ორშაბათი, 22.06.2026, 07:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები


რა ცოდვა ჩაიდინე ისეთი, რომ შენს თავზე ეს უბედურებათა შორის უბედურება მოიწია, რომ გაწყვიტე კავშირი სიცოცხლის საწყისთან და გონის მომნიჭებელთან, რომ განდექი იმისაგან, ვისი მარადიული ყოფიერებაც ჩვენს წამაერ ყოფიერებაზე აშკარაა და ჩვენი არსებობა მხოლოდ მისითაა გამართლებული?

ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, „დაიმალნეს ადანცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა" (დაბ. 3,8). როგორც მაშინ, ახლაც ისევე.

ჩაიდენს თუ არა ადამიანი მძიმე ცოდვას, იგი ღმერთისაგან ბუნების ზურგსუკან იმალება და ქმნილებებს, ქვებს, ხეებს, ცხოველებს შორის იკარგება. თითქოსდა მოჩვენებით ნათესავებს შორის, ბუნების ჩრდილში იძირება და როგორც მზის დაბნელებას იტყვიან, როცა მთვარე ბუნების ამ ნათელ მეფეს გადაეფარება ხოლმე, ასევე შეიძლება ითქვას „ღმერთის დაბნელების" შესახებ - სიმართლის მზისა - მათთვის, ვინც ბუნების შემოქმედის თვალთაგან დასამალად ბუნებას ეფარება. 

მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ადამიანური სიტყვებია, რამეთუ მზის დაბნელება იმას კი არ ნიშნავს, რომ მზემ ნათელი დაჰკარგა, არამედ მხოლოდ იმას, რომ ნათელი ჩვენს თვალთაგან დაფარულია. ასევე „ღმერთის დაბნელება" არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი დაიკარგა და იგი აღარ არსებობს, არამედ იმას, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის რ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1181 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

როდემდე სწყალობთ? და რა დაემართებათ ბოლოს? რა მოელის მათ გვარს? დაგისვამს კი საკუთარი თავისათვის ეს კითხვა? როცა ხედავ, რომ ვიღაცას, თავი მოაქვს ძლიერებით და ივიწყებს ძალის მომნიჭებელს, გაიხსენე, როგორ დაიღუპა ქედმაღალი და თვითდაჯერებული გოლიათი ყრმა დავითის შურდულით (იხ.მეფ. 17, 32-50). დაე ნუ შეცბუნდება გული შენი, როცა ხედავ, რომ ვიღაც არამართალი გზით მდიდრდება.

შეჭამს, მაგრამ ვერ გაძღება; წაართმევს, მაგრამ არ ეყოფა. გაიხსენე მდიდარი სოდომის მაცხოვრებლები, ერთ წამში რომ დაიფარნენ ცეცხლითა და ფერფლით - მთელ თავიანთ სიმდიდრესთან ერთად (იხ. დაბ. 19,24-25). 

შენ ქრისტიანი ხარ, ხოლო ქრისტიანი მოვლენებს მთლიანობაში აღიქვამს და არა - ცალკეულად... უსამართლო ბედის წყალობას ქრისტიანი არ აფასებს, როგორც რაღაც საბოლოოს, მაგრამ ელის, რა მოჰყვება შემდგომ, რადგან იცის, რომ ცოდვილი წარმატებას საკუთარი ძალით და შესაძლებლობებით კი არ აღწევს, არამედ იმიტომ, რომ უფალი მოუვლენს, რათა ცოდვილმა გაიხსენოს იგი. ღმერთი თავის გამოუთქმელი წყალობით ცოდვილებს იმას მოუვლენს, რაც მათ სურთ, რათა უფალს რომ გაიხსენებენ, შერცხვეთ თავიანთი უკანონობისა და გამოსწორდნენ.

ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს, შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1184 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

ბევრი თანამედროვე ადამიანისთვის საინტერესოა ხოლმე სპორტსმენების, მსახიობების, მომღერლების ცხოვრება. ისინი განსაკუთრებით ძლიერები, ლამაზები, ყოჩაღები ჩანან. ამიტომაც ბევრი ბაძავს მათ, თუმცა ცნობილ ადამიანებს არც კი სცალიათ თაყვანისმცემლებისთვის. ისინი ხომ ძალიან დაკავებულნი არიან თავიანთი საქმეებით.

და აი, ეკლესიაშიც არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანებს უყვართ და ბაძავენ. ეს ადამიანები წმინდანები არიან. წმინდანებით განსაკუთრებით ლამაზები და ძლიერები არიან, ოღონდ სხვანაირად...

წმინდანები იმით არიან ძლიერები, რომ მათ შეძლეს საკუთარ ცოდვებსა და ცუდ თვისებებს მორეოდნენ. წმინდანები სიკვდილსაც კი არ შეუშინდნენ ქრისტეს გულისთვის, ამიტომ ისინი სიკვდილზე უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ახლობლები დროებით გვშორდებიან და ვეღარ მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში. წმინდანები კი, მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში, ღმერთის სამეფოში სახლობენ, ჩვენ მაინც გვეხმარებიან.

წმინდანთა სილამაზე სხვაგვარია. ხატებზე გამოსახული მათი მშვიდი, კეთილი სახეები განსაკუთრებულ პატივისცემას იწვევს ჩვენში, ისინი არ გვიღიმიან, მაგრამ არც გვიბრაზდებიან, მხოლოდ შეგვახსენებენ ჩვენს ცოდვებს, რომლებიც ყველაზე მეტად ამახინჯებენ ადამიანის სულს და ამავე დროს მარტოც არ გვტოვებენ, რადგან ქრისტეს ძალას, მადლს გვიგზავნიან.

წმინდანები არა მარტო წირვა-ლოცვას ესწრებიან ჩვენთან ერთად, არამედ ჩნდებიან იქ, სადაც მათ სახელს ვახსენებთ, როცა დახმარებას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1249 | Added by: Snookie | Date: 05.05.2010

მოისეი კაგანი – მერაბ ბერძენიშვილი "ქართველი მიქელანჯელო”.


                          დიდების მემორიალი, მერაბ ბერძენიშვილი.


მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

"მხატვარი ყოველგვარ ვითარებაში თავისი ერის შვილად რჩება, – ის ქართველია თავისი ტემპერამენტით, ქალთან რაინდული დამოკიდებულებით, მამაკაცთა ვაჟკაცობისთვის ხოტბის შესხმით, ადამიანის ყოფაში ბუნების როლის გააზრებით – რაც გამოვლენილია მის ყველა მემორიალურ კომპოზიციაში გრანდიოზული ლანდშაფტის ჩართვით, ს. ზაქარიაძის საფლავის ქვასა (1974) და კომპოზიციაში "შემოდგომა” (1978) ყურძნის მტევნის სიმბოლოს გამოსახვით; ამასვე ავლენს მონუმენტური გააზრება ცხოველების სახეებისა – ცხენების და არწივების…

კიდევ ერთხელ მინდა მივაპყრო ყურადღება ერთი და იმავე კომპოზიციის გამეორებას "ადამსა და ევაში” და რელიეფებში "სიყვარული” და "მუსიკის დაბადება”, რაც ზოგადსაკაცობრიო საწყისთა პრიორიტეტებზე მეტყველებს, და რომელთან მიმართებაშიც ეროვნულია ამ არსის გამოვლინების ფორმა.

ამიტომაც არის, რომ ქართველი კაცი მოქანდაკის ქმნილებაში მომეტებული სიმძაფრით გრძნობს რაღაც თავისას, თანახმიერს, მშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1397 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili (1930 – 1990)

გივი მარგველაშვილი – "მერაბ მამარდაშვილი იმ დროს ჯერ არშემდგარი მწერლის თვალთახედვით”

გერმანულიდან თარგმნა გიორგი მაისურაძემ

ბოლოსკენ მაინც მინდა გიამბო ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც უკანასკნელად თბილისში მქონდა და რომელიც ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებათა რუბრიკაში შესატანია, რაც კი ოდესმე გადამხდენია. ეს იყო შეხვედრა ერთ ქართველთან, რომელიც მე ვაკუშმა ფილოსოფიის ინსტიტუტელ კოლეგად და მისთვის ერთობ სათაყვანებელ მეგობრად დამისახელა.

"სერგო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, – მითხრა მან, – რამხელა სიხარულია ჩემთვის იმ მართლაც ცოტაოდენ ადამიანთა რიცხვს რომ მივეკუთვნები, რომლებსაც მერაბი თავისი გამორჩეული ყურადღებით ეპყრობა და ისევ და ისევ თავისთან პატიჟებს, რათა მათ სხვადასხვა რამეზე ესაუბროს.

ისაა პირველი რანგის ფილოსოფოსი და რომ არ ვიცოდე თქვენ აქ როგორ უხალისოდ ეკიდებით ვინმეს გაცნობას, სიამოვნებით წარგადგენდით მასთან. მე ამის შემდეგაც არ გადავუხვიე ჩემი პრინციპიდან – ვაკუშის გარდა, არავინ ახლოს არ მომეკარებინა, ასე რომ, პირადად არც ბატონი მერაბი გამიცვნია.

მაგრამ რადგანაც ვაკუში არ მოეშვა მასზე ამბების მოყოლას – მას აღმიწერდა, როგორც ფილოსოფოსს, რომელიც, თავისუფალი აზროვნების გამო, მოსკოვში ყველა სამსახურიდან მოიცილეს და რომელმაც თავშესაფარი თბილის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1386 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

« 1 2 ... 109 110 111 112 113 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები