|
მთავარი » სტატიები

ცესარ–ბორის ღვთისმშობლის ხატი – უძველესი დროიდან სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ამ ხატის გამოჩენის შესახებ ცნობები არ არსებობს, მაგრამ გადმოცემის მიხედვით ცნობილია, რომ ხატი იპოვეს ვიტებსკის გუბერნიაში, უსვიატში, სასაფლაოს მახლობლად იმ ადგილას, რომელსაც ბორი ერქვა და ამიტომ ეს ხატი ბორის ღვთისმშობლის სახელით არის ცნობილი. ცესარისა ეწოდება მას, რადგან წარმოადგენს ზუსტ და უძველეს ასლს ცესარის ხატისა, რომელიც 792 წელს სასწაულთმოქმედებით განდიდდა და რომლის ხსენება 22 აპრილს აღესრულება.
სასაფლაოს ეკლესიიდან ხატი უსვიატში გადააბრძანეს, სადაც დღემდე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება. ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ნიშების შესახებ მრავალი ზეპირი და წერილობითი მოწმობა არსებობს.
1859 წელს უსვიატსა და მის შემოგარენში გავრცელდა ძლიერი ქოლერა, რომლითაც ყოველდღიურად ბევრი ავადდებოდა და კვდებოდა. როცა კაცთა შემწეობის ყოველგვარი იმედი დაკარგეს, ადამიანებმა დახმარებისათვის ზეციურ დედოფალს მიმართეს და ღრმა სარწმუნოებით აღვსილმა უბედურებაში ჩავარდნილი ყოველი კუთხე ღვთისმშობლის ხატთან ერთად ლიტანიით შემოიარეს, მხურმალე და ერთსულოვან ლოცვას სწირავდნენ მას.ყველას გასახარად ქოლერა შენელდა.მეორე დღეს ლოტანია კვლავ აღესრულა. მასში მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა და ეპიდემიაც შეწყდა.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1120 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (26 ივნისი)– ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი. ისტორია .
1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს.უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს.მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და მოდიოდა წყალზე ისე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა.
მეთევზეებმა დაუწყეს ყურება, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა ჰაერში და ისევ ანათებდა. ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და უყურებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში. მაშინ ღვთისმშობელმა ინება მიწაზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალს სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროსი შემდეგ ტ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1156 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.
წმიდა იოანე 676 წელს დაიბადა დამასკოში, ქრისტიანულ ოჯახში. მამამისს დამასკოს ხალიფას კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა, რასაც მარჯვედ იყენებდა ქრისტიანების მფარველობისათვის.
წმიდა იოანემ განათლება მამის სახლში მიიღო. მეგობარ კოზმასთან ერთად, რომელსაც მამამისი ზრდიდა. შემდგომში კოზმა საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. ბავშვების სწავლა-განათლების საქმეს ხელმძღვანელობდა დიდად განათლებული ბერი კოზმა, რომელიც არაბების ტყვეობისაგან წმ. იოანეს მამამ გამოისყიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფამ იოანეს მისცა მისი თანამდებობა და წყალობითაც უხვად აავსო. მამის მსგავსად იოანეც ცდილობდა თავისი მდგომარეობა ქრისტიანებისათვის შემწეობის გასაწევად გამოეყენებინა.
მაგრამ ღვთის განგება მას უფრო დიდი ღვაწლისათვის ამზადებდა. 730 წ. ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროვება მოჰყვა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1264 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ორანტა ( ლათ. orans, ნათ, ბრ. orantis — მლოცველი) — ღვთისმშობლის ერთ-ერთი იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც გამოისახება მთელი ტანით, ხელებაპყრობილი სახემდე, ხელისგულებით მაყურებლისაკენ. ორანტის ტიპი ადრინდელი ქრისტიანული მლოცველი ფიგურების გამოსახულებიდან მომდინარეობს (რომის კატაკომბების მოხატულობა). ორანტის გამოსახულება გვხვდება მონუმენტურ ფერწერაში, ბიზანტიურ, ქართულ, ძველ რუსულ ხატწერაში. გუმბათოვან ტაძრებში ორანტას ცენტრალური აფსიდის კონქზე გამოსახავდნენ. ორანტის პოზაში წმინდანებსაც ხატავდნენ.
Category: სტატიები |
Views: 1152 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, - თეოდოსი დიდის ძე, ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველა საშინელების მოლოდინში იყო, ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში ერთიანად სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს მიადგნენ. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი - „ყმაწვილის ბუჩქი". იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად თვით არკადი მოვიდა.
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით. ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა:
807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1198 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 77 78 79 80 81 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|