|
|
მთავარი » სტატიები

თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – საგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი
ხშირად შეაგონებდე საკუთარ თავს, რომ ან სიმდიდრე დაგტოვებს მოკლე ხანში, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც კი ძალზე მცირე იყოს. როგორც ზომაზე მეტად გრძელი სამოსი უშლის მოგზაურს ხელს სიარულში, ასევე ზედმეტი ქონების შეძენის სურვილი არ აძლევს ნებას ადამიანს, სულის ხსნისათვის იღწვოდეს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს. წმ. ანტონი დიდი
რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
Category: სტატიები |
Views: 1117 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|

ეკლესიაში შესულ ადამიანს თავიდანვე თვალში ეცემა დახლი, სადაც განთავსებულია სანთლები, ხატები, ნაკურთხი ზეთები, სეფისკვერი, ჯვრები - ყოველივე ეს ტაძრის შესასვლელშივე იყიდება. თუ ადამიანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სახარება, მაშინვე გაახსენდება, რომ იესო ქრისტემ მოვაჭრენი ტაძრიდან გარეკა. თუ თავად არ წაუკითხავს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდება ვინმე „კეთილისმსურველი" რომელიმე სექტიდან, რომელიც შეშფოთებით მიუთითებს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და სახარებას შორის, თითქოსდა, აშკარად არსებულ შეუსაბამობაზე... მაგრამ სახარებას ხომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნიც კითხულობენ? მაშინ რატომაა, რომ ჩვენს ტაძრებში ყიდვა-გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს?
საქმე ისაა, რომ ჩვენ მეტად განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ იმ კულტურულ-ყოფითი გარემოსაგან, რომელშიც მართლმადიდებელი ცხოვრების საფუძველი ჩამოყალიბდა. ჩვენ არატრადიციულ საზოგადოებაში, არაგლეხურ თემში გვიხდება არსებობა. ჩვენი ქალაქები კი მეტად განსხვავდება პალესტინის ან საბერძნეთის ქალაქებისაგან. წარმოვიდგინოთ ის დრო, როცა ბატონობდა ე.წ. „ნატურალური მეურნეობა". რა იყო საჭირო ტაძრის ყოველდღიური არსებობისათვის? პური და ღვინო - ზიარების საიდუმლოსათვის, ცვ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1225 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|

საგარეო საქმეთა სამინისტროს მისია, ფასეულობები და პრინციპები
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაფუძნებულია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ ფასეულობებზე. ეს საშუალებას გვაძლევს, პრიორიტეტების განხორცილებისას, მოვიპოვოთ საერთაშორისო მხარდაჭერა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განვსაზღვრავთ დიპლომატიური სამსახურის მისიას, და იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელიც აუცილებელია მისიის განხორციელებისათვის.
დიპლომატიური სამსახურის მისია
საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და უკეთესი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა
საქართველოს დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები - ემსახურება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებსა და ფასეულობებს, რომლებიც პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, განსაზღვრავენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს - საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცებას, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კუთვნილი და ღირსეული ადგილის დაკავებას და, მზარდი გლობალიზაციის პირობებში, ქვეყნის ინტერესების გატარებას.
დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში, ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია დანარჩენი მსოფლიოსაგან იზოლაც
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1050 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|

ახლა მინდა მივმართო ჩვენი საზოგადოების ეთნიკურად აფხაზ და ეთნიკურად ოს ნაწილს
ჩვენო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო!
მე ვიცი, რომ აფხაზეთის და ოსეთის ძალიან ბევრ მკვიდრს, ისევე როგორც მთლიანად დანარჩენ საქართველოში, ძალიან დიდია უმუშევრობა, ბევრს არ აქვს თუნდაც მცირედი შემოსავალი და უკიდურესად უძნელდება იპოვოს საშუალება ოჯახის სარჩენად.
ფსოუდან წითელ ხიდამდე, როკის გვირაბიდან სარფამდე ჩვენი ოჯახების ადამიანურ ცხოვრებას უკვე მრავალი წელია უპირისპირდება სიღარიბე და გაჭირვება.
აფხაზეთის 450-დან 500 ათასამდე ამაყი მკვიდრი დევნილობაშია საკუთარ სამშობლოში, ვერ უბრუნდება თავის სახლ-კარს, თავის სოფლებს, თავის ახლობლებს და ნათესავებს, თავის წინაპართა საფლავებს და ბევრ მეგობარს, ვისთანაც ერთად აიდგა ფეხი, ვისთანაც ერთად დადიოდა სკოლაში, ვისთანაც ერთად გაიზარდა.
თუ დღეს ვინმეს საქართველოში სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს სიღარიბე, ეს პირველ რიგში ჩვენი ლტოლვილები არიან.
მაგრამ არა ნაკლებად უჭირთ საქართველოში იმ ოჯახებსაც, რომლებიც კონფლიქტმა ბარიკადების მეორე მხარეს დატოვა და დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ.
ჩემო ძმებო და დებო!
დაპირისპირება და გათიშულობა ჩვენი ოჯახების ღირსეული ცხოვრების საერთო მტერია. არადა ჩვენ ყველანი ერთად გაცილებით უფრო მეტს ვიმსახურებთ, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაშენოთ ჩვენი კეთილდღეობა.
ჩვენ ყველანი უკვე ძალიან დაგვღალა და გაგვასავათა მრავალწლიანმა ქიშპობამ.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1063 |
Added by: NaTia |
Date: 03.05.2010
|

გიგა ზედანია – Giga Zedania
"სურამის ციხე”: ინტერპრეტაციისათვის
For without a cement of blood (it must be human, it must be innocent) no secular wall will safely stand. W. H. Auden მეტაფიქცია
ნარატივის ანალიზისას საინტერესოა სტატუსი, რომელსაც იგი საკუთარ თავს ანიჭებს. "ათას ერთ ღამეში” ნარატივს სიკვდილის თავიდან ასაცილებლად იყენებენ , ბალზაკის "სარაზინში” მას ერთი სასიყვარულო ღამის ფასი აქვს. ამ შემთხვევებისაგან განსხვავებით, დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხეში” თხრობას სრულიად არადრამატული ფუნქცია აკისრია _ გართობა. მეტიც, თხრობის დაწყება შემთხვევითობების ჯაჭვითაა განპირობებული: მორიგე აღარავინაა, რიგი გათავებულია და არავის უნდა ამბის მოყოლა, შემთხვევით არჩეული მთხრობელი უარზეა, რადგან "არ მომზადებულა.” მაგრამ ეს არ არის ამ ტექსტის "არასერიოზულობის” ერთადერთი მიზეზი. თავად თხრობაც ძალზე უცნაურად მიმდინარეობს; არაა შენარჩუნებული მთხრობელის იდენტურობა, რაც, წესით, დამაჯერებლობას უნდა უკარგავდეს მონაყოლს.
ყმაწვილები ერთმანეთს ენაცვლებიან და ყოველგვარი წინმსწრები გამოცდილების გარეშე აგრძელებენ ერთმანეთის მონათხრობს; მოთხრობა მათი ფანტაზიის ნაყოფია და ამას ყოველმხრივ უსვამენ ხაზს. ლიტერატურას, რომელიც სისტემატურად და თვითცნობიერად მიაპყრობს ყურა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1345 |
Added by: NaTia |
Date: 02.05.2010
|
|
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|