|
|
მთავარი » ენციკლოპედია
ისლამური საქართველო. ექვთიმე თაყაიშვილი
სამუსულმანო საქართველო შეადგენს თითქმის მთელი ბასეინი ჭოროხის მდინარისა, პატარა პროინციის გამოკლებით აჭარისტანისა ქალაქ ბატუმითურთ, ზემო წელი მდინარე მტკვრისა, ყოფილი არდაგანის "ოკრუგი" ყრსის ოლქისა, და ფოცხოვის "უჩასტოკი" მტკვირს შემდინარის ფოცხოვის წყლის ბასეინში, რომელიც წინეთ არდაგანისავე "ოკრუგ"-ში შედიოდა. უკანასკნელ მსოფლიო ომამდის ოსმალეთის ხელთ იყო მხოლოდ ზემო და შუა წელი ჭოროხის მდინარისა თორთუმის ხეობითურთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი ბასეინისა, სახელდობრ, ჭოროხის მარჯვენა შემდინარის ოლთისის წყლის ბასეინი და ქვემო წელი ჭოროხისა ეკუთვნოდა რუსეთს, უკანასკნელი ადმინისტრატიულად წარმოადგენდა ბათუმის ოლქს, ხოლო პირველი, ოლთისის წყლის ბასეინ, ოლთისის "ოკრუგს" ყარსის ოლქისა. ძველად მთელი ჭოროხის ბასეინი შეადგენდა სამ დიდ პროვინციას - კლარჯეთს, ტაოს და ისპირს.
საზღვრები ამ პროვინციებისა ზოგჯერ იცვლებოდა. მაგრამ საზოგადოდ კლარჯეთი შეადგენდა, ფართო მნიშვნელობით, ამ სახელისა, ქვემო წელს ჭოროხის ბასეინისა და დაახლოებით უდრიდა ყოფილ ბათუმის ოლქს სოფელ მელომმდის. კლარჯეთში შედიოდა თვით კლარჯეთი, ვიწრო მნიშვნელობით ამ სახელისა, შავშეთი, იმერხევი, ნიგალისხევი და, უნდა ვიფიქროთ, აჭარაც. ნიგილისხევი განცალკევებული ხევი კი არ იყო, არამედ ეს სახელი ეწოდებოდა თვით ჭოროხის ბასეინის ნაწილს, თვით ჭოროხის ხეობას, რომელიც დაახლოებით უდრიდა ართვინის "ოკრუგის" ტერიტორიას და შეიცავდა ორივე ნაპირს ჭოროხის მდინარისა: ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში. პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში, ძვ. წ. 65 წელს, იმ ომების ეპიზოდი, რომელოიც წამოიწყო ძვ. რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა.
აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და პონტოს სამეფო იბრძოდა. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი).
ძვ. წ. 74-ძვ. წ. 66 პონტოს წინააღმდეგ ომს მეთაურობდა რომაელი სარდალი ლუკულუსი. ძვ. წ. 66 წელს მის მაგივრად სენატმა მთავარსარდლად დანიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი. იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა. ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა.
მტერი არმაზციხეს მიადგა. არტაგ II-მ არმაზციხე დატოვა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა, რომ რომაელთა გადასვლისათვის ხელი შეეშალა. არმაზციხის გარნიზონი იძ
...
კითხვის გაგრძელება »
|

გერბი. ეგრისის სამეფო, ლაზიკის სამეფო, ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად (დაახლოებით ახ. წ. I საუკუნე). ანტიკურ წყაროებში ეგრისის სამეფოს ლაზიკა ეწოდებოდა. 
ეგრისის სამეფო (ლაზიკა). დედაქალაქი ნოქალაქევი რელიგია მართლმადიდებლობა მართველობის ფორმა მონარქია.
ისტორია. თავდაპირველად მცირე სამეფო იყო, ეკავა მდ. რიონის ორივე ნაპირი (დაახლოებით ქობულეთიდან მდ. ერისწყლამდე), რომის იმპერია მასზე ფორმალურ სიუზერენობას ინარჩუნებდა. II საუკუნის 30-იან წლებში ეგრისის მეფე მალასა რომის იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, ხოლო მის ზღვისპირა ციხე-ქალაქ ფასისში (ფასიდა) რომაული გარნიზონი იდგა.
III საუკუნის 50-იან წლებში ეგრისის სამეფოს შემოესივნენ გუთები, 90-იან წლებში კი სარმატები. IV საუკუნეში ეგრისის სამეფო გაძლიერდა და გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. სამხრეთით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდ. ჭოროხის ქვემო დინების რაიონს, ხოლო ჩრდილოეთით მას დამორჩილდა აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები, აგრეთვე სვანები (მისიმიელები) და ლეჩხუმის (სკვიმნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-737 წლებში, არაბების ლაშქრობის სარდალ მარვან II იბნ მუჰამადის (ქართული წყაროებით მურვან ყრუ) მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით. ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო არაბების მიერ საქართველოს დაპყრობა-დამორჩილების პროცესი თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ამ პროცესის დასასრულად და ქართლში არაბთა ბატონობის დამკვიდრების თარიღად მიიჩნევენ მურვან ყრუს შემოსევას.
მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. მურვანმა ჯერ ქართლი ააოხრა, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა.
ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და შემდეგ ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა.
შემდეგ მურვანის ლაშქარმა ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა" (მაშინდელი საზღვარი ბიზანტ
...
კითხვის გაგრძელება »
|

დიოსკურია (ბერძნ. Dioskuriás), ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე (ახლანდელი ქ. სოხუმის ადგილზე). დააარსეს ბერძნებმა მოახალშენეებმა, მილეტელებმა, ძვ. წ. VI საუკუნეში. დიოსკურია მეზობელ ხალხებთან ვაჭრობდა მარილით, პირუტყვით, ცვილით, პურით, მონებით. ახ. წ. I საუკუნეში რომის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. ამ დროს აშენდა ციხესიმაგრე, რომელშიც რომაელთა მუდმივი გარნიზონი იდგა, ქალაქს კი სებასტოპოლისი ეწოდა. დიოსკურიის აყვავების ხანა იყო ახ. წ. II-III საუკუნეები. IV საუკუნეში იწყება მისი დაქვეითება. ციხესიმაგრე არსებობდა VI საუკუნამდე. ზღვის ნაპირის დაწევისა და ზღვის შემოჭრის შედეგად დიოსკურიის ნანგრევები ამჟამად სოხუმის ყურის ფსკერზეა.
|
« 1 2 ... 83 84 85 86 87 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « მაისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|