პარასკევი, 19.06.2026, 00:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

მთელ სახარებაში არ არსებობს უფრო საშინელი სიმართლე, ვიდრე ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მისი საყოველთაო სამსჯავროსი. ჭეშმარიტად საშინელია უფალო, შენი სამსჯავრო! „გამახსენდა ეს საშინელი ჟამი, - ამბობს წმ. ეფრემ ასური, - და დიდი შიშისაგან ძრწოლა დამეუფლა, წარმოვიდგინე რა ის, რაც მაშინ განცხადდება.

ვის შეუძლია ამისი აღწერა? რომელ ენას ძალუძს მისი გამოთქმა? როცა ამაზე ვფიქრობ, ჩემი სხეულის ნაწილებს შიში ეუფლება, ძალ-ღონე მეცლება, თვალებიდან მეწყება ცრემლის დენა, ხმა მისუსტდება, ბაგენი მეხშობა, ენა მიმუჯნდება და ზრახვები მიყუჩდება. 

ასეთი დიდი და სიშინელი საკვირველებანი ჯერ არ ყოფილა ქვეყნიერების შექმნიდან და არასოდეს იქნება!" - ასეთი კეთილკრძალული შიშითა და ძრწოლით მსჯელობდნენ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ღვთის წმინდა მოღვაწენი. ჩვენს მივუგდოთ ყური კეთილკრძალული ყურადღებით უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სიტყვებს საშინელ სამსჯავროზე. ამ სიტყვებით მთავრდება უფლის უკანასკნელი საუბარი მოწაფეებთან ქვეყნიერების ბოლო დღეზე.

„იგი ბევრს ლაპარაკობდა კაცთმოყვარებასა და მოწყალებაზე, - განმარტავს წმ. ოქროპირი, - მაგრამ აქ ამბობს მასზე ბევრად გაცხადებულად და ძლიერად, წარმოიდგენს რა არა ორ და სამ პირს, არამედ მთელ ქვეყანას და ამასთან ორ მხარეს: ერთ მხარეს მორჩილთ, მეორე მხარეს კი დაუმორჩილებელთ, და გვთავაზობს ჩვენ მასზე სიტყვას უფრო საშინელსა და უფრო სადღესასწაულოს.

ამიტომაც არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010


რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო?

ახალმონათლულისთვის სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს. წმიდა მამები ბავშვის აღზრდაში დიდ ყურადღებას ანიჭებენ სახელის დარქმევას. წმიდა მამა იოანე ოქროპირი იწუნებს იმ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ბავშვს ნათესავის ან ლიტერატურული გმირის პატივსაცემად არქმევენ სახელს. თუკი ნათესავი წმინდანია ან მას სამშობლოსათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული, მაშინ ამ ჩვეულებას არაფერი უდგას წინ.


მაგრამ წმიდა იოანე ოქროპირი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ახალმონათლულ ბავშვს რომელიმე ქრისტიანი წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ სახელი. წმიდა მამის თქმით, ბავშვს მუდამ თვალწინ ექნება წმინდანის მაგალითი და იმის სურვილი აღეძვრება, რომ მიბაძოს მას, ამ შესანიშნავი სულიერი საზრდოთი გამოკვებოს საკუთარი სული.

ვთქვათ, ბავშვს მაინც რომელიმე ნათესავის ან სხვა სახელი დაარქვეს. მაშინ მან აუცილებლად უნდა იცოდეს იმ წმინდანის შესახებ, რომლის სახელსაც ახალმონათლულის სახელი ერქმევა. მშობლებმა და ნათლიამ (ნათლიებმა) ამ წმინდანის წინაშე უნდა ილოცონ და კურთხევა გამოსთხოვონ ახალმონათლულისათვის.

კარგი იქნება, თუკი მონათლულ ჩვილ ბავშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1182 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

რაოდენად ანგელოზი უმაღლესია ხორციელ კაცთაგან, ეგოდენად უმაღლესია ბერობა მსოფლიო ცხოვრებისაგან. გარნა არა ქუდით და ანაფორის ჩაცმითა, არამედ სულის ხარისხთა ზედა ძალითი ძალად აღსვლითა, რომლისა სწავლა უთუოდ დიდ არს და მაღალ და ხანგრძლივი ღვაწლით მისაწვდომელ.

ერთი წმინდა მამათაგანი იტყვის: "შეიძლება ბერმან ასი წელი დაჰყოს მონასტერში და ბერობა არ იცოდესო" დიდი სამწუხაროა, ძმაო, ესეთი უგუნური გაცდენა, რომ კაცი ბერობაში დაბერდეს და ანბანი ბერობისა არ იცოდეს! მივხედოთ ქვეყანაზედ ყოველგვარ ხელოვნების და სწავლა-განათლების შედგომილს პირებს, თუ რა შრომა და ღვაწლი სჭირიათ მათ და შენ გინდა, რომ მარტო ქუდით და ანაფორით დაასრულო ბერობის მაღალი ნიჭი?!

სტყუვდები, ძმაო, და ცდები! შენ ამით ბერი არ იქნები, ერც საეკლესიო მსახურების აღსრულებით და ვერც მარტო ლოცვანის წაკითხვით იქმნები ბერი.

ნუ გეწყინება: თუ გინდ ბევრი ჯილდოც მიგეღოს და ხარისხითაც ამაღლებული იყო, ვერც ამითი გახდები ბერი: უკეთუ შინაგანი ბერობა არ გეცოდინება, მაშინ ესენი უხმარ არიან შენდა, იმიტომ, რომ გარეგანს მარტო მისდევ და შინაგანს ივიწყებ.

ხეს ჯერ ფურცელი გამოაქვს და მერმე ნაყოფი. მაშ შენცა ჯერ ფურცელი ეგე გარეგანი მსახურება მარადის აღასრულე და მერმე შინაგანი სულის ნაყოფი გამოიღე, რომელ არს სიყვარული ძმათა, სულ-გრძელება განსაცდელთა შინა, მარხვა, მყუდროება დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1127 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

წმიდათა ლოცვით მიტევებული ცოდვები.


წმინდა ბასილი დიდის სიცოცხლეში კესარიაში ერთი დედაკაცი ცხოვრობდა, წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელი. იგი მრავალი ცოდვით იყო დაცემული, თუმცა ბასილი დიდის მიმართ ცხოველი რწმენა და რიდი ჰქონდა.

ერთ დღეს მან ქარტა (ეტრატი, ქაღალდი) აიღო, მასზე თავისი ცოდვები დაწერა და ბასილი დიდს გადასცა, თან ტიროდა და ამბობდა -"წმიდაო მამაო, ევედრე ღმერთს, აღხოცოს ჩემგან ყოველი ცოდვა, რომელიც აქ სწერია".

წმიდა ბასილმა ქარტა საკურთხეველზე დადო და ლოცვა აღავლინა. დედაკაცის სარწმუნოებით, წმიდანის ლოცვით და ღვთის კაცთმოყვარებით, ყველა ცოდვა მიეტევა ქალს, გარდა ერთისა, რომელიც უდიდესი იყო მის ცოდვათა შორის.

როდესაც ქალმა ქარტა გახსნა და ნახა, რომ ყველა ცოდვა მიტევებოდა, ერთის გარდა, ფეხთა ქვეშ ჩაუვარდა ბასილი დიდს და შეევედრა, ღვთისაგან ამ ცოდვის მიტევებაც ეთხოვა. წმიდანმა მიუგო: "ასულო, მან ვინც თავისი მოწყალებით მრავალი შენი ცოდვა აღხოცა, მასვე შეუძლია განაქარვოს ეს ერთიც, რამეთუ იგი არის ის, რომელმაც თავს იდვა ყოველი სოფლის ცოდვანი.

თუ მოთმინებას გამოიჩენ, არა მხოლოდ ცოდვები მოგეტევება, არამედ მადლიც მოგეცემა. ახლა კი, ასულო, წადი უდაბნოში, ურაჰაის მთაზე, სადაც მოღვაწეობს წმიდა კაცი, ღვთის მადლით სავსე, რომელსაც ეფრემი ჰქვია, გადაეცი მას ეს ქარტა და შეევედრე, ცოდვა მოგიტეოს".

როგორც კი ესმა ქალს ღმრთის წ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1187 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

გარეგნობა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მომლოცველობითი რიტუალია, რომელიც უძველესი დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს. მორწმუნენი ამ დღეს მთელი საეკლესიო კრებულის წინამძღოლობით ლიტანიას (საზეიმო მსვლელობა ჯვრებით, ხატებით, ანთებული ლამპრებით, საეკლესიო გალობით) მართავდნენ "გარეგან ეკლესიისა" (ან მონასტრისა), ე.ი. ეკლესიის გარეთ.

მომლოცველნი "ქრისტე აღდგას" გალობით შემოივლიდნენ ყველა სამლოცველოს, ეგუტერს, ნიშს, აგრეთვე იმ ადგილებს, სადაც აღმართული იყო ჯვარი, და იქ მყოფთ მიულოცავდნენ ქრისტეს აღდგომას: "ქრისტე აღდგა!" ისინიც მიუგებდნენ: "ჭეშმარიტად აღდგა". ეს რიტუალი აღწერილია გიორგი მთაწმინდელის "დიდ სვინანქარში" (XI ს.).

ჯვარი, საგანგებო ნიშების გარდა, ქრისტიანთა საფლავებზეც გამოისახებოდა. ამიტომ გარეგნობის ლიტანიობის დროს "ქრისტე აღდგა" და სხვა სააღდგომო საგალობლები ქრისტიანთა საფლავებთანაც იგალობებოდა. ამით მომლოცველნი გარდაცვალებულ მოყვასთ ახარებდნენ "საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" ქრისტესს აღდგომას.

გარეგნობის წესი და მასთან დაკავშირებული სააღდგომო გალობა საფლავებთან - ქართველმა მორწმუნეებმა დღემდე შემოინახეს. მაგრამ ზოგჯერ ამ რიტუალს "საფლავთა კურთხევასა" და "მიცვალებულთა მოხსენებას" უწოდებენ.

ეს ტერმინოლოგიური შეცდომაა, რადგანაც მიცვალებულთა ხსენება, ტიპიკონის გა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1129 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

« 1 2 ... 104 105 106 107 108 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები