|
|
მთავარი » სტატიები

ლოცვა შეიძლება ყველგან, სადაც არ უნდა იყო, სახლში, გზაში თუ ღვთის ტაძარში, რადგანაც ღმერთი თავისი არსებით ყველგან არის. ქრისტიანი ვალდებულია ილოცოს სახლში დილას და საღამოს, საჭმლის მიღების წინ და შემდგომად, ყოველი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას. ამ ლოცვებს პირადი ლოცვები ჰქვია. ამ ლოცვებისაგან განსხვავებით არის კიდევ საზოგადო ანუ საეკლესიო ლოცვები. კვირა და სადღესასწაულო დღეებში, ასევე საქმისაგან თავისუფალ დროს ლოცვისათვის დავდივართ ღვთის ტაძარში, სადაც იკრიბებიან მორწმუნე ქრისტიანები და იქ ვლოცულობთ ყველა ერთად. ამიტომ ჰქვია ამ ლოცვას საზოგადო ანუ ეკლესიური ლოცვა.
ეკლესიური ლოცვები დროს ღვთისმსახურებას აღასრულებენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული უფლებამოსილება (კანონიერი ხელდასხმა) გააჩნიათ საამისოდ. ესენი არიან ღვთისმსახურები: ეპისკოპოსები, მღვდლები. ისინი ჩვენ გადაგვსახავენ ჯვარს – ამას ჰქვია კურთხევა (დალოცვა).
როდესაც ღვთისმსახური გვლოცავს, თითთა წყობა მას იმგვარი აქვს, რომ გამოსახავენ ასოებს IC.XC. ე.ი. იესო ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმსახურის სახით თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვაკურთხევს უხილავად. ამიტომ ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევა უნდა მივიღოთ მორიდებით. როდესაც ტაძარში ვისმენთ საერთო დალოცვის სიტყვებს: „მშვიდობა ყოველთა", პასუხად თავი უნდა დავუხაროთ (პირჯვრის გადასახვის გარეშე).
კერძო შემთხვევაში როცა გვსურს დაგვლოცოს ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, ამ დ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1055 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

პირველი - მაცხოვრის სახელის ხსენება
„სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ" (მარ. 16,17).
„იესოს სახელის ხსენებაზე ჯოჯოხეთი თრთის და კანკალებს, ბნელეთის თავადი იმალება. ეს სახელი უძლეველი იარაღია მის დასამარცხებლად", - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. „იესოს სხელით შეებრძოლე მტერს. ამაზე ძლიერ იარაღს ვერც ზეცაში იპოვი და ვერც მიწაზე... იესო ქრისტეს ხსენებაზე ეშმაკები ახლაც ძრწიან. ძალა მისი სახელისა ჩვენთა ცოდვათა გამო არ დამცრობილა", - გვმოძღვრავს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ამბა ილია კი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ერთ ბერთან, რომელიც საკერპეში ცხოვრობდა, ეშმაკები მივიდნენ და საცხოვრისის დატოვება მოსთხოვეს - ეს ჩვენი ადგილიაო. ბერმა იქიდან წასვლა არ მოისურვა. მაშინ ერთ-ერთმა ეშმაკმა ხელი წაავლო და ძალით გაგდება დაუპირა. გასასვლელს რომ მიუახლოვდნენ, ბერი კარს ჩაებღაუჭა და შესძახა: „იესო, შემეწიე!" ეშმაკები მყისვე გაქრნენ. მეორე - ცხოველმყოფელი ჯვარი
„უფალო, საჭურველად მტერთა წყობასა მოგვეც ყოველთა ჯვარი შენი, რომლისგან ჰძრწის და ეშინის, რამეთუ ვერ იტვირთავს ხილვად ძლიერებას მისსა" (აქებდითი, კვირიაკესა, ხმა 8).
უნებლიეთ თვით ეშმაკნიც კი აღიარებენ, რომ ჯვრის გარდასახვა „კრავს მათ, ცეცხლივით წვავს და შორს განდევნის" (იხ. „კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრება" (ხს. 8 ოქტომბერს); ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება" (ხსენება 1
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1214 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვერ პოულობს იმიტომ, რომ იქ არ ეძებს, სადაც შეიძლება ისინი იპოვოს.
ღარიბი ადამიანი დიდებული სასახლის გვერდით ჩავლისას, დახარბებული შეჰყურებს რა მას, ამოოხვრით ეუბნება საკუთარ თავს: „აი, სად არის ბედნიერება! აქ ყველაფერია: საუკეთესო კერძები, ძვირფასი ტანისამოსი, მოსამსახურეები, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არაფერი გაგიჭირდება და ცხოვრებით დატკბები".
ამ სასახლის პატრონი ღარიბი გლეხის დანახვისას ასევე ჩაფიქრებული ამოიოხრებს: „აი, ვინ არის ბედნიერი! მისი ქოხისათვის უცხოა ყოველდღიური ფორიაქი, რომლითაც აღსავსეა სასახლე. მის ვიწრო სახლში, დაბალ ჭერქვეშ მხოლოდ სიმრთელე და გულწრფელი მხიარულება თავსდება, აქ სხვების მაღალფარდოვან და ვითომდა დიდმნიშვნელოვან შეხედულებებს არავინ ითვალისწინებს".
გლეხკაცი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას თავისთვის ფიქრობს: „როგორი ბედნიერია ის! მას ყველა პატივს მიაგებს, ემორჩილება, მისი სიტყვა კანონია, იჭერენ მის გამოხედვას, გამოიცობენ აზრებს, სურვილებს". ხოლო მაღალჩინოსანი გლეხკაცის შემთხვევით დანახვისას ასევე ფიქრობს: „რა კარგად არის! მან არ იცის არც გაწბილება, არც გაცრუებული იმედები, არც მძიმე ბრძოლები ცოლისა და ხელქვეითების თავისმოყვარეობასა და ანგარებისმოყვარეობასთან, არც შურის ვერაგი ზრახვები, რომლისგანაც ვერაფრით თავისუფლდე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1182 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ეცადე, ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ. გაღვიძებისთანავე ღრმა თაყვანისცემით გადაიწერე პირჯვარი და გაიხსენე ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე გაკრული და მომკვდარი უფალი იესო ქრისტე.
სასწრაფოდ ადექი საწოლიდან, ჩაიცვი და ნუ მისცემ თავს უფლებას ინებივრო საწოლში. ჩაცმის დროს გახსოვდეს, რომ იმყოფები ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე. შემდეგ წაიკითხე დილის ლოცვა. ილოცე ყურადღებით, ღრმა თაყვანისცემითა და სიმდაბლით. გამოითხოვე რწმენა, იმედი, სიყვარული და კურთხევა. ასევე ძალა, ღვთის მიერ ამ დღისათვის გამოგზავნილი თუ დაშვებული ყოველგვარი სირთულის, უბედურების, განაწყენების, თავდასხმის, მწუხარების, ავადმყოფობის თუ ყველა სხვა მოვლენის სულგრძელებით მიღებისათვის იესო ქრისტეს სიყვარულისათვის.
ყოველ დილით 15 წუთი მაინც დაუთმე რწმენის ჭეშმარიტებებზე ფიქრს, განსაკუთრებით ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოზე, მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე.
ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გინდა იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ამაოდ დაიკარგა.
ლოცვისა და განსჯის შემდეგ, თუკი დრო გექნება, წაიკითხე რომელიმე სულიერი წიგნი და იკითხე მანამ, სანამ შენი გული არ მოლბება. კითხვის დროს დაუფიქრდი და კარგად ჩასწვდი, თუ რას ეუბნება უფალი შენს გულს.
ამის შემდეგ მიხედე შენს საქმეებს. დაე, ყოველი შენი ქმედება ღვთის სადიდებლად იყოს მიმართული. გახსოვდეს, რომ ღმერთი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1208 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|

ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ხშირად დაბნეულია, არ იცის სად და როგორ მოაწყოს სამლოცველო კუთხე. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც დიდი ხანია დადიან ტაძარში, ხშირად ვერ აცნობიერებენ ყოველივე იმის მისტიურ შინაარსსა და სიმბოლურ დატვირთვას, რასაც წლების მანძილზე მექანიკურად აკეთებენ. მართლაცდა, რას ნიშნავს - ოჯახი არის სახლის ეკლესია?
ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ოჯახის წევრებმა ცხოვრება ეკლესიის სულის მიხედვით უნდა მოაწყონ. ეს სული უნდა წარმართავდეს მათ ყოველდღიურ ურთიერთობებსა და საქმეებს, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, რომ ოჯახის წევრები ქრისტეს მორწმუნენი და მისი ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები არიან. სხვაგვარად, ოჯახში, უწინარეს ყოვლისა, უნდა სუფევდეს ღვთის შიში, ურთიერთმორჩილება და სიყვარული.
მაინც რა პრინციპების მიხედვით უნდა მოეწყოს ქრისტიანული ოჯახი? ცხადია, უწინარეს ყოვლისა, ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებზეც დგას ქრისტიანული ეკლესია. კერძოდ:
ა) ეკლესიაში (როგორც ზეციურში, ასევე ამქვეყნიურში) არსებობს იერარქია, რომელიც მორჩილების პრინციპს ემყარება. ეკლესიის თავი ქრისტეა, ამიტომ მამა, ოჯახის თავი, ღმერთის მცნებების სანიმუშო აღმსრულებელი უნდა იყოს, - ასე ვთქვათ, ყველაფერში „პირდაპირ" ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს. დედა უნდა ემორჩილებოდეს მეუღლეს, შვილები კი დედ-მამას. მაგრამ ა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1195 |
Added by: NaTia |
Date: 14.05.2010
|
« 1 2 ... 85 86 87 88 89 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|