|
|
მთავარი » სტატიები

- წმიდაო მამაო, ამბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვნებებს "სიმდაბლით ვამარცხებთ და არა – თავმაღლობით." ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?! - არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია – თვითგამართლება. ანუ – შენ თავს იმართლებ და "უარყოფ” შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: – "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს."
- და არ იღწვი,რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.
- ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებს თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება? - ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.
- წმიდაო მამაო, როგორ განვდევნოთ გმობის გულისსიტყვები ღვთისმსახურებისას? - გალობით – "აღაღე პირი ჩემი" შენ რა, ნოტებით გალობა არ იცი?! ნუ გამოიძიებ ამ გულისსიტყვებს, უბრალოდ არად ჩააგდე ისინი. ადამიანი, რომელიც ლოცვაზე დგას და ამგვარ გულისსიტყვ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1167 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|

- წმიდაო მამაო, შეგიძლიათ, გვიამბოთ რაიმე კეთილ გულგრილობაზე? - კეთილი გულგრილობის მოპოვება აუცილებელია ადამიანისათვის, რომელსაც ეშმაკი სხვადასხვაგვარი ზრახვებით სტანჯავს, ასეთი ადამიანებისათვის უკეთესია, თუ ცოტა უგრძნობი გახდება – ამ სიტყვის კარგი გაგებით და თუ ათასნაირი ზრახვების ტყვეობაში არ მოექცევა. გარდა ამისა, კეთილი გულგრილობა აუცილებელია ადამიანისათვის, რომელიც ეშმაკმა, მისი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რაღაც კონკრეტული საქმის ან მოვლენის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახადა, თუნდაც ამ ადამიანს ზოგადად, გადაჭარბებული მგრძნობიარობა არც ახასიათებდეს. ასეთ ადამიანსაც გამოადგება, თუ გარკვეული დროით კეთილ გულგრილობას გამოიჩენს. თუმცა ეს მოძღვრის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს. ადამიანმა თავისი ზრახვები მოძღვარს უნდა გაუმხილოს და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებდეს. - წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე? - შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ ამ ზრახვა–კარამელს მიიღებ ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლიდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიანობა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარება. - წმიდაო მამაო,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1201 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|

– წმიდაო მამაო, ვერ ვხვდები, როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად. – როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმიდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენსს სულიერ მოძღვართან დაკავშრებით და სხვა – ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან. – არც მოძღვართან? – მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი:" გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთსმშობლის, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ." არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცოდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ, როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს – ეკლესიაშიც კი.
ეს მეტისმეტად მაშფოთებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმიდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. " ეს ზრახვები ეშმაკისაგანაა – მარიგებდა ჩემი მოძღვარი – რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმიდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთნის, არამედ გარედანაა შემოსული". მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცებლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1263 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა
მობრძანდება წმინდა დიდმარხვა და მოაქვს თბილი, ტკბილი, სასურველი სინანული და მას უნდა შევხვდეთ, როგორც ეკლესია გვასწავლის, ისე, როგორც ხვდებიან ავადმყოფები მკურნალობის დაწყებას. ჭეშმარიტი მკურნალი კი აქ ქრისტე იესუ სულიწმიდის მადლით. უკვე დღეს, ამ დღიდან, ამ კვირიაკიდან დაიწყო უფალმა ღმერთმა ჩვენი მომზადება სინანულის გზით. თუ გნებავთ განიხილეთ დღევანდელი საკითხავი წმინდა სახარებისა ლუკასაგან - იგავი მეზვერესა და ფარისეველზე. აქ ორგვარი ტიპის, ორი სახის ადამიანია წარმოდგენილი, - ერთი რომელიც იმდროინდელი საზოგადოების გაბატონებულ ფენას წარმოადგენს, რომელთაც მართალი და ამაღლებული ადამიანების სახელი ჰქონდათ, ფარისევლებს ვგულისხმობ, თუმცა კი სინამდვილეში მათგან უმეტესობა შორს არ იყო თუნდაც ყველაზე უკანასკნელი მანკიერებიდან და მეზვერე, - საგინებელი სახელი, ყველაზე დამცრობილი, აბუჩად აგდებული, მოძულებული ადამიანებისაგან, თუმცაღა ყველა როდი იმსახურებდა რისხვასა და წყევას, თუ გნებავთ, თუნდაც, დღევანდელი იგავისეული მეზვერე. მაშ, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით უფლის მიერ მოთხრობილ ამ მარადიულ იგავს მართალი და ცოდვილი ადამიანების შესახებ. და ვინ არის მათ შორის მართალი და ვინ - ცოდვილი, გამოგვითარგმანებს სული წმიდა მამათა მიერ. რისთვის წარმოთქვა უფალმა ეს იგავი. „თქვა უფალმა ვიეთთამე მიმართ იგავი ესე", ე.ი. - ზოგიერთების გასაგო-ნად, კერძოდ, ვის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1271 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ორი, ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად უცქერს? – და განა ყველა თვალი ერთნაირად მკაფიოდ ხედავს?! იმისათვის რომ, ყოველივე მკაფიოდ და სუფთად დაინახო, ძალიან ჯანმრთელი, სულიერი თვალი უნდა გქონდეს. თუ სულიერი თვალი ჯანმრთელია, ადამიანი შინაგან სისუფთავეს ფლობს. – და, რატომ ხდება, წმიდაო მამაო, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი – უბედურებად? – ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას თავისი პირადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა, შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე – კარგი მხრიდან. ოდესღაც ასეთი რამ შევიტყვე: ერთი მონასტრის გარშემო მშენებლობა წამოიწყეს, ნელ–ნელა ორგვლივ უამრავი ნაგებობა წამოიმართა და თანდათანობით მონასტერი საერო შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. მწუხრის მსახურება აქ შუაღამისას აღესრულებოდა – ცისკართან ართად. ღვთისმსახურებაზე ერის ადამიანებიც დადიოდნენ შემოგარენიდან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ დამწყებ ბერს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის დაკეტვა დაავიწყდა და მასში ვიღაც ქალი შევიდა. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეიტყო საშინლად აღელდა; ,,ეს რა უბედურ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1221 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|
|
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|