|
მთავარი » სტატიები

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი - სასწაულმოქმედად შერაცხილი ღვთისმშობელის ხატი, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი. ისტორია.
ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ ქართველ მეფე თამარს, რომელიც განსაკუთრებულად იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა. მრავალი ჩერქეზი წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1768 წლამდე ხატი იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა.
ის უვნებლად გადაურჩა ორ ხანძარს, როდესაც მთლიანად დაიწვა ტაძარი, რომელშიც იგი იმყოფებოდა. 1768 წელს იმპერატრიცა ეკატერინე II განკარგულებით მთიანი ოსეთის მკვიდრი ჩრდილოელები მთებიდან თერგის გასწვრივ ჩამოსახლდნენ და თან ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოიტანეს. მოზდოკის ეპისკოპოსი ლიტანიით გამოვიდა ღვთისმშობლის ხატთან შესახვედრად და მის წინაშე პარაკლისი აღასრულა, სურდა, ხატი თან წაეღო და ტაძარში მოეთავსებინა, მაგრამ იმ ურემში შებმული ხარები, რომელზედაც ხატი იყო დაბრძანებული, ადგილიდან არ იძვროდნენ. ხალხი ბრბოებად მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა ხატისთვის. ღვთის ამგვარი მოწყალებით გახარებული მოსახლეობა ისწრაფოდა, რომ სამლოცველო აეგო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მასში დაებრძანებინა.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1197 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

რომის ანუ ლიდიის ღვთისმშობლის ხატი – მარიამ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ლიდიაში, იერუსალიმის მახლობლად. ისტორია .
წმინდა პეტრე მოციქულმა, პავლემ და წმინდა იოანე ღვთიმეტყველმა მრავალნი მოაქციეს და მონათლეს იერუსალიმის მახლობელ ქალაქ ლიდიაში. ამის შემდეგ მათ ახალმოციქულებისათვის ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და წავიდნენ იერუსალიმში. ღვთისმშობელს სთხოვეს დაელოცა ეს ტაძარი და ღვთისმშობელმა უპასუხა: "წადი, მეც იქ ვიქნები".
ტაძარში მოსულებმა ერთ–ერთ ბოძზე მყისვე შენიშნეს დედა ღვთისმშობლის ხატი. ხატი ჭეშმარიტი ასლი იყო ღვთისმშობლის წმინდა სახისა და შესამოსელისა. აშკარა იყო, რომ ეს ხატი ღვთის მიერ იყო დაწერილი. მადლიერების ცრემლით დაიჩოქეს ხელთუქმნელ ხატთან. შემდეგ თვით ღვთისმშობელი მობრძანდა და ხატს შთაბერა, გადასცა თავისი მადლი და სასწაულმოქმედების ძალა. მრავალი წლის შემდეგ ღვთისმგმობელმა ივლიანემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და თვის მიმდევრები გაგზავნა ტაძარში ხატის გასანადგურებლად. მაგრამ მოხდა სასწაული, როგორ არ ცდილობდნენ ამოეჩხაპნათ ხატი, მაგრამ იგი თავისი ფერებით უფრო და უფრო ღრმად ჯდებოდა ბოძში და ვერაფრით შეძლეს მისი განადგურება. ნეტარი გერმანი, კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი გაემგზავრა იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის თყვანისცემის მიზნით.
გზად შეჩერდა ლ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1147 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

კიკოთის ღვთისმშობლის ხატი. ხსენება 12/25 ნოემბერი. კიკოთის (Κγκκοτιςςα) ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის თანახმად დაწერილია ლუკა მახარებელის მიერ თავად ღვთისმშობლის თხოვნით ქრისტეს ამაღლებიდან შვიდი წლის შემდეგ. ღვთისმშობელმა ხატის მშვენიერებით აღტაცებულმა თქვა: "მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატზე!". ამ ხატმა თავისი სახელწოდება კვიპროსის ქალაქ კიკოსისაგან მიიღო. 980 წელს ქრისტიანთა დევნის გამო კიკოთის ხატი გადაიტანილი იყო ცარგრადში. იმპერატორ ალექსანდრე I კომნინის (Alexios Komnenos) დროს (1048—1118), ეს ხატი დაბრუნებული იქნა კვიპროსზე ერთერთი ბერის ხილვის გამო. მანუილი რომელიც იყო კვიპროსის მმართველი ნადირობისას დაიკარგა მთებში და შემთხვევით წააწყდა ღირს ესაიას რომელიც იქვე განდეგილად მოღვაწეობდა. ბერმა რ ისურვა რომ მისი ღვაწლის შესახებ ვინმეს გაეგო და გაიქცა , მანუილი დაედევნა და სასტიკად სცემა, რის გამოც სენი შეეყარა. ნაწამებმა ღირსმა მამა კი ღმერთმა ამცნო რომ მანუილი უნდა გამგზავრებულიყო კონსტანტინეპოლში იმპერატორ ალექსი კომინთან რათა დაებრუნებინა უკან ხატი. სანამ მანუილი ჩამოაბრძანებდა ხატს ღირს ბერს მანუილმა დაუტოვა სახსრები რათა მას აეშენებინა ხატისათვის შესაფერისი სამლოცველო. იმ დროს იმპერატორის ქალიშვილი ანა კომნინი (Anna Komnenos)(1083-1148) შეპყრობილი იყო იმავე სენით რომლითაც ავათ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1418 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატი 1981 წელს დაიწერა ათონის წმიდა მთაზე. იგი წარმოადგენს ივერიის (ივერონის) ღმრთისმშობლის ხატის ასლს, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულთმოქმედი მირონმდენი ხატი მსოფლიოში. ხატის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებასთან. ისტორია .
იოსების მშობლები იყვნენ კათოლიკები. იოსებმა 14 წ. ასაკში მიიღო მართლმადიდებლობა. ოჯახი გაგებით შეხვდა იოსების არჩევანს. იოსებ მუნიოსი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში.
1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. სკიტისაკენ მიმავალთ გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი ქრისტეს შობის სახელობის ღარიბულ სკიტში მიიყვანა, სადაც თოთხმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. მათ სიხარულით მიიღეს სტუმრები და შემდეგ მიიწვიეს ხატწერის სახელოსნოში. იოსებმა სახელოსნოში დაინახა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომლის წაბრძანებაც გადაწყვიდა ამერიკაში, მაგრამ ბერებმა ხატი მას არც აჩუქეს, და არც მიყიდეს. მეორე დღეს ბერებმა თავიანთი ნებით გადასცეს იოსებს ეს ხატი. იოსებ მუნიოსი მონრეალში (კანადა) დაბრუნდა 1982 წლის 3 ნ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1278 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ გეთსემანიაში შეუქმნია. 463 წელს ხატი კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. ხატი დაბრძანებული იყო პიგიის ღვთისმშობლის ტაძარში, ხოლო შემდეგ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ის გამდიდრდა მრავალი სასწაულებით. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით მომხდური სკვითების ლაშქარი უკუაქცია. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი რუსეთში – კორსონში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალ ნათელღებულ მოციქულთანასწორ კიევის მთავარს – ვლადიმირს უბოძეს.
როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა მათ ხატი საჩუქრად გადასცა. 1571 წელს ივანე მრისხანემ ქალაქი დაარბია და სიწმინდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უგზოუკვლოდ დაიკარგა.სანაცვლოდ მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხატის ზუსტი ასლია დასვენებული. იერუსალიმის ხატის გარშემო გამოსახულნი არიან წმინდა მოციქულები: პეტრე, პავლე, იოანე, კულა, სვიმონი, ფილიპე, მათე, მარკოზი, იაკობი, თომა, ბართლომე, წმინდა მოწამენი: პროკოფი, გიორგი და მერკური.
Category: სტატიები |
Views: 1132 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 78 79 80 81 82 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|