|
|
მთავარი » სტატიები

ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი", „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი", „პორტაიტისა") ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მრავალ დაფიქსირებულ სასწაულთა საფუძველზე ხატი აღიარებულია, როგორც ”სასწაულთმოქმედი”. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთნება ოდიგიტრიას (ბერძ. Όδηγήτρια - გზის მაჩვენებელი) ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარები. ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურღია აღესრულება. წმინდა ეკლესია, ათონელთა მიხედვით, სასწაულმოქმედი ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. ისტორია.
ისტორიული წყაროების თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829–842) მმართველობის დროს დაიწყო ე.წ. ხატმებრძოლეობა. ამ პერიოდში ხატთა თაყვანისმცემლებს აწამებდნენ, ხოლო თავათ გამოსახულებებს იღებდნ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1534 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

აგიოსორიტისა. კონსტანტინეპოლის ღვთისმშობელი მვედრებელი. აგიოსორიტისა - (ბერძნ. ἡ ῾Αϒιοσορήτισσα) ან (ბერძ. დეისუსი) ასევე ბერძ. Параклесис (მვედრებელი) ეს არის - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის. მოიხსენიება ბიზანტიურ წყაროებში IX—X საუკუნეებიდან და გავრცელება პოვა ბიზანტურ ხელოვნებაში XII—XV საუკუნეებში.
Category: სტატიები |
Views: 1288 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ღვთისმშობლის ხატის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა: პირველი - „ელეუსას", (მოწყალე) ღვთისმშობელი. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი სიყვარულის განცდისა. მეორე - „ოდიგიტრია" (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას რეპრეზენტაციული, ანუ წარდგინებითი ხატიც ეწოდება. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა, მისი დანიშნულება. მესამე - „ორანტა" (მვედრებელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის. მეოთხე კი - „აგიოსორიტისა" ან დეისუსი (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა. აღმადგინებელი Абалакская (Абалацкая, «Знамение» Абалацкая) Августовская Агиосоритисса Акафистная Албазинская (Слово плоть бысть), Албазинская («Знамение») Александрийская Андрониковская Аравийская (Арапетская) Арматийская Ахтырская Ацкурская Балыкинская Барловская (Блаженное чрево) Барская Бахчисарайская Белыничская Беседная Благовещение (Киевское) Благовещение (Московское) Благовещен
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1820 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები. 
ძველი საეკლესიო გადმოცემა ღვთისმშობლის ხატების შექმნის ისტორიას მოციქულთა ხანას უკავშირებს. საეკლესიო საგალობლებში პავლე მოციქულის თანამგზავრისა და თანამოღვაწის ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატები მოიხსენიება. როგორც ცნობილია, საექიმო ხელოვნების გარდა, ლუკა მახარებელი ფერწერის ხელოვნებასაც არაჩვეულებრივად ფლობდა.
მიწიერი ცხოვრების ჟამს, ღვთისმშობლისაკენ ილტვოდა ყველა ახლობელი თუ შორეული, სურდათ, ენახათ იგი და მოესმინათ მისთვის, მისგან კურთხევა და დარიგება მიეღოთ, ხოლო ისინი, ვისაც უფლის დედასთან მისვლა არ შეეძლოთ, ცრემლით და გულისტკივილით გლოვობდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ, მისი თუნდაც ხატწერული გამოსახულება ენახათ.
ბევრჯერ და ბევრისგან ესმა ეს ღვთისმოსაური სურვილი მოციქულ ლუკას, რომელიც გამოცდილი ექიმი და მხატვარი, ანტიოქიის უგანათლებულესი მოქალაქე იყო და პირველ ქრისტიანთა სურვილის დასაკმაყოფილებლად ფიცარზე გამოსახა ღვთისმშობელი - ყრმა ღმერთით ხელში. შემდეგ კიდევ 2 ხატი დაწერა და სამივე ღვთისმშობელს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულებები იხილა, ყოვლადწმინდა ქალწულმა გაიმეორა წინასწარ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1502 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

წმ. პეტრე მოციქულის ხატი, რუსეთი, XV საუკუნე. ცხოვრება .
წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.
იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.
ცხოვრება აღწერილი წმინდა წერილში .
გადმოცემის თანახმად იესო ქრისტემ მოციქულთა შორის პირველს ანდრიას მოუწოდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის მოწაფე იყო და სხვა დანარჩენის მსგავსად მესიის მოსვლისათვის ემზადებოდა. მოინათლა რა იესოც იორდანეში, ნათელი გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით. მაშინ იოანე მოუტრიალდა თავის მოწაფეებს და უთხრა: «ესე არს ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1233 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 80 81 82 83 84 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|