შაბათი, 27.04.2024, 08:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 10

პინკ ფლოიდი (ინგ. Pink Floyd) - ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ცნობილი გახდა ფსიქოდელური მუსიკის შესრულებით, განვითარების მიხედვით კი - პროგრესული როკის ჟანრის მუსიკით. მისი სიმღერები ცნობილია ფილოსოფიური ლირიკით, სხვადასხვა მუსიკალური ექსპერიმენტით, ალბომების ყდების ნოვატორული გაფორმებით და ფერადი შოუებით. როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის სახით, პინკ ფლოიდმა გაყიდა ალბომების 210 მილიონი ასლი, მათ შორის - 74.5 მილიონი ასლი მხოლო აშშ-ში.

ჯგუფმა გავლენა იქონია პროგრესული როკის ისეთ შემსრულებლებზე, როგორიც არის ჯენესისი და იესი.

პინკ ფლოიდი ჩამოყალიბდა ლონდონში, 1965 წელს, კემბრიჯიდან ჩამოსული სიდ ბარეტის მიერ, რომელიც შეუერთდა ჯგუფს The Tea Set. ამ ჯგუფში შედიოდნენ რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტები - ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი და ბობ კლოუზი. ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ლონდონურ ანდერგრაუნდში ნამდვილ სენსაციად იქცა "პინკ ფლოიდის" სახელით, როდესაც 1967 წელს მიიღო ფსიქოდელიური იმიჯი.

მიუხედავად ამისა, ბარეტის ექსცენტრიული ქცევის გამო წევრებმა მას ჯგუფი დაატოვებინეს და მას შეუერთდა დევიდ გილმორი. ბარეტის წასვლის შემდეგ მთავარ იდეოლოგიურ ძალად რჩებოდა როჯერ უოტერსი, სანამ 1985 არ დატოვა ჯგუფი. პინკ ფლოიდი ყოველთვის უზომოდ პოპულარული იყო ინგლისში, მაგრამ მსოფლიო წარმატება მოიპოვა ალბომებით The Dark Side of the Moon (1973), Wish Y ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1294 | Added by: NaTia | Date: 10.05.2010

უშანგი ჩხეიძე ურიელ აკოსტას როლში, ქუთაისი 1929, ნახატი პეტრე ოცხელი.


ურიელ აკოსტა ან ურიელ და კოსტა (Uriel da Costa; დ. დაახ. 1585 – გ. აპრილი, 1640) — პორტუგალიელი ებრაელი ფილოსოფოსი და სკეპტიკოსი.

აკოსტას დაბადების სახელი იყო გაბრიელ და კოსტა. დაიბადა პორტოში. მისი ოჯახი იუდაიზმიდან კათოლიკობაზე მოექცა ებრაელთა დევნის თავიდან ასაცილებლად. მამამისი ღრმად მორწმუნე კათოლიკე გახდა და მღვდლად მსახურობდა.

თავად ურიელ აკოსტაც თავდაპირველად სამღვდელოებას მისდევდა. თუმცა მან იცოდა საკუთარი ებრაული წარმომავლობის შესახებ და სტუდენტობის პერიოდში იუდაიზმზე დაბრუნებას ფიქრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან ფრთხილად დაიწყო მისი მიზნის ოჯახისთვის განდობა.

შედეგად, 1617 წელს მთელმა ოჯახმა იუდაიზმზე მოქცევა გადაწყვიტა და პორტუგალიიდან ამსტერდამში გადაიხვეწა, რომელიც იმხანად სეფარდული დიასპორის ცენტრი ხდებოდა.

თუმცა ნიდერლანდში ჩამოსვლისთანავე აკოსტას გული აუცრუვდა იქ გავრცელებული იუდაიზმის პრაქტიკაზე. მისი აზრით რაბინთა მმართველობა ზედმიწევნით იყო ჩაფულული რიტუალიზმში და კანონების მიმდევრობაში.

1624 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ფარისეველთა ტრადიციების კვლევა", მან სულის უკვდავობის ფუნდამენტური იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დაა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1305 | Added by: NaTia | Date: 10.05.2010


სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists.

ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1289 | Added by: NaTia | Date: 10.05.2010

ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები