|
|
მთავარი » ენციკლოპედია

ვილა მედიჩეა დი კასტელოს ბაღების გეგმა. ნიკოლო ტრიბოლო (Niccolò di Raffaello di Niccolò dei Pericoli, მოკლედ "Il Tribolo"; დ. 1500 – გ. 7 სექტემბერი, 1550), იტალიელი მანიერისტი ხელოვანი კოზიმო I მედიჩის სამსახურში მის მშობლიურ ფლორენციაში.
ტრიბოლომ თავდაპირველად შეგირდობა ხის მთლელთან დაიწყო, თუმცა მალევე, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, ანდრეა სანსოვინომ საკუთარ თანაშემწედ აიყვანა. ჯიორჯიო ვაზარი საკუთარ "ვიტე"-ში აღნიშნავს ტრიბოლოს მიერ შექმნილ უამრავ ადრეულ ფიგურასა და შადრევანს, რომლებიც დღემდე არ შემორჩენილა.
ისევე, როგორც მისი მემკვიდრე კარის ხელოვანი ბერნარდო ბუონტალენტი, ტრიბოლოს შემოქმედება გაცილებით უფრო დიად ხელოვანთა ჩრდილში მოექცა. მაგალითისთვის, XVII და XVIII საუკუნეებში ხელოვნების თაყვანისმცემლები ტრიბოლოს ზოგიერთ ნახაზსა და გეგმას სკულპტურული ანსამბლებისა და კედლის შადრევნებისთვის მიქელანჯელოს მიაკუთვნებდნენ, რაც ტრიბოლოს უსაზღვო ნიჭიერებასა და მის სტილზე მიქელანჯელოს გავლენაზე მიანიშნებდა.
|
არნოლფო დი კამბიო
არნოლფო დი კამბიო (იტალ. Arnolfo di Cambio; დ. 1245 — გ. 1310) — იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი, პროტორენესანსის წარმომადგენელი. მისი შექმნილი კარდინალი დე ბრეის სამარხი აკლდამა (1228), სან-დომენიკოს ეკლესია ორვიეტოში (1282), სანტა კროჩეს ბაზილიკა (მშენებლობა დაიწყო მე-13 ს-ში). მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია შესრულებული მამა-შვილ პიზანოებთან — ფონტე მაჯორეს შადრევანი პერუჯის მოედანზე (1278), რომელსაც მრავალი ქანდაკება და რელიეფური გამოსახულება ამშვენებს. შადრევნისთვის შესრულებული ფიგურები ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.
იაკოპო დელა კვერჩა
იაკოპო დელა კვერჩა (Jacopo della Quercia) (დ. დაახლოებით 1374, სიენა ― გ. 20 ოქტომბერი, 1438, იქვე), იტალიელი მოქანდაკე, ადრინდელი აღორძინების წარმომადგენელი. 1401 წელს მონაწილეობდა ფლორენციის ბაპტისტერიუმის კარის რელიეფებისათვის გამართულ კონკურსში. მუშაობდა სიენასა და ბოლონიაში, აგრეთვე ლუკასა (1406) და ფერარაში (1408). ეყრდნობოდა ნიკოლო პიზანოს და ჯოვანი პიზანოს ტრადიციებს.
განიცადა XIV-XV საუკუნეების მიჯნის ჩრდილოეთი იტალიის პლასტიკის გავლენა. ძირითადი ნამუშევრები: "მადონა" (1408, ტაძრის მუზეუმი, ფერარა), ფონტე გაიას რელიეფები და სტატუეტები (1408-1419, პალაცო პუბლიკო, სიენა), ტრენტის საკურთხეველი სან-ფრედიანოს ეკლესიაში (1416-1422, ლუკა) - ყველა მარმარილო; რელიეფი "ზაქარია ტაძარში" (მოოქროვილი ბრინჯაო) და წინასწარმეტყველტა ფიგურები სიე
...
კითხვის გაგრძელება »
|

დონატელო. დონატო დი ნიკოლო დი ბეტო ბარდი (1386 - 13 დეკემბერი, 1466), ცნობილი როგორც დონატელო - აღორძინების ხანის მოქანდაკე. ქანდაკებების შექმნაში ინდივიდუალიზმის ფუძემდებელი.
შემოქმედება.
დონატელოს შემოქმედება კვატროჩენტოს ერთ–ერთი მწვერვალია. მის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის რეალობის, მისი მრავალფეროვანი და კონკრეტული გამოვლინებისადმი ინტერესი, ამაღლებული განზოგადება. დონატელომ მხატვრულად ერთ–ერთმა პირველმა გაიაზრა ანტიკური ხელოვნების არსი და შექმნა ანტიკური ქანდაკების კლასიკური ფორმები და მხატვრული სახეები (თავისუფლად მდგომი სტატუა, მხედრის მონუმენტი).
დონატელოს ჩვენთვის ცნობილ პირველ ნამუშევრებს ჯერ კიდევ ახასიათებს გოთიკური შებოჭილობა, დაუნაწევრებელი ფორმები და დაწვრილმანებული ხაზების რიტმი (წინასწარმეტყველთა ფიგურები), მაგრამ ორსანმიკელეს ეკლესიისათვის შესრულებული წმ. მარკოზის ფიგურა აღორძინების ეპოქის ქანდაკების ნიმუშია. იგი გამოირჩევა პლასტიკურობით, კომპოზიციის ნათელი ტექტონიკით, მშვიდი სიდიადითა და სიძლიერით. ამავე ეკლესიისათვის შესრულებულ წმ. გიორგის ქანდაკებაში ხორცშესხმულია აღორძინების იდეალის –გმირი მეომრის სახე. 1416–1435 წლებში ფლორენციის კამპანელასთვის შეგირდების დახმარებით შექმნილი წინასწარმეტყველთა ქანდაკებები მკაცრი რეალობით შესრულებულ ინდივიდუალურ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მაქს ერნსტი (Max Ernst; დ. 2 აპრილი, 1891 — გ. 1 აპრილი, 1976) – გერმანელი დადაისტი, მხატვარი, მოქანდაკე. ბიოგრაფია.
მაქს ერნსტი დაიბადა 2 აპრილს, 1891 წელს გერმანიაში. 1910 წელს ის ჩაეწერა ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, ლიტერატურის, ხელოვნების ისტორიის, ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის შესასწავლად. მან დაასრულა სწავლა ზუსტად მაშინ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.
1918 წელს ის დაქორწინდა ისტორიკოსზე ლუიზა შტრაუსზე. ლუიზა გარდაიცვალა 1945 წელს. 1919 წელს ერნსტმა მოინახულა პოლ კლი და შექმნა თავისი პირველი ნახატები. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ის მსახურობდა გერმანულ არმიაში და ომის შემდეგ, ახალი იდეებით დატვირთულმა ერნსტმა, ჯინ არპმა და სოციალურმა აქტივისტმა ალფრედ გრიუნვალდმა, ჩამოაყალიბეს დადაიზმის გერმანული ჯგუფი. მაგრამ ორი წლის შემდეგ, 1922 წელს იგი დაუბრუნდა არტისტიკურ კავშირს მონტპარნასში, პარიზში.
მუდამ ექსპერიმენტებში მყოფმა, 1925 წელს მან შექმნა ხელოვნების გრაფიკული ტექნიკა, რომელსაც დაარქვა ფრონტაჟი. შემდეგ წელს ის თანამშრომლობდა ჟოან მიროსთან პროექტებში სერგეი დიაგილევისათვის.
1927 წელს იგი დაქორწინდა მერი-ბერტ ორენჩზე.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ერნსტი იყო დაკავებული, როგორც უცხოელი მტერი საფრანგეთში, მაგრამ ამერიკელი ჟურნალისტი ვარიან ფრაის მეშვეობით, მან შეძლო დაეტოვებინა ქვეყანა პეგი გაგენჰეიმთან ერთად. ერნსტი და გაგენჰეიმი შეერთებულ შტატებში 1941 წელს ჩავიდნენ და მომავალ წელს იქორწინეს. სხვა მხატვრები
...
კითხვის გაგრძელება »
|
სახვითი ხელოვნება მოიცავს ფერწერას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. თუმცა ეს განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა ასევე მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში...

"ადამსის ეკლესია", ტაოსი, პუებლო (1942). ანსელ ესტონ ადამსი (Ansel Easton Adams; დ. 20 თებერვალი, 1902 – გ. 22 აპრილი, 1984) — ამერიკელი ფოტოგრაფი, ყველაზე უკეთ ცნობილი მისი ამერიკის დასავლეთის შავ-თეთრი ფოტოსურათებით.
ადამსს ასევე დაწერილი აქვს მრავალი წიგნი ფოტოგრაფიაზე, მათ შორის ტექნიკურ სახელმძღვანელოთა ტრილოგია (The Camera, The Negative and The Print); თანადამფუძნებელი იყო ჯგუფის Group f/64 ედვარდ ვესტონთან, უილიარდ ვან დაიკთა და იმოგენ კანინგემთან ერთად; ასევე შექმნა, ფრედ არჩერთან ერთად, ზონის სისტემა, ტექნიკა, რომელიც ფოტოგრაფებს სინათლის გარდაქმნის საშუალებას აძლევს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ნეგატივებზე და ქაღალდზე სპეციფიური ინტენსივობის დანახვა, რაც მათ დასრულებულ ფოტოსურათზე უფრო მეტ კონტროლს ანიჭებს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 82 83 84 85 86 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « მაისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|