|
მთავარი » ახალი ამბები
 ნასა–ს მეცნიერებმა ახალი, უცნაური მზის სისტემა აღმოაჩინეს, სადაც 6 პლანეტა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.
დედამიწის მზის სისტემისგან განსხვავებით, ახალ სისტემაში 5 პლანეტა საკუთარ ვარსკვლავთან უფრო ახლო ორბიტაზეა.
ახალი სისტემა კეპლერის ტელესკოპმა აღმოაჩინა, ამიტომ მას კეპლერი დაარქვეს. ნასა-ს მეცნიერების განცხადებით, კეპლერი ჩვენი სისტემისგან იმითიც განსხვავდება, რომ მისი პლანეტები მოცულობითაც დიდია.
|
 ნავთობის ბრაზილიური სახელმწიფო კომპანია Petrobras–ი ოკეანის ფსკერზე, მარილის ფენის ქვეშ ახალი საბადოების ათვისების მიზნით 40 მილიარდი დოლარის მიზიდვას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჟოზე სერჟიუ გაბრიელმა განაცხადა. კრედიტების აღება უახლესი სამი წლის განმავლობაში იგეგმება. თუმცა ამ ვალმა კომპანიის საინვესტიციო რეიტინგი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს.
ობლიგაციების გაყიდვის ხარჯზე Petrobras–მა უკვე მიიზიდა 6 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მსხვილი საკრედიტო ემისიაა. ამასთან, კომპანიამ, მის ისტორიაში ყველაზე მსხვილი IPO განახორციელა, რომლის შედეგადაც 70 მილიარდი დოლარის მიზიდვა მოხერხდა.
ატლანტის ოკეანეში, მარილის ფენის ქვეშ არსებული საბადოების ათვისება, შესაძლოა, ბრაზილიისთვის ნამდვილი ეკონომიკური გარღვევა გახდეს, რადგან 2010 წლისთვის ნავთობის მრეწველობის ამჟამინდელ მოცულობას – დღე–ღამეში 2 მილიარდ ბარელს – ოთხ მილიარდამდე გაზრდის. შედეგად კი ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 70 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ Petrobras–ი ნავთობის არა მარტო მოპოვებაზე, არამედ გადამუშავებაზეცაა სპეციალიზებული, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მას 224 მილიარდი დოლარის მიზიდვა მოუწევს.
|
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობამ იკლო.
ცენტრში აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ გრიპის სეზონის პიკმა გადაიარა. ამ დრომდე გრიპის 292, H1N1-ის კი 247 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სპეციალისტები მოსახლეობას ისევ ურჩევენ სიფრთხილე გამოიჩინონ და გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.
|

მსოფლიო ბაზარზე პროდუქტების ფასებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. სპეციალური ანგარიში ამ თემაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტომ მოამზადა. დეკემბერთან შედარებით კალათა, რომელშიც 55 სახეობის საკვები პროდუქტი შედის, სამნახევარი პროცენტით გაძვირდა. ექსპერტების განცხადებით, ფასების ზრდის ტენდენცია უკვე 7 თვეა გრძელდება. ძვირდება თითქმის ყველა სახის საკვები პროდუქტი, ხორც-პროდუქტებისა და ბრინჯის გარდა. მოიმატა ხორბლის ფასმაც. გაეროს ექსპერტები განმარტავენ, რომ ხორბალი ავსტრალიაში მომხდარი წყალდიდობის გამო ძვირდება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამას რუსეთის ტყის ხანძრებიც ემატება, რომელთა მიზეზით ქვეყანამ მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა. რეკორდულად გაძვირდა შაქარიც. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში ქარიშხალმა იასიმ პლანტაციები დააზიანა, ბირჟებზე შაქრის ფასმა რეკორდულად აიწია და ერთ ტონაზე 836 დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს საკვებ პროდუქციაზე ფასების დარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 რუსულმა მედიამ „დომოდედოვოს" ტერორისტის ვიანობა დაასახელა. სააგენტო LifeNews-ის ვარაუდით, მოსკოვის აეროპორტში თავი 20 წლის ინგუშმა მაგომედ ევლოევმა აიფეთქა. სააგენტო ტერორისტის ფოტოსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კამიკაძის ვინაობის დადგენაში გამოძიებას დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და ნეშტის DNM-ის ანალიზი დაეხმარა.
ცნობილი ხდება, რომ ევლოევმა მშობლიური ქალაქი გასული წლის აგვისტოში დატოვა. როგორც მისი მშობლები აცხადებენ, ის კრასნოდარის ოლქში სამუშაოდ წავიდა. მას შემდეგ ის არავის უნახავს. როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, ამჟამად, ტერორისტის სახლში არავინ ცხოვრობს. ევლოევის მშობლებმა ქალაქი მას შემდეგ დატოვეს რაც გაიგეს, რომ „დომოდედოვოს" ტერატის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სწორედ მათი შვილია. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი, ჟურნალისტების ვარაუდს არ უარყოფს და არც ადასტურებს. რუსი სამართალდამცავები ტერორისტის სახელს ოფიციალურად არ ახმაურებენ. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყნის უშიშროების ბიუროსთვის თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ტერაქტიდან მეორე დღეს უკვე ცნობილი იყო.
|
« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|