პარასკევი, 19.06.2026, 00:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები?

ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. 

მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც.

ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს.

უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხვას: კი მაგრამ, სად შეიძლება ვიპოვო სულიერი ხელმძღვანელი, განა შესაძ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1109 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ადამიანი, რომელიც ათეიზმის სრულ უსაფუძვლობასა და რელიგიური მსოფლმხედველობის აშკარა უპირატესობას მიხვდება, კვლავ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რელიგიათა სამყარო ძალზე მრავალფეროვანია.

ყოველი რელიგიური პრაქტიკა სხვათა გამომრიცხავია. სხვაგვარად - ყველა რელიგია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი რელიგიები) საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტების ერთ-ერთ მფლობელს.

ადამიანი აღმსარებლობას ირჩევს სინდისის, გულის კარნახის მიხედვით, მაგრამ არ გამოირიცხება გონებაც. ერთადერთი ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება კი უცილობლად ერთადერთია) ყველაზე უფრო ლოგიკური და გონივრულიც უნდა იყოს.

საუბრობენ ყველა რელიგიის გაერთიანებაზეც, რაც თითქოს საშუალებას მოგვცემს, ყველა მათგანში გაბნეული საუკეთესო მარცვლები შევკრიბოთ და გვარწმუნებენ, თითქოს ამგვარად მიღებული რელიგია ყველაზე უკეთესი და ამაღლებული იქნება.



პრობლემის გადასაწყვეტად საინტერესო ლოგიკას გვთავაზობს პროფესორი ანდრია კურაევი:

პირველ ყოვლისა, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა: მონოთეიზმს თუ მრავალღმერთიანობას.

როგორც ფილოსოფიური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით და, ცხადია, ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებითაც, მონოთეიზმის უპირატესობა მრავალღმერთიანობასთან შედარებით აშკარაა.

მაგრამ მონოთეისტური რელიგიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. მონოთეისტური რელიგიები ორ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1439 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

რა არის სიცოცხლე - ადამიანის სიცოცხლე, კაცობრიობის სიცოცხლე? შესაძლებელი რომ იყოს ამ ყოველდღიურობის ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ აჩქარებული ტემპით მისი ნახვა, მოსაწყენი, ერთფეროვანი სურათის მოწმენი გავხდებოდით. როგორია ადამიანის ჩვეულებრივი დღე? - გაიღვიძა, ისაუზმა, წაიმუშავა - დღეც მიილია და ძილის დროც დადგა. ხვალაც იგივე განმეორდება, მომდვენო დღესაც და ყოველდღე.

ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი სიცოცხლე? - დაიბადა, მოინათლა, ისწავლა, იმუშავა, დაოჯახდა, შემდეგ შვილები იყოლია. შვილებს თავიანთი შვილები გაუჩნდათ, შემდეგ კიდევ ახალი თაობა. ასეა ყველა, მთელი კაცობრიობა, უწყვეტად, თაობიდან თაობაში ერთი და იგივე მეორდება.

რასაკვირველია, ამ ძირითად სქემას თან ახლავს სრულიად განსხვავებული მოვლენები, მაგრამ მათგან არც ერთს არ შეუძლია თვითონ სიცოცხლის მდინარების შეჩერება.

სიხარულითა და მწუხარებით, სიყვარულითა და სასოწარკვეთით, კეთილშობილებითა და მდაბიობით, დიდებითა და სიგლახაკით აღსავსე მილიარდობით სიცოცხლე მარადისობამ შთანთქა.

სიცოცხლის არსის შესახებ კითხვა თითოეული ადამიანისთვის იყო და რჩება უმთავრეს საკითხად. ყველას არ ძალუძს კონკრეტული და საბოლოო პასუხის მოძებნა და სულ მცირედთ თუ შეუძლიათ პასუხი გასცენ დაეჭვებულთ. და მაინც, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს აქვს შეუვალი მოთხოვნილება, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1390 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

სიტყვა და ცნება - "სიკვდილი" პირველად სამოთხეში თავად ღმერთის ბაგეთაგან გაისმა, რომელმაც ჩვენს წინაპრებს უთხრა, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო (დაბ. 2. 17).
ჩვენთვის უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ადამი და ევა სამოთხეში. მტრის ბოროტებამ არ დააყოვნა. ყველა ღვთისმეტყველი თანახმაა, რომ პირველი ადამიანი, უმაღლესი ანგელოზებისა და თავად უფლის მსგავსი, ღვთიური ზეშთაგონებისა და ცოდნისათვის ყველა სფეროში კურთხეული, უცოდველი და უმაღლესი ზნეობის არსებაა.

დღევანდელი ზნეობრივი დაცემა, ზნეობრივი პესიმისტური პროგრესი ან რეგრესი წინაპართა ცოდვის შედეგია. 

ჩვენი წინაპრების უდიდესი სრულყოფილების მაჩვენებელია უკვე ის, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ არანაირი მცნებები, არანაირი ზნეობრივი კანონები, არამედ - მხოლოდ უიოლესი მცნება.

ალბათ ადამიანის სულში უკვე იყო სულის ყველა მთავარი კანონი; სხვაგვარად შეუძლებელია; თუ ადამიანი დასმულია ყოველივე ხილულის მეფედ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენდა ღვთიური ქმნილების გვირგვინს. 

სულს არ უმძიმდა სხეული და სულიწმიდის რჩეული ჭურჭლის, პავლე მოციქულის, მსგავსად ჩვენი წინაპარი არ ევედრებოდა ღმერთს: "ვინ დამიხსნის სიკვდილის სხეულისაგან?" მაგრამ ეს ზნეობრივი დაცემა, რომელზეც პავლე მოციქული წუხს, ადამის დაცემისგან განვითარდა. ადამის დაცემასთან ერთად მოვიდა მიწაზე სიკვდილი, როგორც სულის, ისე - სხეულის. `ერთისა მის კაცისათვის ცოდვა შემოვიდა სოფლად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1278 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საუბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: „რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათე 12,32).

გარდა ამისა, შესაძლოა, საუკუნო სატანჯველს მივეცეთ, თუკი უვიცობით ან მოგონილი მოწიწებით რაიმე შეუსაბამოს ვიტყვით. ამიტომ, შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმის წარმოჩენით, რაც თვით სულიწმიდამ განგვიცხადა წმიდა წერილში.

* * *

ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული.

იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. არ არის ან ერთი ქმედება, ან ერთი ამოსუნთქვა, ან ერთი ქადაგება მამისა ან ძისა, რომელიც განიფანტება ჰაერში, არამედ ერთი სახე, ერთი პირი, ცალკე არსება. ის თვითონ მეტყველებს, მოქმედებს და წმიდაჰყოფს.

ის ნათელმოსავს მართალთა სულებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს.

სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამ ქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1144 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

« 1 2 ... 103 104 105 106 107 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები