|
|
მთავარი » სტატიები

რუსეთის ჯარის ნაწილები - Russian troops. გიგა ზედანია – Giga Zedania
_დღეს, როცა საომარი მოქმედებებიდან უკვე გარკვეულ დროით დისტანციაში ვართ, სად უნდა ვეძებოთ ომის მიზეზები – ცალკეულ ხელისუფალთა მიერ გატარებულ პოლიტიკაში, საზოგადოებაში, თუ მეზობელ სახელმწიფოში?
აზრი, რომ ომი დაკავშირებული იყო მაინცდამაინც იმასთან, რომ პუტინს სააკაშვილი არ უყვარდა, ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენება.
თუმცაღა, ამას, რა თქმა უნდა, თავის მიზეზები ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ეს ომი გამოწვეული იყო ქვეყნების სტრატეგიებით. რუსეთის აქვს არჩეული ერთი სტრატეგია, 2000 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პუტინი სათავეში მოვიდა, რომელიც უპირისპირდება საქართველოსას. შესაბამისად, სადღაც ეს სტრატეგიები ერთმანეთს უნდა შეხლოდა და სამწუხაროდ ეს შეხლა მოხდა აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში. ამის დაყვანა პირად სიმპატია-ანტიპატიებზე ძალიან პრიმიტიული იქნება. რაც შეეხება იმას, რამდენად აუცილებელი იყო ეს შეხლა ახლა, კონკრეტულად არაფერი არ არის აუცილებელი და ეს შეიძლებოდა სხვა დროს მომხდარიყო, მაგრამ ეს სხვა დრო აუცილებლად იქნებოდა, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან ნათლად აცხადებდა იმას, თუ როგორ წარმოედგინა მას რეგიონის მომავალი. და რეგიონის მომავალში, რუსეთის მიხედვით, არ შედიოდა ნატოში გაწევრიანებული საქართვ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1139 |
Added by: NaTia |
Date: 02.05.2010
|

Jean-Luc Godard ”Breathless”. გიგა ზედანია – Giga Zedania
ჟან-ლუკ გოდარის ”უკანასკნელ ამოსუნთქვაზე”
ამ წერილის დაწყება იმდენნაირად შეიძლება, რომ პირველი წინადადების დაწერა ცოტათი მიჭირს.
შეიძლება იმით დამეწყო, რომ 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”უნიკინოში” ნაჩვენები იქნება ჟან-ლუკ გოდარის ყველაზე ცნობილი ფილმი.
აკადემიური დასაწყისი ალბათ იქნებოდა, რომ მეთქვა, ფილმი ფრანგული "ახალი ტალღის” დასაწყისს წარმოადეგენს-მეთქი. შემდეგ უნდა მელაპარაკა რევოლუციაზე კინოში, რომელიც ამ ფილმა გამოიწვია საკუთარი ნოვატორული ტექნიკითა და ახალი ესთეტიკით, შემედარებინა ის ისეთი ფილმებისათვის, როგორებიცაა ტრიუფოს ”ოთხასი დარტყმა”, რენეს ”ჰიროშიმა” და რივეტის ”პარიზი ჩვენ გვეკუთვნის”. მაგრამ მე კინომცოდნეებისთვის არ მინდა წერა. მე მინდა იმ ადამიანებს მივმართო, რომლებსაც ფილმი უყვართ, თუმცა ბოლომდე ვერ გაუგიათ.
არ იქნებოდა ცუდი დასაწყისი შედარება სხვა ფილმთან, მაგალითად, ამ ფილმისავე რემეიკთან. შეიძლებოდა თქვენთვის გამენდო, რომ დიდი ხანია მინდა რუბრიკის გაკეთება: "როგორ ვუღალატოთ ორიგინალს”. რუბრიკის ქვეშ გამოვაქვეყნებდი სტატიებს, რომლებშიც ორიგინალის განსაკუთრებულად ბრიყვულ და სასტიკ ღალატზე იქნებოდა საუბარი; მაგ., ნაბოკოვის "ლუჟინის დაცვა” და რომანის მიხედვით 2000 წელ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1469 |
Added by: NaTia |
Date: 02.05.2010
|

Chamber - პალატა. მხატვარი ალექს ბერდიშევი. გიგა ზედანია – Giga Zedania
უცნობის საქართველო
წინამდებარე ტექსტში შევეცდები გავარკვიო, რა დგას იმ ვიზუალური თუ აუდიო ფრაგმენტების უკან, რომლებსაც \”საკანი N5\” მოვკრავთ ხოლმე თვალსა და ყურს.
მაყურებლისთვის ცხადია, რომ შოუ გამოწვეულია არსებული სიტუაციის მიმართ სასტიკი უკმაყოფილების გრძნობით და, ასევე, ოცნებით უკეთეს საქართველოზე. სწორედ იმის განხილვა მინდა, თუ როგორია უცნობის საოცნებო საქართველოს მახასიათებლები.
მე სამი ასეთი მახასიათებელი დავინახე:
ა) პრო-რუსული პოლიტიკა. უცნაური შედეგი გვაქვს სახეზე – სანამ რუსეთი მხოლოდ არაპირდაპირად იბრძოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთის სასიკეთოდ ხმას ვერავის ამოაღებინებდი. ახლა დაგვმბომბა, დამატებითი ტერიტორიები წაგვართვა, მოქალაქეები დაგვიხოცა და დაგვიწიოკა – და უცებ პრო-რუსული დისკურსი ნიაღვარივით მოაწყდა ქართული მენტალობის ნაპირებს.
ზოგიერთი ახლად გაჩენილ ბლოკ-პოსტებს ღვთის ნების გამოხატულებად მიიჩნევს, ზოგიც რუსეთთან ორასმეერთეჯერ შეთახმებისა და შერიგების აუცილებლობაზე საუბრობს. რაშია საქმე? მოდით, თავი დავანებოთ დიდ რუსულ კულტურაზე აპელირებას. ჩინური კულტურა კიდევ უფრო დიდია და დიადი, მაგრამ რაღა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1128 |
Added by: NaTia |
Date: 02.05.2010
|

სტალინის ნიღაბი - Stalin's death mask. პუტინი გდანსკში ჩავიდა და პოლონელებს მოუწოდა ისტორიის შეფასებისას ცალმხრივობისგან განთავისუფლდნენ.
ასე შეაფასა ”რეჩ პოსპოლიტას” გამოკითხვა, რომლის შედეგებით, გამოკითხულთა სამოცმა პროცენტმა გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთნაირად დაადანაშაულა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. ანუ სტალინის საბჭოთა კავშირი და ჰიტლერის გერმანია, მთელი თავისი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ხარისხის ბოროტებად წარმოადგინა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 70 წელი გავიდა.
და ზუსტად ერთი წელი გავიდა შარშანდელი სექტემბრიდან, როცა პრაღაში, ჩვენი რადიოს ცენტრალურ ოფისში მომიხდა რამდენიმე დღე მუშაობა. ცხადია, აგვისტოს მოვლენები ჩვენი გადაცემების მთავარ თემად რჩებოდა. ამიტომ ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც საქართველოზე წერდნენ. ფრანგულ ჟურნალ ”ტელერამას” კომენტარიც კი გავუგზავნე ჟან რადვანისთან ინტერვიუზე, რომელიც სავსეა დღევანდელი რუსული პროპაგანდის კლიშეებით. მაგრამ არ გამოაქვეყნეს… არადა, შეურაცმხყოფელი არაფერი დამიწერია; უბრალოდ, გავახსენე რედაქციას, რომ ეს რადვანი, ყოფილი ფრანგი კომუნისტი, საბჭოთა საქართველოსთვის (!) ბევრი კარგი რომ აქვს გაკეთებული (მისი ინიციატივით ჩატარდა, მაგალითად, ქართული ფილმების დიდი რეტროსპექტივა 1988 წელს, პომპიდუს ცენტრში), დღევანდელ საქართველოში აღარ აღიქმება ”ევროპელ მესიად”, რომელმაც დასავლეთი ჩვ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1181 |
Added by: NaTia |
Date: 02.05.2010
|

რიჩარდ მესამე, მხატვარი ზურა ბალანჩივაძე. ზაზა ფირალიშვილი – Zaza Piralishvili
"ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა” (ფრაგმენტები წიგნიდან)
საქართველოში გამოჩნდა თაობა, რომელიც არ ეგუებოდა ფუნქციონალური ნიღაბი-რეკვიზიტის მდგომარეობას და სოციო-თეატრალური არტახებისაგან გათავისუფლებაზე ზრუნავდა. ეს თაობა უკვე მზად იყო რომ ჩვენთვის ქართული სახელმწიფოებრიობის თავისი ვერსია შემოეთავაზებინა. ყალიბდებოდა ახალი საზოგადოებრივი რეალობა.
პირველი და მეორე პოლიტიკური სუბ-კულტურები, მართლაც, ანტიპოდები იყვნენ. ისტორიული დიალექტიკის გარდუვალობით, მეორეს უნდა დაეოკებინა და ყალიბში მოექცია ის ვიტალური ძალები, რომელთა გამოღვიძებასაც ზვიად გამსახურდიაში სიმბოლიზებულმა პირველმა მთელი თავისი ენერგია შეალია. ქართული საზოგადოებრივი სოციალური ინსტიქტი ერთზეც და მეორეზეც ჭკვიანი აღმოჩნდა – ორივე გამოიყენა იმდენად, რამდენადაც ეს ისტორიული თერაპიისათვის იყო საჭირო.
ამ თვალსაზრისით, მან უკიდურესი პრაგმატულობა და ულმობელობაც გამოამჟღავნა. ამგვარ თერაპიას თავისი კანონები აქვს. ის, რაც ისტორიული აქტორის დადებით კაპიტალად გვეგულებოდა, სულ რამდენიმე ხანში უარყოფით კაპიტალად და, უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზულ არგუმენტად
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1278 |
Added by: NaTia |
Date: 02.05.2010
|
|
|
კალენდარი
| « მაისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|