევრები.

პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან მათი გაუჩინარების შესახებ დღეს შეატყობინეს პოლიციას. გამომძიებლების განცხადებით, მუზეუმის სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა ერთადერთი ნიღბიანი მამაკაცი, რომელმაც მუზეუმში ფანჯრიდან შეაღწია და ნახატების წაღება მოახერხა.        

Category: სტატიები | Views: 1144 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

ევროპის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საქმეში. რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, დადასტურებულია საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, რისი პატივისცემისაკენაც ევროპის პარლამენტის წევრები რუსეთსაც მოუწოდებენ.

ტექსტში დადებითი შეფასებაა გამოთქმული ჰაიდი ტალიავინის ანგარიშის მისამართით და გამოთქმულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი მხარდაჭერა. ევროპის პარლამენტი სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოებისაკენ მოწოდებით გამოდის, ამასთან, რუსეთსა და სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო მისიის დაბრკოლება.

რეზოლუციაში კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თითქმის ერთხმად უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით გამოცხადებას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას, როგორც საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნაბიჯს.

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სამოქმედო სტრატეგიის საკითხებზე ანგარიში სამხრეთ კავკასიის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1150 | Added by: NaTia | Date: 20.05.2010

« 1 2 ... 71 72 73 74 75 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები