|
|
მთავარი » სტატიები

ვინც არ აღიარებს მშობელს, იგი არ არის შვილობის ღირსი და შესაბამისად ვერასდროს გაიგებს მშობლის ფასს, ვინც არ აღიარებს მასწავლებელს, იგი ვერასდროს გახდება მოწაფე, ამასთანავე სწავლულიც. ადამიანი, რომელიც უარყოფს ავადმყოფობის არსებობას, უარყოფს მკურნალსაც, შესაბამისად სენიც უკურნებელი დარჩება მისთვის.
დღესდღეობით ძალიან ხშირი და გავრცელებულია სიტყვები: „მე მრწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა მოძღვრის, როგორ უნდა მივიდე მასთან, ვინც ცოდვილია, რაში მჭირდება მოძღვარი, ჩემითაც კარგად ვილოცებ!" ან კიდევ: „ვიცი, რომ მაინც ვერ შევძლებ ყველაფრის შესრულებას, ვერ დავიცავ მარხვებს და ჯობია, სულაც არ დავიწყო". მაშინ ჩვენც გავყვეთ მათ მსჯელობას და ვთქვათ: რა საჭიროა ჩვილისთვის მშობლები? ის ღმერთმა გააჩინა და თვითონ გაიზრდება, რა საჭიროა მასწავლებელი, ისედაც ისწავლი! რაში გვჭირდება ექიმი, თავადაც განიკურნები და ა.შ. მაგრამ განა სწორედ ამ ადამიანებით არ მოქმედებს ღმერთი ჩვენში? განა თუ გულით ლოცულობ სახლში, მოძღვრამდე არ მიხვალ? როდის იყო წყურვილი წყლის ყურებით დაკმაყოფილებულიყო? მაშინ რატომ სვამ მას?
ვისაც უყვარს ქრისტე, მას აუცილებლად ეყვარება მოძღვარიც, თუკი შენ მოძღვარს უარყოფ იმისთვის, რომ მას ცოდვები აქვს, მაშინ მეც გკითხავ, რატომ გიყვარს და აღიარებ შენს მშობლებს, ისინიც ხომ ცოდვილები არიან?
მიუხედავად მათი ცოდვილობისა განა არ გიწევენ ისინი ღირსეულ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1163 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს. თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას. ხანგრძლივი მარხვები
წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.
ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ; ბ) საშობაო მარხვა – ქრისტეს შობის წინ; გ) მარიამობის მარხვა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ; დ) პეტრე-პავლობის მარხვა – მოციქულთა თავთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.
ა) დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. იგ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1124 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

პატარა ბავშვებმა არ იციან, რა არის ცოდვა. მხოლოდ მოძღვართან საუბრის შემდეგ ხვდებიან, რომ ცოდვაა გაუგონრობა, დაუკითხავად რამის აღება და ასეთი რამეები. თანაც ცოდვად მხოლოდ „ცუდი საქციელი" კი არ მიიჩნევა, არამედ „ბილწი გულისთქმებიც". ბავშვებს ხშირად ეს „ბილწი გულისთქმები" უფრო აშინებთ, ვიდრე „ცუდი საქციელი". „ვიღაც მაიძულებს ცუდი სიტყვების თქმას, მე კი არ მინდა ასე მოვიქცე", - ამბობენ ისინი. ასეთ დროს მშობლები უნდა ესაუბრონ პატარას, ურჩიონ, რომ აღსარებისას თქვას ეს.
თუ ბავშვი მშობლებს „ბილწ გულისთქმათა" შესახებ შესჩივლებს, ე.ი. ენდობა მათ. ჩვენც, ჩვენი მხრივ, შვილს უნდა განვუმარტოთ, რომ ბილწ ზრახვებს ბოროტი ძალა შთააგონებს და კი არ უნდა შეშინდეს, არამედ უნდა შეებრძოლოს მას.
ბავშვებს ხშირად აწუხებთ ცუდი სიზმრები ან ლოცვისას გონება ეფანტებათ. ისინი ცდილობენ, მშობლებს გააგებინონ ეს. აი ყველაზე ხელსაყრელი წუთი სულიერი ბრძოლის დასაწყებად! მარხვითა და ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. ბავშვიც შეამჩნევს, რომ ლოცვის დროს ბოროტი აზრები თანდათან ქრება.
თუ ცუდი ფიქრები არ ტოვებს პატარას, მან უფრო ხშირად და ხანგრძლივად უნდა ილოცოს. უცოდველია თუ არა ბავშვი?
გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს სწავლება: თუკი ბავშვი უცოდველია, მაშინ რატომ კბენს დედის ძუძუს წოვისას? ადამიანი ცოდვილი იბადება, ის შობიდანვეა მიდრეკილი ბოროტებისკენ. პირველი ცოდვა მას ნათლობისას მიეტევება, თ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1206 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ვინც ეკლესიას არ უსმენს, იგი არ უსმენს ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ მისი წარმოდგენა იცვლება. მაგალითად, XX საუკუნეში წინასწარგანსაზღვრული მკვლელობა (აბორტი) მისაღები და ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში. დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტელეგადაცემებს, სადაც რეკლამას უწევენ მაგებს, ჰიპნოზიორებს, მკურნალებს, რომლებიც ბოროტი ძალების საშუალებით სასწაულებს ახდენენ. მკურნალი ან მლოცველი, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ სინანულისაკენ არ მოგიწოდებს, შეცდომილია.
მწუხარებას ზოგი ღვინით, ზოგი ტელეგადაცემებით, ზოგი ნარკოტიკით იქარვებს, მაგრამ თუ ადამიანი ამქვეყნად არ მიეჩვევა ლოცვას - ღმერთთან ურთიერთობას, თუ სულს არ განიწმენდს აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი, საიქიოში ყოველივე ამ „სიამოვნებებს" ვეღარ გამოიყენებს, რადგან საიქიოში სულს სხეული აღარ გააჩნია და საშინლად დაიტანჯება. წამლის საშუალებით იკურნება სხეული, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი კი განიწმინდება სული.
ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, განურჩევლად ეროვნებისა. შენც ღვთის შვილობა თუ გსურს, ყველა უნდა გიყვარდეს, ბოროტება უნდა გძულდეს, მაგრამ ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი უნდა გებრალებოდეს, მის გამოსწორებას უნდა ცდილობდე და ევედრებოდე ღმერთს. ეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო, მიუხედავად იმისა, - დაგიფასებენ თუ არა, იქნებიან თუ არა მადლიერნი. დაუკვირდი საკუთარ თავს, რა წარმართავს შენს ცხოვრებას - ღვთისა და მოყვასი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1179 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს. უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1157 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 86 87 88 89 90 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|