|
|
მთავარი » სტატიები
 – წმიდაო მამაო, ხვდება თუ არა წმიდა ადამიანი, ვინ არის ცბიერი და ვინ – არა? – დიახ, მას შეუძლია, შეიცნოს როგორც ცბიერი ადამიანი, ასევე – წმიდა. ის ხედავს ვინმეს მიერ აღსრულებულ ბოროტებას, მაგრამ ამავდროულად ხედავს ბოროტების მოქმედს და მის „შინაგან კაცსაც". ის ხედვს, რომ ეს ბოროტება მაცდურისაგან მოდის, რომ ის ადამიანში გარედან შევიდა.
მას სულიერი თვალით დანახული საკუთარი ცოდვები დიდად ეჩვენება, ხოლო სხვათა ცოდვები – მცირედ. თანაც თავს კი არ იტყუებს, არამედ სხვათა ცოდვებს ნამდვილად უმნიშვნელოდ მიიჩნევს! მას შეუძლია, გაიგოს, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია, მაგრამ, ამ სიტყვის კარგი გაგებით – ბოროტი ადამიანის მზაკვრობის გამართლებას ყოველთვის ახერხებს. მას არ სძულს ასეთი ადამიანები და საკუთარ თავზე უარესად არ მიაჩნია ისინი, და შესაძლოა, უკეთესებადაც კი მიიჩნევდეს მათ. უამრავი მიზეზის გამო, სრულიად შეგნებულად იგი ითმენს მათ მიერ აღსრულებულ ბოროტებას. მაგალითად: როდესაც ავაზაკის ბოროტებას ხედავს, იგი თვლის, რომ ამ ავაზაკს არავინ დაეხმარა და ბოროტმოქმედამდე ამიტომ დაეცა. ამასთან, მას ესმის, რომ შესაძლოა, თვითონ აღმოჩინილიყო ამ უბედურის ადგილას, თუკი ღმერთი არ შეეწეოდა. ბოროტებასთან მსგავსი მიდგომით ასეთი ადამიანი დიდ მადლს იღებს. ცბიერ კაცს კი საწინააღმდეგო რამ ემართება. როდესაც მართლის სიწმინდეს ხედავს, მან არ იცის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1194 |
Added by: NaTia |
Date: 05.05.2010
|

როდესაც ვინმე მეტყოდა, რომ ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი ადამიანების დანახვა აბრკოლებს, ვპასუხობდი: "ბუზს თუ პკითხავ, აქ ახლო – მახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ აი, თხრილი კი კონსერვის ქილებით, ნაკელითა და ათასგვარი სიბინძურით არის სავსეო. და ბუზი თანამიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა სანარცხეს, სადაც კი როდესმე ყოფილა. მაგრამ, თუ ფუტკარს ჰკითხავ, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება თუ შეგხვედრიაო, ის მოგიგებს: " უწმინდურებაა?! არა, არ მინახავს, აქ იმდენი კეთილსურნელოვანი ყვავილია"! და ფუტკარი დაიწყებს სხვადასხვაგვარი ყვავილების ჩამოთვლას – ბაღისა და ველისას. ხედავ, როგორაა?! ბუზმა მხოლოდ სანარცხეები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლოს შროშანი პყვავის, იქით კი – ოდნავ მოშორებით – გეოცინდები.
როგორც მიხვდი, ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს. ნაკლულოვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფერთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმა ხედავს: მაშინ, როდესაც კეთილი ზრახვების მქონემ რაც არ უნდა დაინახოს, რაც არ უნდა უთხრან მას, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს.
ერთხელ ჩემთან მეორე კლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა, მან ჭიშკარზე რკინის ურდ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1144 |
Added by: NaTia |
Date: 05.05.2010
|

– წმიდაო მამაო, რომელია სუსტი ზრახვებისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშნები? – რა გაქვს მხედველობაში? სუსტი ზრახვის არსებობა პირველად გავიგე. – თქვენ ამბობდით რომ, როდესაც ადამიანი "მემარცხენე" ზრახვას მიიღებს და ვინმესგან რამე ეწყინება, იგი... – და ასეთ ზრახვას მე "სუსტი" ვუწოდე? – მახსოვს, როგორ სურდა ერთ ადამიანს თქვენთან მორჩილად დარჩენა, თქვენ კი მას მიუგეთ: "ვერ აგიყვან, იმიტომ, რომ სუსტი ზრახვა გაქვს".
– არა, მე მას ასე ვუთხარი: "მორჩილად არ აგიყვან, იმიტომ, რომ შენ სულიერად საღი არ ხარ". აი, სწორედ ეს ვუთხარი. "სულიერად საღი რაღას ნიშნავს"? მკითხა მან. მე კი ავუხსენი: "შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს. როგორც ადამიანს, მე შესაძლოა, უამრავი ნაკლი მქონდეს, ხოლო, როგორც ძველ და გამოცდილ ბერს იქნებ, ზოგიერთი სათნოებაც გამაჩნდეს, მაგრამ, თუ შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს, ჩემი ნაკლიც გავნებს და – სათნობებებიც".
შეიძლება, პატარა ბავშვზე თქვა,რომ ვიდრე მოიზრდებოდეს, მას სუსტი ზრახვები აქვს, მაგრამ ზრდასრულ ადამიანზე ამას ვერ იტყვი. – წმიდაო მამაო, განა ყველა მოზრდილი ადამიანი ზრდადასრულებულია? – ზოგიერთს ზრდადასრულებელი თავი აქვს, აქ საუბარი ამათზე კი არ არის, ვისაც უბრალოდ ტვინი არ გადმოსდის. თუკი ადამიანი უბრალოებით არ იქცევა, მისი ზრახვები ბოროტებისაკენ ისწრაფის და ამიტომ ყველაფრს უკუღ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1198 |
Added by: NaTia |
Date: 05.05.2010
|
წმიდაო მამაო, როდესაც რაიმე პრობლემა მაქვს მოსაგვერებელი, ძალიან ვღელავ და ძილი მიკრთება. 
შენი უმთავრესი პრობლემა ბევრი ზრახვის ქონაა, ამდენი ზრახვა რომ არ გქონდეს, მორჩილებაზეც და სულიერ ცხოვრებაშიც მეტი წარმატებით იშრომებდი. მაგრამ მე გასწავლი ერთ საშუალებას, რომლითაც ზრახვებს გაექცევი. აი, მომისმინე: მაგალითად, თავში გაგიჩნდა ზრახვა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალისათვის გაქვს გასაკეთებელი, უთხარი საკუთარ ზრახვას ასე: "ეს დღეის საქმე არ არის, მასზე ხვალ ვიფიქრებ". მაგრამ, თუ გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, თავს ნუ დაიტანჯავ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრით და ნურც გამუდმებით სამომავლოდ გადასდებ მას, აირჩიე რომელიმე, გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი, ხოლო შედეგზე ზრუნვა ღმერთს მიანდე. შეეცადე, სკურპულოზურ, უზომო მცდელობ ას ერიდო, რომ თავის მტრევა არ მოგიხდეს. ღვთისმოსაობით აკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. ამასთან, უბრალოდ და ღვთისადმი ნდობით იმოქმედე. თუკი ჩვენს მომავალსა და სასოებას ღმერთს მივანდობთ, გარკვეულ წილად ვაიძულებთ მას, რომ დაგვეხმაროს. მრავალი ზრახვისაგან ნორმალური ადამიანიც კი შესაძლოა, სრულიად დაუძლურდეს. თუ ავადმყოფი და ტანჯული დაკარგავს მოსვენებას, მისი გამართლება შეიძლება.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1179 |
Added by: NaTia |
Date: 05.05.2010
|

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) მლოცველს, რომელსაც შინაურნი დასცინიან
ვიდრე ლოცვას შეუდგებოდი, ყველას უყვარდი, ახლა კი უცებ თავს სახლში ისე გრძნობ, როგორც მტრის ბანაკში. უწინ სვამდი და ეწეოდი, ცოტას იპარავდი კიდეც, ბილწსიტყვაობდი, სამუშაოს აცდენდი, ხალხისა და უფლისათვის მრავალ საწინააღმდეგოს სჩადიოდი და მაინც მაშინ შინაურებს უყვარდი. ახლა კი, როცა სიმართლის გზით წახვედი, გზით ღვთისმოსაობისა და ლოცვისა, ყველანი კრაზანებივით დაგესევიან ხოლმე.
გიხაროდეს, ძმაო, ასმაგად გიხაროდეს. განა ვერ ხედავ: სახარებისეული მოვლენები ვითარდება შენს სახლში? იმ სახლში, სადაც ცოტა ხნის წინათ ლაპარაკი მიდიოდა მძიმე გადასახადების, ქურდებისა და თანამზრახველების შესახებ, სახარებისეულმა წინასწარმეტყველებებმა იწყეს აღსრულება. თქვენი სახლი ზეცამდე ამაღლდა, ქრისტიანული დრამის არენად იქცა, იგი ახლა უხილავი კავშირითაა შეკრული მოწამეთა და მოციქულთა დროსთან. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ვითარდება თქვენი სახლის პატარა სივრცეში. აი წინასწარმეტყველებანი ქრისტესი, რომელნიც მრავალჯერ ახდენილან დედამიწაზე, ახლაც იწყებენ ახდენას თქვენს სახლში: „და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის" (მათ. 10,22). „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი" (მათ. 10,36). „ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1250 |
Added by: NaTia |
Date: 05.05.2010
|
|
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|