|
|
მთავარი » სტატიები

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური
ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური
უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი
როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი
ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1154 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" – აი, ესაა „იესოს ლოცვის" სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე" ან „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე".
მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას" გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით" (I თეს. 5, 17).
როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა" განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ასეთ დროს ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან სულაც, გონებაში შეიძლება წამოვთქვათ. მალე მივხვდებით, რომ ეს არც ისე იოლი საკეთებელი ყოფილა. ეს საქმე მტკიცე გულმოდგინებას მოითხოვს. კარგი იქნება, დღის გარკვეული დრო საკუთრივ „იესოს ლოცვას" თუ დაეთმობა. იგი შეიძლება ჩავრთოთ დილა-საღამოს ლოცვებშიც. მაგალითად, ლოცვების წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ ვიტყვით რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ ლოცვას. ზოგჯერ შეიძლება დილის ან საღამოს ლოცვების ნაცვლად ვილოცოთ „იესოს ლოცვით", ესე იგი ის დრო, რომელიც ამ ლოცვებისთვისაა საჭირო (მაგალითად, 10-15 წუთი), მთლიანად „იესოს ლოცვას" ეთმობა.
თუ ჩავრთავთ „იესოს ლოცვას" ჩვენი ლოცვის წესში, შ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1230 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ფსალმუნთა გალობით უხსოვარი დროიდან ადიდებდნენ ჭეშმარიტ უფალს. მათ ხოტბას ასხამენ ეკლესიის დიდი მნათობები - წმინდა ათანასე დიდი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ეფრემ ასური... „ არა რომელიმე ერთი სხვათა წიგნთაგანი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი", - ბრძანებს ბასილი კესარიელი. ისტორია
ფსალმუნთა წიგნი ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში შეიქმნა. ეს დიდი ღვაწლი წილად ერგო დავით წინასწარმეტყველს - ისრაელის მეორე მეფეს. მრავალრიცხოვანი ოჯახის ნაბოლარა ვაჟი მამამ მწყემსად დაადგინა. მწყემსობის დროს ჭაბუკი სულიწმიდის შთაგონებით საგალობლებს ქმნიდა და საკრავზე აჟღერებდა. სწორედ ამ საკრავის სახელიდან წამოდგება ფსალმუნთა სახელწოდება.
უფლის მადლით ცხებული დავითი ისრაელის მეფედ იქნა გამორჩეული. ის 40 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას და ისრაელის მრავალ მტერს სძლია. წმინდა მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ფსალმუნთა წერა. ქმნიდა მათ ღვთის შთაგონებით, განსაცდელისა თუ შვების, დაცემისა თუ აღზევების ჟამს, დაუძლურებული და ღვთისგან შემწეობის მთხოვნელი თუ ხილულ და უხილავ მტრებზე ღვთის მადლით გამარჯვებული. წმინდა მამები ფსალმუნზე
„ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1156 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ებრაელთა დიდებული მეფისა და წმინდა წინასწარმეტყველის, მგალობელისა და ღვთის მადიდებლის დავითის კალამს ეკუთვნის უკვდავი ნაწარმოები „ფსალმუნნი", რომლის სახელწოდებაც წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „ფსალმოს" – ვგალობ, - საგალობელი. ასე რომ ეს სახელწოდება ბერძნული წარმოშობისაა.
ფსალმუნი (სადიდებელი, საგალობელი) ეწოდება მუსიკალურ სიმებიან ინსტრუმენტს. ეს საკრავი დავითის განუშორებელ საკრავს წარმოადგენდა. დავითი ღვთის შთაგონებით თხზავდა უფლის სადიდებელს და ქნარზე გალობდა. მისი ხმა იმდენად შთამბეჭდავი და დამატკბობელი იყო, რომ როცა საულ მეფეს ბოროტი სული შემოაწვებოდა, მოუსმენდა დავითის გალობას და უკეთ ხდებოდა, – გაეცლებოდა ბოროტი სული მეფეს (1 მეფ. 16, 23).
დავითი, უმცროსი ვაჟი იესე ბეთლემელისა, მამის ფარას მწყემსავდა. იგი არ გამოირჩეოდა ფიზიკური ახოვანებითა და გარეგნული მოხდენილობით, მაგრამ მის გამბედაობაზე და მედგარ ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ მას არაერთხელ, მარტოდ-მარტოს მოუკლავს ისეთი დიდი ნადირები, როგორიცაა დათვი და ლომი.
დავითი არ შეუშინდა ფილისტიმელი მეომრის ფიზიკურ ძალასა და გოლიათურ აღნაგობას. კბილებამდე შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ იგი შურდულით გადის ბრძოლის ველზე. ღმერთზე მინდობილი სასტიკად ამარცხებს მოწინააღმდეგეს და ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს.
აქედან იწყება დავითის აღზევება ერის თვალში, მაგრამ ამ წარმატებამ მას საულ მეფე შურის ნიადაგზე მოსისხლე მტრად წაჰკ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1417 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

დღის განმავლობაში ვასრულებთ სხვა მოკლე ლოცვებსაც, კერძოდ, დღეში შვიდგზის ლოცვას, ლოცვებს ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ, და იესოს ლოცვას.
ა) შვიდგზის ლოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით 1989 წლის შობის დღესასწაულიდან მოყოლებული დღეში შვიდჯერ ვასრულებთ მოკლე ლოცვას. ეს ლოცვები სრულდება დილის 6-სა და 9 საათზე, დღის 12-სა და 3-ზე, საღამოს 6-სა და 9-ზე და ღამის 12 საათზე. მათი ტექსტი იყიდება ეკლესიებში.
ამ ლოცვების მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მის შესავალშიც წერია, აქ კი იმას დავუმატებთ, რომ ყველა ქრისტიანმა, ვისაც როგორ შეუძლია, უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ მიზეზით უარი არ უნდა თქვას ამ ლოცვა-კურთხევაზე. შეიძლება ადამიანს უჭირდეს მისი მთლიანად შესრულება, შეიძლება დილით ადრე ადგომა არ შეეძლოს, ან გვიან ვერ დაწვეს, ან კიდევ დღისით დაავიწყდეს, მაგრამ როცა შეძლებს, როცა გაახსენდება, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს. და თუ ასე მოიქცევა, ეს ლოცვა თანდათანობით ჩვევად ექცევა და შემდეგ ღმერთის შეწევნით, იქნებ აღარც დაავიწყდეს და სრულადაც მოახერხოს მისი შესრულება.
ბ) საყოველდღეო ლოცვები
დღის განმავლობაში აღვავლენთ სხვა მოკლე ლოცვებსაც ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ. ყველა ეს ლოცვა, აგრეთვე სხვა მოკლე ლოცვები წერია „ლოცვანში" სათაურით „საყოველდღეო ლოცვები".
დამ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1244 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 84 85 86 87 88 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|