|
|
მთავარი » სტატიები

ელეცის ღვთისმშობლის ხატი ქალაქ ელეცში, ორლოვის გუბერნიაში, სმოლენსკის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფება. აქ ხატი 1060 წელს ღირს მამა ანტონი პეჩორელს ნაძვზე გამოუჩნდა და ამიტომ სასწაულმოქმედ ხატს და სავანეს, სადაც ის დააბრძანეს, ელეცისა (Ель-ნაძვი) უწოდეს. აღწერილობა ქ. ელეცშია დაცული.
Category: სტატიები |
Views: 1188 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

დონის ღვთისმშობლის ხატი არის მოსკოვში, დონის მონასტერში. კულიკოვოს ბრძოლაში დიმიტრი დონელმა დიდი გამარჯვება მოიპოვა თათართა ხანზე, სწორედ ამ ხატის მადლით და შემწეობით. ამის შემდეგ ხატი თან ახლდათ რუს მეომრებს. ყოველ წელს ხატის ხსენების დღესასწაულს აღნიშნავენ ქალაქის ქუჩაბში ამ ხატის მსვლელობითა და გალობით.
Category: სტატიები |
Views: 1255 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით დაშრიტე მწუხარება ჩემი, იმყოფება მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში, პუპიშჩევოზე. მადლისმომნიჭებელი ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი მოოქროვილი პერანგითა და მრავალი ძვირფასი ქვითაა შემკული. ამ ხატის წინაშე კვირაობით აღესრულება პარაკლისი და მისივე ”დაუჯდომელი”. ისტორია .
ეს ხატი 1640 წელს მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძე|ალექსი მიხეილის ძის დროს კაზაკების მიერაა ჩამოტანილი. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიაში ინახებოდა ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების წერილობითი აღწერილობა, რომელიც 1771 წელს ხანძრის დროს განადგურდა. გადმოცემამ შემოინახა ხსოვნა ამ ხატის პირველი განდიდების შესახებ, რომელიც XVII საუკუნის შუა წლებში მოხდა.
ხატის ძალა შემდეგი მოვლენით გამოჩნდა: მოსკოვის მოშორებით მცხოვრები ერთი ქალბატონი უკვე დიდი ხანი იყო ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იუტანჯებოდა.
ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა. ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილის პირას იმყოფებოდა. ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა და ერთხელ იხილა ღვთისმშობლის ხატი, რომლისგანაც გაიგონა ხმა: ”მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ, იქ პუპისჩევოზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი, მის წინაშე ილოცე და განიკურნები”, ხილვა დასრულდა. სნეული, რომელ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1316 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. ისტორია .
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.
აღსრულებული სასწაულები .
მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტარად მსახურობდა. რამოდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა.
მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდათ იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1119 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

აღმადგინებელის ხატი, რომელიც წმინდა ნინოს თანამედროვე - IV საუკუნისაა, ქართლში, წილკნის მონასტერშია დაცული.
მეორე ასეთივე სახელწოდების ხატი XVIII საუკუნეში განდიდდა სასწაულებით. წმიდა დიმიტრი როსტოველი მოგვითხრობს ამ ხატისადმი მლოცველი მძიმედ დასნეულებული მგალობლის სასწაულებრივი კურნების შესახებ.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს „აღმადგინებელი" ხატს ევედრებიან სნეულთა კურნებისათვის. ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „აღმადგინებელის" მიმართ .
ტროპარი, ხმა 1
ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.
ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ზეციურთა ძალთა ზედა აღმატებულო და ყოველთა წმიდათა უწმიდესო, შეგივრდებით და თაყუანის-გცემთ შენ წიანშე ყოვლადპატიოსნისა და განმაკურნებელისა ხატისა შენისა, მომხსენებელნი შენისა საკვირველსა გამოცხადებისა წინაშე ბიკენტისა მგალობელისა და მხურვალედ გევედრებით შენ, ძლიერსა მეოხსა და შემწესა ერისა შენისასა, ვითარცა ოდეს მგალობელი იგი აღადგინე, აწცა სულნი და ხორცნი ჩუენი, მრავალგუართა ვნებათა და ცოდუათა მიერ მოწყლულნი, განკურნენ. ყოვლისაგან განსაცდელისა, ჭირისა, მწუხარებისა და საშჯელისა საუკუნოჲსა, ურწმუნოებისა და სწავლათაგან სულთა განმხ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1109 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 79 80 81 82 83 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|