|
|
მთავარი » სტატიები

დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დინამიკა. კიოტოს ოქმი ან კიოტოს პროტოკოლი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის(UNFCCC) ფარგლებში დადებულ დამატებით საერთაშორისო შეთანხმებას.
კონვენციისგან განსხვავებით კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ) ზღვრებს (ლიმიტებს, ქვოტებს) ადგენს. ქვეყნებს ეძლევათ უფლება გაფრქვევათა შემცირების ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულონ, ანუ, ფაქტობრივად ქვოტებით ივაჭრონ.
მიზანი.
ოქმის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დასტაბილება ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიში არ იქნება.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის ვარაუდით საშუალო გლობარული ტემპერატურის ზრდა 1990-2100 წლებში 1.4 °C (2.5 °F) - 5.8 °C (10.4 °F) იქნება. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ კიოტოს ოქმის სრულიად შესრულების შემთხვევაშიც კი არ არის გარანტია, რომ ტემპერატურის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება. ამის გამო მრავალი კრიტიკოსი და მწვანეთა მოძრაობის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს ოქმის მნიშვნელობას, თუკი მას გამონაბოლქვების უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი შემცირება არ მოჰყვა თან.
ოქმი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1393 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებასა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელოგიის მიუხედავად.
იუნესკოს ეკუთვნის 191 ერი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზშია; მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომლებიც სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ასევე ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ. შესაძლებელია ასევ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1141 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხვალინდელი სხდომა აფხაზეთში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატისა და მთლიანად, სამშვიდობო ოპერაციის შემდგომი გაგრძელების საკითხს განიხილავს. ბუნებრივია, ყველაფერი ძველებურად დარჩება, ვინაიდან უშიშროების საბჭო დღეს მეტად კმაყოფილია იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში (განსხვავებით კოსოვოსაგან) შეძლო შეენარჩუნებინა «მუნდირის ღირსება» - ფართომაშსტაბიანი საომარი მოქმედება შეწყვეტილია, მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ, - მეტი რა უნდა გაეროს მმართველ ბიუროკრატიას? მას ისევე აღელვებს მთელი საქართველოსა და აფხაზეთის ბედი, როგორც ჩვენ - სამხედრო კონფლიქტი ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის.
ან კი რატომ უნდა იყოს სხვაგვარად? ვინ და რატომ არის ვალდებული, ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს პრობლემა? ვინ და რატომ არის ვალდებული ჩვენს ნაცვლად ეომოს აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც ნამდვილად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ თავიანთი დამოუკიდებლობისა და ეთნიკური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად? აშკარად დავემსგავსეთ ლუარსაბ თათქარიძეს, რომელიც მხოლოდ ბუზებს ითვლიდა ჭერზე და პოლიტიკურ ჰიპოთეზებს მეუღლე დარეჯანს უზიარებდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ სურს აღიაროს ქართველთა გენოციდი აფხაზეთში და ეთნიკური წმენდის ფაქტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ორგანიზაციის წესდების
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1146 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme, UNDP) - დაარსებულია 1965 წელს გაეროსგენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.
გაეროს განვითარების პროგრამის რეზიდენტები მუშაობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში და ფაქტიურად წარმოადგენენ გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ნიუ-იორკი. ამჟამად მისი ადმინისტრატორია მარკ მალოქ-ბრაუნი. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე უწყებას გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის (GEF).
გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.
Category: სტატიები |
Views: 1045 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა მიიღეს 1947 წლის 20 ოქტომბერს. ის წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური ემბლემის თეთრი ფერის გამოსახულებას ცისფერ ფონზე. დროშას საფუძვლად დაედო გაეროს სან-ფრანცისკოს კონფერენციისათვის შექმნილი ლოგო.
1945 წლის სან-ფრანცისკოს კონფერენციის ორგანიზატორებს უნდოდათ ლოგო, რომელიც გამოისახებოდა სამკერდე ნიშანზე, დელეგატების იდენტიფიცირებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიხვდა, რომ დროებითი ლოგო შეიძლებოდა გაეროს მუდმივ ემბლემად ქცეულიყო. მან ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ემბლემა - ფოთლებით გარშემორტყმული მსოფლიოს რუკა - დონალდ მაკლაფლინის ესკიზების მიხედვით.
ფონის ცისფერი ფერი შეირჩა, როგორც "წითლის, ომის ფერის, საწინააღმდეგო". ზეთისხილის რტოები მშვიდობის სიმბოლოა, მსოფლიოს რუკა კი გამოხატავს ყველა ერს.
Category: სტატიები |
Views: 1191 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|
« 1 2 ... 96 97 98 99 100 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|