შაბათი, 20.06.2026, 21:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ზოგიერთი ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობთ და ვუმეგობრდებით. მეგობრობა არ არღვევს მცნებას - გიყვარდეს ყველა განურჩევლად. თავად მაცხოვარს, იესო ქრისტეს, განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა იოანე, პეტრე, იაკობი და ლაზარე, წმიდა პეტრეს _ წმიდა მარკოზი, პავლე მოციქულს - წმიდა ტიმოთე და თეკლა, გრიგოლ ნაზიანზელს – წმიდა ბასილი დიდი.

მეგობრის შერჩევისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, უნდა შეგვეძლოს ჭეშმარიტი და ცრუ მოყვასის გარჩევა. მეგობრობა ურთიერთგამხნევებისა და სარწმუნოებაში განმტკიცების საწინდარი უნდა იყოს, უნდა განგვიმტკიცოს კეთილსინდისიერება, უფლისა და ახლობლებისადმი სიყვარული. ქრისტიანმა მეგობრებმა უნდა მიბაძონ მოგზაურებს, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, რადგან ასეთ დროს ნამდვილი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია და მთელი ქვეყნიერების სიმდიდრედ გვიღირს.

წმიდა თეოდოსის მონასტერში ორი ბერი ცხოვრობდა, რომელთაც ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ პირობა დადეს - ერთმანეთს არასოდეს დაშორებოდნენ. ისინი, თავიანთი სათნო ცხოვრებით, სამაგალითონი იყვნენ მონასტრის სხვა ძმებისათვის. მაგრამ ერთერთ მათგანს ისეთი ძალით შეუჩნდა ეშმაკი, რომ გადაწყვიტა – საერო ცხოვრებას დაბრუნებოდა, მეგობარი დაცემულ ძმას ურჩევდა - არ გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

ერთგულმა მეგობარმა არ დაივიწყა დადებული პირობა და ბოროტისაგან ცდუნებულ ძმასთან ერთად საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. დაცემული ძმა ყოველგვარ საძრახ საქმეს სჩადიოდა. მეგობარი კი მუდამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1599 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა განსაცდელები, რათა სათნოებებში სრულყოფილებას მივაღწიოთ.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემაც დაითმინა უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდა, რათა ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ და გავიმარჯვოთ განსაცდელებზე. მაცხოვარი ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად; ასევე, ღვთისმოსავი სულიც ჯერ განსაცდელთა ჯოჯოხეთში ჩაიძირება, შემდეგ კი ამაღლდება ზეციურ დიდებაში.

სული ზეციურ სასუფეველს ვერ მიაღწევს, სანამ წუთისოფელზე, ხორცსა და ეშმაკზე არ გაიმარჯვებს.

სანამ ვნება (ცოდვა) ადამიანში ცოცხლობს, იგი არ შეიძლება, თავისუფალი იყოს განსაცდელთაგან. მისი გული ბოროტი სითხის მდუღარე ქვაბს ჰგავს. მასში ხან შური იხარშება, ხან ეჭვიანობა, ზოგჯერ კი ზიზღი ანდა ამპარტავნება იპყრობს და ტანჯავს ადამიანს. ადვილად თანამყოფებენ ეშმაკები ასეთ მორჩილ ცოდვილთან! საქმეც ბევრი როდი აქვთ...

სამაგიეროდ, მშვიდებთან და აუღელვებლებთან ყოფნა უჭირთ: ამოცნობილია ყველა მათი მზაკვრობა, არ ეგებიან მათ ანკესსა და საცდურს, მეტიც, სხვებსაც ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ბოროტ ძალებს. ო, როგორ იძიებენ შურს მათზე ეშმაკები!.. მთელ თავიანთ სიძულვილს მართლებზე ანთხევენ.

მათ თვითონ ეშინიათ მართლებთან მიახლოებისა, ამიტომ ყოველგვარი მზაკვრობით, ეშმაკობითა და მოტყუებით ცდილობენ, გაუმართონ ბრძოლა თვით ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების საშუალებითაც კი. თუ ადამიანი არაფხიზელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ამპარტავნება ყველაზე სასტიკი და ულმობელია ჩვენს უხილავ მტრებს შორის. ყველა უბედურებასთან ერთად, იგი ღვთის გმობასაც ბადებს და სულს გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებასა აგდებს.

ხშირად რცხვენიათ, მგმობელი აზრები უთხრან სულიერ მოძღვარს, ფარავენ მათ და გულში ატარებენ მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს ბევრს აგდებს სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში. მაგრამ სწორედ ესაა ქრისტიანის შეცდომა.

გულგატეხილობა და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება სულმოკლეობის ნიშანია, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ბრძოლებში. ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ იცის ან ავიწყდება, რამდენად გულმოწყალე და მოსიყვარულეა უფალი. ღმერთმა დაიფაროს სული გულგატეხილობისაგან! აქედან სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯია. დაგვიფარე, უფალო!

ნურასოდეს დაივიწყებ, რომ როდესაც ბოროტი ძალა სულის ცდუნებას ცდილობს, მაშინ მის წინაშე ღვთის გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას წარმოაჩენს, ხოლო როდესაც კაცი შესცოდავს, მაშინ მას უკვე უფლის სიმკაცრითა და მართლმსაჯულებით აშინებს, რათა სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ დარდში ამყოფოს.

შენ კი იცოდე მისი ეშმაკობა და პირიქით მოიქეცი! როდესაც ცოდვის შესაძლებლობა მოგეცემა, მეყსეულად გაიხსენე ღვთის მართლმსაჯულებისა და სასჯელის სიმკაცრე, ხოლო როდესაც უკვე შესცოდავ, სასწრაფოდ შეინანე და გახსოვდეს ღვთის გილმოწყალების შესახებ, მაგრამ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.

მამაცი და სულით ძლიერნი სასოწარკვეთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1657 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

შეკითხვაზე: "როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში?" - ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი ასე წერს: " ამის მისახვედრად და შესაცნობად დაუკვირდი, როგორ გრძნობ თავს, როდესაც გარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი არ გიჩნდება სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო შენს მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ უყმაყოფილო ხარ და მრისხანებ, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუკი შენი ცხოვრებისეული საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობაც კი მწუხრებას, სიმძიმესა და სევდას იწვევს, ისე, რომ ღვთაებრივი ჩანაფიქრის შესახებ აზრიც კი (რომელიც შენს საქმეებს წარმართავს) არ გამხიარულებს, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ სხვისი, თუნდაც შენი მტრების, წარუმატებლობა გამხიარულებს, ხოლო შენი ახლობლების უეცარი წარმატებები გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ შეურაცხგყოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ."

რა შეიძლება დავამატოთ საკუთარ თავში ამპარტავნების ამოცნობის ამ ნიშნებს? მხოლოდ ის, რომ თუ ადამიანს შიშის გრძნობა უჩნდება, ესეც ამპარტავნების ნიშანია.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ წერს: "ამპარტავანი სული შიშის მონაა; იგი ეყრდნობა რა საკუთარ თავს და მცირეოდენი ხმაურისა და ჩრდილისაც კი ეშინია. მშიშრები ხშირად იშლებიან ჭკუიდან და სამართლიანადაც; რამეთუ ღმერთი ტოვებს ამპარტავნებს, რათა სხვებსაც ას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1226 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

1. არ უნდა წამოჭრა (უსარგებლო) კამათის აღმგზნები კითხვები.

პავლე მოციქულის სიტყვა: ამას მოახსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყვათა ლალვისათა არად სახმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ. ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ ჰშვნიან ლალვანი; (II ტიმ.2,14.23).

2. არ უნდა ვილაპარაკოთ ამაო სტყვები, რომელთაგან არავითარი სარგებელი არ არის, თუნდაც კეთილი ილაპარაკო არა რწმენიდან გამომდინარე შეურაცყოფაა სულისა წმიდისა.

ქრისტეს სიტყვები: ყოველი სიტყვაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა (მთ.12,36).

პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველი სიტყვაი უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაი-იგი იყოს კეთილ აღსაშენებლად სარწმუნოებისა სახმრისათვის, რაითა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომელითაცა-იგი აღიბეჭდენით დღეთ გამოხსნისა (ეფ.4,29.30).


წესი 44. ქრისტეს უღლის შესახებ.


უღელი ქრისტესი ტკბილია და ტვირთი ქრისტესი მსუბუქი, რათა ინუგეშონ მოღვაწეებმა; ხოლო მძიმეა და ძნელი ყოველივე ის, რაც უცხოა სახარებისეული სწავლებისათვის.

ქრისტეს სიტყვები: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისვენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1104 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

« 1 2 ... 105 106 107 108 109 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები