ოთხშაბათი, 25.06.2025, 01:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ნაპოლეონ I აუსტერლიცის ბრძოლაში, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი
თარიღი: 1805
მდებარეობა: ევროპა, ტრაფალგარის კონცხი
შედეგი: ანტი ნაპოლეონური კოალიციის დამარცხება.


მესამე კოალიციის ომი - 1805 წელს მიმდინარე ომი ნაპოლეონ ბონაპარტის საფრანგეთსა და მის წინააღმდეგ შეკრულ კოალიციას შორის, რომელშიც ავსტია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი გაერთიანებულიყვნენ.

ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული არმია საფრანგეთის საზღვრებში შეჭრას აპირებდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისინი დაამარცხა. 21 ოქტომბერს ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი.

ულმის კამპანიას მოყვა ბრიტანელების წარმატება ზღვაში. 21 ოქტომბერს ვიცე-ადმირალმა ჰორაციო ნელსონმა გაანადგურა ესპანეთისა და საფრანგეთის ფლოტი ტრაფალგარის ბრძოლაში. ამით ბოლო მოეღო ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში.

ბრიტანელების წარმატების მიუხედავად რუსეთის არმია გამოუვალ მდგომარეობაში იყო. მაკის არმიის განადგურების შემდეგ მათ უკან რუსეთისკენ დახევა დაიწყეს.

მათ დაედევნა ნაპოლეონის არმიაც. რამდენიმე არიერგარდული ბრძოლის მეშვეობით, რუსეთის არმია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1174 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.


ისტორია .

ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი შეაშფოთა სირიის მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბაიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა.

ბაიბარსმა იხელთა მომენტი ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რის შედეგადაც მათი გავლენა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტდა. 1265 წლისთვის ბაიბარსმა აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი.

კვირპროსის ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადმოსახლდა ქალაქის დასაცავად, მაშინ როცა ბაიბარსი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.

ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისი პირადი ქორონოკოსი, წასვლაზე უარი განაცხადა.

ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ და ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2382 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

არათონის ბრძოლა
ბერძნულ-სპარსული ომები ნაწილი.


თარიღი: ძვ. წ. 490
მდებარეობა: მარათონი, საბერძნეთი
შედეგი: ბერძნების გამარჯვება

მხარეები
ათენი
პლატეა სპარსეთის იმპერია
მეთაურები
მილტიადესი
კალიმაქოსი დატისი
ძალები
10000 ათენელი
1000 პლატეელი 20000–100000 ქვეითი
1000 კავალერია
დანაკარგები
192 ათენელი
11 პლატეელი 6400.


მარათონის ბრძოლა - ბრძოლა სპარსელებსა და ბერძნებს შორის, რომელიც ძვ. წ. 490 წელს მარათონის ველზე გაიმართა. ის იყო დამაგვირგვინებელი შეტაკება სპარსელების პირველი შეჭრისა საბერძნეთში, რომელიც წარმოადგენდა სპარსელების საპასუხო რეაქციას იონიელების აჯანყებაზე. ბერძნების არმია შედგებოდა ათენისა და პლატეას კოალიციური ძალებისაგან, რომელთაც მეთაურობდა მილტიადესი და პოლემარქოსი კალიმაქოსი.

სპარსეთის მეფის დარიოს I-ის არმიას კი მეთაურობდა მიდიელი მხედართმთავარი დატისი. რიცხვობრივი უმცირესობაში მყოფმა ბერძნებმა მიმართეს ტაქტიკურ მანევრს.

მოწინააღმდეგეთა ცენტრალური ძალების შეტაკების შემდეგ, ბერძნებმა უკუსვლა იწყეს და ამით სპარსელები მახეში მოაქციეს. დანარჩენმა ათენელებმა კი ფლანგებიდან შემოუარეს მტერს, ალყაში მოაქციეს ისინი და ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1471 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ლენინგრადის ბლოკადა (რუს.: блокада Ленинграда) იყო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მიერ ლენინგრადზე (ამჟ. სანქტ-პეტერბურგი) განხორციელებული სამხედრო ოპერაცია. გერმანული გეგმით ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო ”ნორდლიხტი” (ოპერაცია ჩრდილოეთის ნათება). ბლოკადა გაგრძელდა 1941 წლის 8 სექტემბერიდან 1944 წლის 18 იანვრამდე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1489 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


ვატერლოოს ბრძოლა მოხდა ქალაქ ვატერლოოსთან (Waterloo, გამოითქმის [watəʀˈloː]) ბელგიაში 1815 წლის 18 ივნისს და ნაპოლეონ ბონაპარტის ბოლო ბრძოლა იყო. ვატერლოოთი დასრულდა პერიოდი, ცნობილი როგორც "ასი დღე", რომელიც დაიწყო 1815 წლის მარტში ნაპოლეონის ელბადან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის თავს აფარებდა 1813 წელს ლაიპციგის ბრძოლასა და 1814 წელს საფრანგეთის კამპანიაში დამარცხების შემდეგ. ამ დამარცხებამ ბოლო მოუღო ნაპოლეონის იმპერატორობას საფრანგეთში.

Category: ენციკლოპედია | Views: 1575 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

« 1 2 ... 108 109 110 111 112 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები