პარასკევი, 01.05.2026, 03:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ირაკლი მარგველაშვილი – Irakli Margvelashvili

ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნა იურიდიულ ტექსტში

მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ ტალიავინის კომისიის დასკვნის შესახებ. ძირითადად დავკავდი პრესის კომენტარებით და თავად დასკვნის ნაწილიც წავიკითხე. ვფიქრობ ჯერჯერობით არის ემოციური განწყობა, რომელიც გამოიხატება შემდეგ ფრაზებში: "ეს არის მიუნხენის გარიგება”, "წავაგეთ საბოლოოდ”, "აღარაფერი გვეშველება”.

მე ვიტყოდი, რომ სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა დიდ ცვლილებებს გამოიღებს საერთაშორისო ასპარეზზე. რას ვგულისხმობ: დასკვნა შეიძლება დავაჯამოთ შემდეგი პრინციპით;

1. საქართველოსთვის ნეგატიური

2. საქართველოსთვის პოზიტიური

3. სამუშაო თემები

საქართველოსთვის ნეგატიური არის ის, რომ კომისიამ ჩათვალა, საქართველოს ფართომასშტაბიანი შეტევა იყო არაპროპორციული წინა დღეებში ოსთა და დაქირავებულ ბანდ ფორმირებათა პასუხისათვის.

დღეს რუსეთის საინფორმაციო მანქანა რათქმაუნდა არ ახდენს ამის პირდაპირ ფრაზირებას, არამედ გაიძახის, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

არაფერს საუბრობს დასკვნის დანარჩენ ნაწილებზე, რომელიც მთლიანად რუსებისთვის არის ნეგატიური. ტერიტორიების დაკავება, სხვა ტერიტორიებში სუვერენულ;ი სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ეთნოწმენდა, ლტოლვილები, გადამწვარი სოფლები, სამხედრო აგრესია, უკანონოდ ტერიტორიების აღიარება, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღდეგება.

როგორც ვიცით დასკვნა გამოქვე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1183 | Added by: NaTia | Date: 02.05.2010

კავკასია, სამეთვალყურეო პოსტი, მხატვარი ილია ზანკოვსკი (Ilya Zankovsky) 1890.


ირაკლი მარგველაშვილი – Irakli Margvelashvili

მსოფლიო სივრცე და საქართველო

Тот, кто правит Восточной Европой, владеет Сердцем земли;
Тот, кто правит Сердцем земли, владеет Мировым Островом (Евразией);
Тот, кто правит Мировым Островом, владеет миром.

Харольд МакКиндер

ჩვენი სტატიის დასაწყისში მითითებული ხაროლდ მაკკინდერის ასე ვთქვათ, აფორიზმი მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ეს აფორიზმი სწორედ ხაროლდ მაკკინდერს ეკუთვნის, რომელიც მის დოქტრინაში – ”დედამიწის გულისგული” გაიშალა.

შეიძლება ითქვას, რომ ”მსოფლიო თანამედროვე იმპერიის” შექმნის ორი მცდელობა აახსოვს მსოფლიოს. პირველად შეიძლება ჩაითვალოს ნაპოლეონის მოღვაწეობა, რომელიც ცდილობდა მთელი ევრაზიის დაპყრობით თავისი იმპერიის შექმნას და შესაბამისად მსოფლიო ბატონობას, რომელიც მარცხით დასრულდა.

მეორე ”მსოფლიო თანამედროვე იმპერიის” შექმნის მცდელობა მესამე რაიხს ჰქონდა, რომელიც ასევე მარცხით დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური სივრცის არსებობა 1991წ. დეკემბერში დასრულდა. დასრულდა საბჭოთა კავშირის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1159 | Added by: NaTia | Date: 02.05.2010

აქა ამბავი...

ჯერ სამშობლოს და მერე ოჯახის უარყოფისა…

"მაინც შენი ძმა ილია ჭავჭავაძე...”

ილიას კერძო წერილიდან დისადმი

"ივერიის” რედატორობიდან წასვლის შემდეგაც, თუ "ივერიაში” დაბეჭდილი მასალა არ მოეწონებათ, სამდურავი ისევ ილიაზე აქვთ. ამჯერად მის თანამებრძოლებს და თანათაობელებს ვგულისხმობ, თორემ ფილიპეს ჯუფთის ხალხს ისედაც არაფერი მოსწონდა ამ გაზეთში. ილია, როცა გაზეთს ხელს აწერდა, მაშინაც ვეღარ იცლიდა წერილების წასაკითხად. ახლა ხომ აღარც ევალება, ამიტომ ისეთი სტატიებიც აღმოჩნდა "ივერიაში”, აკაკი და გოგებაშვილიც რომ გაანაწყენა. აკაკის სხვა მიზეზიც ჰქონდა. კიტა აბაშიძე და "ჩიორა”, იგივე ახნაზაროვი, ილიას თანამოაზრეებად ითვლებოდნენ, აკაკის კი მათთან ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა, ახნაზაროვისა და კიტას გამოც ილიაზე და "ივერიაზე” იყო განაწყენებული. კიდევ ერთ ინფორმაციას აღეშფოთებინა, ვოსტორგოვს რომ ეხებოდა. არ ვიცით, ილია რა შუაში იყო, მაგრამ აკაკის ერთი წერილი, მეტისმეტად გულნატკენი კაცის დაწერილია. მომაქვს ეს წერილი არა მხოლოდ იმის გამო, რომ "ივერიას” ეხება, არამედ იქიდან ერთ გასაოგნებელ ინფორმაციას ვიგებთ, - 1902 წლის დასაწყისში აკაკისთვის სახლი გადაუწვავთ.

პოეტი იაკობ გოგებაშვილს 1902 წელს წერს:
"ბატონო იაკობ!

მიკვირს და გამკვირვებია, რომ ის გაზეთი სადაც შენ მხურვალე მონაწილეობას იღებ, კიდევ მაინც ასე წინდაუხედავად წაიკუნტრუშებს ხოლმე! ... ჯერ იყო და ვოსტორგოვის ქებით გაგვაყრუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1543 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

26 აპრილს, 5 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზი თანდათანობით ივსებოდა.



გასაკვირი არცაა, რომ მაყურებელთა შორის სკოლის მოსწავლეები ჭარბობდნენ. შემოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხმაურით, ზოგიერთი მათგანი ადგილს ჩუმად იკავებდა, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს მოლოდინზე ეკითხებოდნენ, მოლოდინზე იმ სპექტაკლის მიმართ, რომლის სანახავადაც შეიკრიბნენ.



"ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. სცენარი კი არჩილ სულაკაურის მოთხრობების "მტრედები" და "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" მიხედვით მანანა დოიაშვილმა დაწერა. სულ 5 პერსონაჟია, სპექტაკლში კი 10 მსახიობია დაკავებული, ისინი ერთმანეთს ცვლიან, პირველი ხუთეულის მონაწილეობით პრემიერა რამდენიმე დღით ადრე შედგა, მეორე ხუთეულის კი 26 აპრილს.



აქ წამყვანი პერსონაჟი ომია. ომი, რომელიც სიძულვილის, ძალადობის, აგრესიის, სისხლისა და სიკვდილის საფუძველია.

თუმცა არსებობს მეორე მხარეც და მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ომის დროს ადამიანები ერთმანეთს დაემსგავსნენ, ყველანი უსახო არსებებად იქცნენ და მათი გარჩევა ძნელია, მაყურებელი მაინც ხედავს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ და არამხოლოდ საკუთარი თავის, ასევე სხვების გადარჩენაზე ფიქრობენ.

სპექტაკლის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1324 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონტრრევოლუციის ცოტა შანსია ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ოლეგ პანფილოვთან.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონტრრევოლუციის ცოტა შანსია.


- "პირველი კავკასიური" არის მცდელობა, რამე დავაკლოთ უზარმაზარ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას. თანაც რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოშიც არაერთგვანოვანი დამოკიდებულებაა "პირველი კავკასიურისა" და თქვენი მოღვაწეობის მიმართ. განსკუთრებული სპეციფიკა ახლავს ამ არხზე მუშაობას?

- მუშაობის არავითარი განსაკუთრებული სპეციფიკა არ არის, მაგრამ არის მიზანი, შეიქმნას რუსულენოვანი არხი, პირველ რიგში იმისთვის, რომ რაღაც დოზით წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ პროპაგანდას.

ეს წინააღმდეგობა ომს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანს - არამხოლოდ რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობას ჰქონდეს ალტერნატიული ინფორმაცია; ის აღარ მიკვირს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მედიით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით აგებს.

საქმე ისაა, სსრკ-დან გერმანიაში საცხოვრებლად გადასული რუსულენოვანი გერმანელები და დასავლეთ ევროპაში მომუშავე რულსულენოვანი ადამიანებიც კი რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1130 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

« 1 2 ... 114 115 116 117 118 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები