სამშაბათი, 29.07.2025, 15:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ვენერა მილოსელი, ლუვრი, პარიზი.


ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ.

თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.

ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა.

ისლამურ კულტურაში ძირ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1077 | Added by: NaTia | Date: 16.05.2010

 

ფიზიკა (ბერძნ. φύσις (physis) — "ბუნება" ან "სხეული", ხოლო φυσικός (physikos) – "ბუნებრივი") არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. XX საუკუნემდე მას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელმაც გარდაქმნა თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, კვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და მრავალი სხვა.

სოლვეის კონფერენცია.


1911 წლის პირველი კონფერენციის ფოტო.


სოლვეის კონფერენცია (Conseil Solvay) იყო ლეგენდარული პირველი მოწვევის მსოფლიო უდიდეს ფიზიკოს მეცნიერთა ყრილობა 1911 წელს ორგანიზებული სოლვეის ფიზიკისა და ქიმიის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ინსტიტუტები მდებარეობს ბრიუსელში და დაფუძნებეულია ბელგიელი ინდუსტრიალისტი ერნესტ სოლვეის მიერ 1912 წელს.

1911 წლის წარმატების სემდეგ სოლვეის კონფერენციები ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. ღონისძიება ყოველ სამ წელიწადს ტარდება. 23-ე სოლვეის კონფე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1649 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

...იულიუს კეისარმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს იმიტომ გადმოიტანა, რომ ამ დღეს არჩეული კონსულები იწყებდნენ მოვალეობის შესრულებას...
...რომაული ისტორიოგრაფიის წარმოიშობის მიზანი იყო პროპაგანდა, ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში რომაელები მიხვდნენ დამპყრობლურ ომებში პროპაგანდის მნიშვნელობას...
...როდესაც ჩინგის ყაენი დაიბადა, იმ ღამეს საშინელი ჭექაქუხილი იყო, ახალშობილს კი მარჯვენა ხელში სისხლი ჰქონდა, მას დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი უდიდესი დამპყრობელი გახდებოდა და უამრავ სისხლს დაღვრიდა...
...ატილა ჰუნი, რომელმაც რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი დაიყრო, გარდაიცვალა საყვარლის ლოგინში...
...პირველი მონოთეისტური რელიგია ძველ ეგვიპტეში წარმოიშვა...
...რუსეთის მცდელობას შემოეერთებინა ჩუკოტკის ნახევარკუნძული, ჩუქჩებთან საუკუნოვანი წარუმატებელი ომი მოყვა...
...მცხეთა მესხთა ქალაქს ნიშნავს და აგებულია ხეთური კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი გადმოსახლებული მესხების მიერ...


.სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და 
სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს.
...ტოპოლოგიურად ფინჯანს, გირსა და ბლითს ერთიდაიგივე გეომეტრიულ ფიგურებად მიიჩნევენ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1293 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


...ლიტერატურულ გერმანულს (Hoch Deutch) საფუძველი მარტინ ლუთერმა ჩაუყარა, რომელმაც პირველმა თარგმნა ბიბლია გერმანულად. ხოლო ლიტერატურული იტალიური დანტეს ღვთაებრივი კომედიიდან ჩამოყალიბდა.


...კოლუმბამდე 500 წლით ადრე ამერიკა (ნიუ-ფაუნდლენდი) და გრენლანდია ვიკინგმა ერიკ წითურმა აღმოაჩინა.


...ასწლიანი ომის დაწყების ერთერთი მიზეზი იყო ინგლისის მეფის ედუარდ III-ს კანონიერი პრეტენზიები საფრანგეთის ტახტზე, ვინაიდან იგი იყო უკანასკნელი კაპეტნგი მეფის დის შვილი, ხოლო ახლად გამეფებული ფილიპ VI მხოლოდ ბიძაშვილი.


...ინგლისის მეფე ედუარდ II ჰომოსექსუალიზმზე ყველა წყარო მიგვითითებს, ხოლო საფრანგეთის მეფის ანრი III ჰომოსექსუალიზმის შესახებ ცნობები შესაძლოა ბოროტი ენების მიერ გავრცელებული ჭორები იყო.


Category: სტატიები | Views: 1080 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში -- 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ.

მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).


მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1239 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

« 1 2 ... 75 76 77 78 79 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები