|
|
მთავარი » სტატიები

ხოლმის ღვთისმშობლის ხატი (8 სექტემბერი) – ბრძანდება ფსკოვის გუბერნიის ქალაქ ხოლმში. ხატს აქვს ჭრილობის ნიშნები: ერთი მარცხენა მხარეზე, მეორე ღვთისმშობლის მარჯვენა ხელზე. პირველი მშივილდისრის შედეგია , რომელიც თათარმა ესროლა. თათარი მყისვე დაბრმავდა. მეორე კი შუბის კვალია, რომელიც ურწმუნო მეომარმა სტყორცნა, რის გამოც თავი გვერდზე მოექცა. როდესაც ხოლმს შემოესია თათართა ხანი და ერთი შეტევით უნდა აეღო იგი, მაშინ თავადებმა ცრემლებითა და ვედრებით გამოაბრძანეს ხოლმის ღვთისმშობელი და პირით თათრებისაკენ დააბრძანეს.
თათრები შეძრწუნდნენ. ხოლმის მთა ამაღლდა ღრუბლამდე და შეშინებულები უკუიქცნენ. ერთხელ მნათემ შენიშნა ტაძრიდან გამომავალი სინათლე და მიუახლოვდა მას. იქიდან მოისმოდა ანგელოზთა გალობა, რომლებიც ადიდებდნენ ღვთისმშობელს. გახსნა ტაძრის კარები და იხილა, რომ ნათელს გამოსცემდა ღვთისმშობლის ხატი.
Category: სტატიები |
Views: 1182 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ხახულის ღვთისმშობლის ხატი (ტრიპტიქონი) ქართული დეკორაციული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშია. ხატის სახელწოდება მომდინარეობს ხახულის მონასტრის სახელწოდებიდან (დრესდღეობით მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე). ისტორია.

ხატი რამდენჯერმა იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. მათგან გამოირჩევა ნ. პ. კონდაკოვისა და დ. პ. გორდეევის კვლევა. სხვა მეცნიერთა კვლევა მხოლოთ დანამატია ამ ორი მეცნიერის კვლევისა და აღწერის ფონზე.
ხახულის ტრიპტიკონის ორივე ფრთის ქვედა ნაწილში ძველქართული წარწერაა რომელიც გვაუწყებს რომ მეფე დემეტრე I-მა, რომელიც იყო დავით აღმაშენებელის ძე შეამკო ხახულის ღვთისმშობლის ხატი მინანქრებიანი კიდობნით. ცნობილია რომ თურქ-სელჩუკების შემოსევების დროს (1106-1125) დავით აღმაშენებელმა ხახულის ხატის შენარჩუნების მიზნით ის გელათის მონასტერში გადააბრძანა. ხახულის ღვთისმშობლის ხატი პირველად 1650 წელს რუსეთის ელჩებმა ტოლოჩანოვმა და იევლევმა ასე აღწერეს: «ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატი, წელზევით გამოსახული, ხელებგაწვდენილი უფლისა მიმართ ისე, როგორც იწერება ვედრებაში. ძვირფასად შემკული და გასაოცარი.»
1859 წელს გელათის მონასტერი გაძარცვეს და გაიტაცეს ხახულის ღვთისმშობლის მინანქრის ხატი. 1932 წელს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 3224 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ხატი იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში და ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდგომ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა.
წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე VI საუკუნეში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII საუკუნეში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბელმა. მას გადაეცა წმ. საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდგომ წმ. საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმ. საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.
Category: სტატიები |
Views: 1232 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ცხოველმყოფელი წყარო — ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედ წყაროზე აგებულ ღვთისმშობლის ტაძრის საპატივცემულოთ დაიწერა. ღვთისმშობლის ტაძრის განახლების მოძრავი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღდგომის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება. გადმოცემის თანახმად დაარსებულია ლეონ I-ის მიერ, V საუკუნეში.
კონსტანტინეპოლის ახლოს ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუბადურდა.
ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა, მოინდომა წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას წყლის ძებნაში სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. მითითების მიხედვით ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორდ მაშინ დაიწერა ეს ხატიც. მას შემდგომ რაც ლეონი იმპერატორი გახდა (455— 473)იმ ადგილას სადაც წყარო მოდიოდა ააშენა ეკლესია რომელსაც ცხოველსმყოფელი წყარო დაარქვა. მასშემდეგ ამ ტაძარმა რამდენჯერმე იცვალა სახე თუმცა მას შემდეგ რაც კონსტანტინეპოლი დაეცა ეს ტაძარიც განადგურდა.და მხოლოდ 1834—1835 წლებში ცხოველსმყოფელ წყაროზე კვლავ აღადგინეს ტაძარი. ცხოველსმყოფელი წყაროს" ხატის ერთ-ერთი ასლი, საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1483 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ცეცხლოვანი ღვთისმშობლის ხატი - ამ ხატის წარმოშობის არც თარიღი და არც ისტორია არ არსებობს. მან თავისი სახელი ”Огневидная”, ხატის იერსახიდან გამომდინარე მიიღო. ხატი განეკუთვნება დეისუსას ტიპს.
Category: სტატიები |
Views: 1267 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 76 77 78 79 80 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|