|
|
მთავარი » სტატიები

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე. ორგანიზაციის შექმნის ისტორია .
გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს "გაერთიანებული ერების დეკლარაციას”, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება.
გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ "ერთა ლიგის” არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა. <
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1179 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

ზურა ყიფშიძე. მსახიობი ზურა ყიფშიძე იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც დაბადებიდან თეატრში გაიზარდა, ვის თვალწინაც განვითარდა მრავალი საინტერესო თეატრალური პროცესი.
- არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორც დღეს. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, – დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთ. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. როდემდე უნდა გვქონდეს მიმავალი მოწაფის განცდა?! კულტურის დრო ჯერ არ არის – ხშირად მოისმენთ. როგორც არ უნდა განვითარდეს სარეპერტუარო თეატრი, თუ სახელმწიფომ არ მისცა შესაბამისი დაფინანსება, ის დიდხანს ვერ იარსებებს.
მსახიობი განსაკუთრებით მწვავედ აყენებს სარეჟისორო და სამსახიობო სკოლების არსებობის საკითხს, რაც საფუძველთა საფუძველია თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის.
- ჩვენს ქვეყანაში პრობლემები, როგორც ყველა სფეროში, თეატრშიც არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მწვავედ დგას სამსახიობო სკოლის არსებობისა და განვითარების საკითხი. სამწუხაროდ, აღარ იზრდებიან ოსტატები, რაც საგრძნობი გახდა დღევანდელ თეატრში. მიხეილ თუმანიშვილი გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფე და მისი გზის გამგრძელებელი გახლდათ. მან აღზარდა ძალიან ბევრი საინტერესო მსახიობი. დღეს უკვე აღარ ჩანს მისი გზის გამგრძელებელი. პედაგოგად ქცევას განსაკუთრებული ნიჭი და უნარი სჭირდება. ის უნდა იყოს შინაგანად ძალიან მოწესრიგებული, მრავალმხრივ გან
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1525 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

დომინიკ ირტენკაუფი – Dominik Irtenkauf. საქართველო – ამირანის ქვეყანა
საუბარი დომინიკ ირტენკაუფთან
– თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.
– დავიბადე 1979 წელს შვაბიაში, აღმოსავლეთ გერმანიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გადავედი ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ მიუნსტერში.
იქაურ უნივერსიტეტში დავიწყე გერმანისტიკის, კომპარატისტიკის (ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის) და ფილოსოფიის შესწავლა. მაგისტრის წოდება მივიღე 2006 წელს. უნივერსიტეტში სწავლის წლები დავუთმე ლიტერატურულ და ჟურნალისტურ საქმიანობას. მაინტერესებდა, პირველ რიგში, ხელოვნების თეორია, პოეტოლოგია და ერეüიკული რელიგიური მიმდინარეობანი. სკოლიდან მოყოლებული მიზიდავდა ისეთი მითოსური თუ ისტორიული ფიგურები, რომელთაც მსოფლიო ლიტერატურაში, ასე ვთქვათ, ცუდი სახელი აქვთ და ამა თუ იმ მიზეზის გამო სიმპათიას არ იწვევენ. ლიტერატურის სფეროში ეს გამოიხატა კლასიკურ მოტივების დამუშავებით, სწავლის დასრულების შემდეგ კი ამას უკვე მეცნიერული შესწავლაც დაემატა. მაგალითად, კანონიზებული ლიტერატურისა და მსოფლიოს მრავალი დიდი მწერლის კვალად მეც მაღელვებს, თუ რატომ ითვლება ეშმაკი ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბოროტ საწყისად. იმთავითვე „ცუდი კაცი" იყო და მოგვიანებით აქციეს განტევების ვაცად? ამ საქმიანობის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1136 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

სურათი დახატა ბილ სტონჰანმა (Bill Stoneham). სკანდალი ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ დაიწყო. ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები სურათის ნახვის შემდეგ ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას იწყებდნენ ტირილს და ა.შ ყველაფერი 1972 წელს დაიწყო, როცა ბილ სტონჰანმა ძველი ფოტოსურათიდან დახატა სურათი. ფოტო, სადაც იგი 5 წლის ასაკში იყო გადაღებული, შემთხვევით იპოვა ჩიკაგოში, სახლში სადაც მან ბავშვობა გაატარა.

მან სურათი პირველად ჟურნალ ლოს ანჟელეს ტაიმის მფლობელს და ხელოვნებათმცოდნეს ანახა, რომელიც სურათის ნახვის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. შესაძლოა ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა, ან შემთხვევითობა იყო. შემდეგ სურათი შეიძინა მსახიობმა ჯონ მარლიმ (გარდაიცვალა 1984 წელს). სურათი შემთხვევით იპოვეს ნაგავსაყრელში. მპოვნელმა სურათი სახლში წაიღო და პირველსავე ღამეს 4 წლის პატარა გოგონა საშინელი ტირილით გამოვარდა საძინებელი ოთახიდან და ამტკიცებდა რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. იგივე განმეორდა მეორე ღამითაც, ოღონდ ეხლა ბავშვი ამბობდა რომ გოგო და ბიჭი კარების უკან იყვნენ დამალულები. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა ვიდეოკამერა დააყენა, რომელიც მხოლოდ მოძრაობაზე რეაგირებდა, ვიდეოკამერა რამოდენიმეჯერ ამუშავდა.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1281 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

აკაკი და ილია
(ნაწყვეტი)
აკაკისა და ილიას დაპირისპირება მეტად ძნელია. მათი მხატვრული ბუნება სულ სხვა და სხვაა.
აკაკი მსუბუქია, ილია – მძიმე. აკაკი დაჰქროლავს; ილია მძიმედ მიიმართვის. აკაკი სჩქეფს; ილია დუღს, აკაკი ჰქმნის და არ ცდილობს; ილია ცდილობს და ჰქმნის. აკაკიმ არ იცის და სთხზავს, ილია სთხზავს და იცის. აკაკი შეჰქმნის და მიზანს მერე იხილავს; ილია ჯერ მიზანს ხედავს და მერე შეჰქმნის. აკაკი უფრო ბუნებრივია; ილია უფრო "ხელოვნურია”. იქ, სადაც აკაკი სულს შეუბერავს და წააქცევს, ილიას ძლიერი მოქნევა სჭირდება.
აქედან გამოდის მათი პოეტური შემოქმედების განსხვავებაც, აკაკის ლექსში სიმბოლო და აზრი თითქმის ერთი და იგივეა: აქ შინაარსის გამოყოფა ფორმისაგან შეუძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე განუყრელ არიან, ხოლო სხვავდებიან კი. ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ვერ ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: აქ მხოლოდ ლამაზი ფორმაა, შინაარსი კი ცოტააო.
ილიას ლექსი სხვაა, სიმბოლო და აზრი აქ ერთი და იგივე არ არიან: ფორმისა და შინაარსის გაყოფა აქ შესაძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე არა თუ სხვავდებიან მარტო, კიდეც განიყოფებიან, ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: თუმც ფორმა არ არის აქ სავსებით ლამაზი, მაგიერ აქ ღრმა აზრიაო.
ნამდვილად კი მათი ლექსი ამგვარია:
იმ დროს, როცა აკაკიმ აზრი ფორმაში გაად
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1268 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|
« 1 2 ... 97 98 99 100 101 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|