|
|
მთავარი » სტატიები

როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად… ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები… წმ. გრიგოლ პალამა
თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ! წმ. იოანე ოქროპირი
უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს. წმ. ისააკ ასური
ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი – ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისეცე მოგექცევა შენც ღმერთი. ნეტარი ავგუსტინე
ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში. თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1076 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|

ანგელოზები ზრუნავენ ადამიანების ხორციელ ჯანმრთელობაზეც ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა. ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე. „აი, ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად” ერთხელ აბბა ისიდორემ ამაღლებულ ადგილზე აიყვანა არაწმიდა ზრახვებთან ბრძოლით დაუძლურებული აბბა მოსე და უთხრა: „გაიხედე დასავლეთით”. მოსემ გაიხედა და დაინახა იქ უთვალავი დემონი, რომლებიც მოისწრაფოდნენ ადამიანებთან საბრძოლველად. აბბა ისიდორემ კვლავ უთხრა მას: „გაიხედე ახლა აღმოსავლეთით”. აბბა მოსემ გაიხედა და იხილა დიდებით მოსილ წმიდა ანგელოზთა უთვალავი სიმრავლე. შემდეგ აბბა ისიდორემ მას უთხრა: „აი ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად; ხოლო ისინი, რომლებიც დასავლეთით არიან, ჩვენს წინააღმდეგ აღძრავენ ბრძოლას. მაგრამ ჩვენი შემწენი გაცილებით მეტნი არიან”. ხილვამ გაამხნევა და დაამშვიდა ბოროტი ზრახვებით
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1142 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|

თუ მოძღვარმა რამდენიმე ხნით განგაყენათ ზიარებისაგან, მორჩილად უნდა დაჰყვეთ მის ლოცვა-კურთხევას და არ უნდა ეძიოთ სხვა მოძღვარი, რომელიც, თქვენი აზრით, უფრო იოლად შეგიწყნარებთ. ცოდვებს, რომლებიც ერთხელ მოინანიეთ და შემდგომში აღარ გაგიმეორებიათ (აბორტი, მკითხაობა, ტყუილზე ფიცი), აღსარებაში აღარ იმეორებთ. შეიძლება თავი შეიკავოთ ცოდვისაგან, მაგრამ მათკენ მიდრეკილება ყოველთვის გექნებათ, ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა ვინანიებდეთ მათ და ხშირად ვემზადებოდეთ წმიდა ზიარებისათვის. მხოლოდ ეკლესიაში, ღვთის სახლში შეიძლება აღესრულოს ჭეშმარიტი განკურნება.
საერთოდ, ქრისტიანის ზიარების სიხშირე მოძღვრის კურთხევაზეა დამოკიდებული. ზოგი ძალზე იშვიათად ეზიარება იმ მოტივით, რომ თავს უღირსად თვლის. ეს არასწორი პოზიციაა, როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, რომ განიწმინდოს ღმერთის წინაშე, იგი ზიარების ღირსი თავისთავად მაინც ვერ იქნება.
უფალმა ჩვენ ქრისტეს წმინდა საიდუმლო იმიტომ კი არ მოგვმადლა, რომ ვიმსახურებდით მას, არამედ – თავისი დაცემული ქმნილებისადმი მოწყალებისა და სიყვარულის გამო. ქრისტიანი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებას სულიერი ღვაწლისათვის დამსახურებულ საზღაურად კი არ უნდა იღებდეს, არამედ როგორც მოყვარული ზეციური მამის წინასწარ საჩუქარს, რომელიც მან უნდა გაამართლოს და მიიღოს როგორც სულისა და სხეულის განმწმენდი საშუალება.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1099 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|

ლოცვანი ძილად მისვლისა, განვლილი დღის ანალიზი
ათიოდე წუთი ქრისტიანი საღამოს უნდა განმარტოვდეს, რათა განვლილ დღეს ანალიზი გაუკეთოს და ღმრთისაგან ლოცვით ითხოვოს მშვიდობის ღამე და დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვათა მიტევება.
ანალიზი ნიშნავს, რომ უნდა გავიხსენოთ განვლილი დღე, დილიდან საღამომდე და უბის წიგნაკში ჩავინიშნოთ ღვთის მცნებათა და სინდისის საწინააღმდეგო თუ რამ ჩაგვიდენია (აღსარების შემდეგ ამ ფურცლებს დავწვავთ). ასეთი რეგულარული ანალიზი და მისი ქაღალდზე ან გონებაში დაფიქსირება დიდად ეხმარება ადამიანს აღსარების მომზადებაში.
ამის შემდგომ კვლავ დავდგებით ხატებთან პირით აღმოსავლეთისაკენ,
გავსწორდებით, დავმშვიდდებით და დაბალ ხმაზე ან გულში აღვავლენთ ძილად მისვლის ლოცვებს იმ თანმიმდევრობით, როგორც წერია შესაბამის „ლოცვანში".
თუ ადამიანი იმდენად დაღლილია, რომ ათწუთიანი ლოცვის წაკითხვაც არ შეუძლია, გამონაკლისის სახით, შეიძლება მისი შემოკლება. ასეთ შემთხვევაში დავდგებით პირით აღმოსავლეთისაკენ, გადავიწერთ პირჯვარს და ვიტყვით მე-4 ლოცვას: „უფალო ღმერთო ჩვენო"…
ლოცვა დილით და საღამოს ქრისტიანის კეთილკრძალული ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. შეიძლება თავიდან ამ ლოცვების სრულად წაკითხვა ძნელი იყოს. ამ შემთხვევაში დასაშვებია მათი შემოკლება. დასაწყისში შეიძლება ადამიანმა დილას და საღამოს მხოლოდ „მამაო ჩვენო" თქვას, მაგრამ დღე არ უნდა გამოტოვოს; თუ დაავიწყდა, მეორე დღეს მაინც უნდა წაიკითხოს. ასეთი გულმოდგინებისათვის ღმერთი ძალას მის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1182 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|
ქართულ ტაძრებს უმოწყალოდ ანადგურებენ " ჩვენს სიწმინდეებს იპარავენ, წვავენ, აფეთქებენ, სამუზეუმო ექსპონატები კი კრასნოდარში გააქვთ "
აფხაზებმა ბედიის ტაძარში ტროტილი ააფეთქეს. ბაგრატ მესამის საფლავის ქვა ნამსხვრევებად არის ქცეული. უმოწყალოდ იძარცვება დანარჩენი ქართული ეკლესიებიც. რუსებმა და აფხაზებმა ხატები და სხვა სიწმინდეები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაზიდეს. ქართული სამუზეუმო ექსპონატები კრასნოდარშია გატანილი.
ბედიის ტაძარში, რომელიც ქართული მხარისგან უკონტროლო ტერიტორიაზე მდებარეობს, აფეთქების ხმა ერთი თვის წინ გაისმა. ეს ბაგრატ მესამის მიერ აშენებული ტაძარია, რომელიც მაშინ აიგო, როდესაც საქართველო ერთიანი იყო, საქართველოს მეფეს კი რეზიდენცია სწორედ აფხაზეთში ჰქონდა. ომის დაწყების დღიდან ბედიის ტაძარს ყველა ”ერჩის”. აფხაზები მას იარაღის საწყობადაც იყენებდნენ. ბედია რამდენჯერმე დაზიანდა, ახლანდელი აფეთქება კი აფხაზების უკანასკნელი გამოხდომაა.
რუზგენ გოგოხია, ყოფილი 244 ბატალიონის მეთაური: ”არ ვიცი, უშიშროებას ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვს თუ არა. ისე, ზუგდიდიდან 50 კილომეტრში მომხდარი ამბავი კი უნდა შეიტყონ. შეიძლება, ხალხს უმალავენ. მომხდარის შესახებ მე იმ ბიჭებმა მითხრეს, რომლებიც მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყვნენ. უკვე წამოსვლას აპირებდნენ, დიდი აფეთქების ხმა რომ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1263 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|
|
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|