|
მთავარი » ახალი ამბები
 ეგვიპტის ოპოზიცია თავის მომხრეებს მოუწოდებს, პარასკევი „მუბარაქის უკანასკნელ დღედ" აქციონ. აქციის ორგანიზატორები ქვეყნის დედაქალაში მილიონამდე დემონსტრანტის შეკრებას გეგმავენ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკი მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამშვიდობო მსვლელობას წინააღმდეგობა არ გაუწიოს.
პრემიერ-მინისტრმა არეულობებისა და შეტაკებების გამო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რაც ტაჰრირის მოედანზე მოხდა, რაციონალური და ლოგიკური ახსნა არ აქვს.
პრემიერის თქმით, დამნაშავეები განურჩევლად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, პასუხს უმკაცრესად აგებენ.
ეგვიპტეში ფიქრობენ, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმებისა და პროვოკაციების უკან ყოფილი შს მინისტრი ჰაბიბ-ალ ადლი დგას.
პრემიერ- მინისტრის განცხადებით, თუკი მომხდარში ჰაბიბ ადლის კავშირი დადასტურდება, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ამ წუთებში ქაიროს ქუჩებში ვითარება შედარებით მშვიდია. წუხანდელი შეტაკებების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
|
 ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს პრეზიდენტობის დატოვება სურს, მაგრამ „ამას ვერ აკეთებს". ამის შესახებ ჰოსნი მუბარაქამა ტელეკომპამია „ეი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, ძალაინ დიდი სურვილი აქვს, პოსტი დატოვოს, მაგრამ შიშობს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში ქვეყანა ქაოსში ჩაეფლობა.
„ისლამისტური მოძრაობა „ძმები მუსულმანები" პოლიტიკური ვაკუუმით ისარგებლებენ, რათა ხელისუფლებაში შეძლონ მოსვლა. მე ხელისუფლება უკვე აღარ მჭირდება, 62 წლიდან საკმაოდ ბევრი სამუშაო მქონდა, მაგრამ გპირდებით, რომ ეგვიპტის დატოვებას არ ვაპირებ. მე ამ მიწაზე მოვკვდები", - განაცხადა მუბარაქმა.
ამასთან, ეგვიპტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მის მომხრეებს ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ ძალადობასთან კავშირი არ აქვთ.
მუბარაქმა ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილისთვის, გამალისთვის ხელისუფლების გადაცემა მის გეგმებში არასდროს შედიოდა.
|
 დღეს, ბანკ „რესპუბლიკის" სათავო ოფისში (გრ. აბაშიძის (ატენის) ქ. #2), მეხუთე სართულზე ჩატარდება პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ბანკისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ახალი აქციის კონკრეტულ პირობებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.
დღეიდან, ბანკი „რესპუბლიკა", „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან" ერთად მომხმარებელს ახალ საინტერესო აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია „ჰუნდაის" მარკის ახალი ავტომობილების მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით შეძენა პირდაპირ ავტოსალონიდან.
აღსანიშნავია, რომ სესხის პირობები და სესხის გაცემის პროცედურა ძალიან კომფორტულია მომხმარებლისათვის. სესხის მაქსიმალური ვადა შეადგენს 5 წელს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი კი 0%-დან იწყება.
აღსანიშნავია, რომ 0%-ით მომხმარებელი რეალურად ისარგებლებს, თუ იგი თანამონაწილეობის თანხასა და სესხის ვადას სწორად შეარჩევს, რაც შესაძლებელია, მაგალითად, 30%-იანი თანამონაწილეობით, 11-თვიანი ვადით განვადების შემთხვევაში. თუმცა, ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში, 1-წლიან განვადებაზე მაქისმალური საპროცენტო განაკვეთი აღწევს მხოლოდ 4%-ს, 2-წლიანზე - 9%-ს, ხოლო გრძელვადიანზე - მაქსიმუმ 12%-ს.
აქციაში ჩართულები არინ ბანკის პარტნიორი კოპანიები: სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი", რომელიც აქციის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას ავტომობილის სადაზღვევო პაკეტზე. გარდა ამისა, სავაჭრო ქსე
...
კითხვის გაგრძელება »
|
 აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია, ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომის გეგმას განიხილავს. ამის შესახებ. New York Times წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ გეგმის მიხედვით, მუბარაქმა მმართველობა დროებით მთავრობას უნდა გადასცეს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი უხელმძღვანელებს და, რომელსაც არმიის მხარდაჭრა ექნება.
გარდამავალმა მინისტრთა კაბინეტმა, მართვაში უნდა ჩართოს ოპოზიციის ფართო სპექტრი, მათ შორის - ისლამიტური მოძრაობა „ძმები მუსულმანები".
გარადამავალმა მთავრობამ სექტემბრამდე უნდა იმუშაოს, რის შემდეგაც ეგვიპტეში არჩევნები გაიმართება.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ გეგმის კომენტირებაზე უარი განაცხადა. როგორც გამოცემა თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, გეგმა მუბარაქის გარემოცვაში განიხილება და არა - პირადად მასთან.
|
 საბერძნეთის ქართული დიასპორა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია მსოფლიოში - ორ ერს შორის ერთმორწმუნეობამ, ნათესაურმა, ისტორიულმა და კულტურულმა კავშირებმა ქართველთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია ამ ქვეყანაში.
21-ე საუკუნის დასაწყისში ელადაში ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა რაოდენობამ პიკს მიაღწია და არაოფიციალური მონაცემებით ამ რიცხვმა მაშინ 300 ათასს გადააჭარბა, რაც მეტად შთამბეჭდავი ციფრია. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ხალხის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას. მათ კონსოლიდაციას და ქართული ენისა და კულტურული ტრადიციების გაღვივებას, ადგილზე საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრების შექმნას.
ელგუჯა მინაძე ის ადამიანია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში სწორედ ამ საქმით არის დაკავებული და საქართველოს ინტერესების დასაცავად საბერძნეთში იბრძვის. მამით ქართველი და დედით ბერძენი წარსულში ცნობილი ძალოსანი 2004 წლიდან ხელმძღვანელობს კულტურულ-სპორტულ საზოგადოება „საქართველოს", რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ თესალონიკშია ბაზირებული. სწორედ ამ საზოგადოების ორგანიზებით რეგულარულად ეწყობა ქართველ ემიგრანტთა შეკრებები, საღამოები, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
2008 წლიდან კი მინაძე აქტიურად ერთვება საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აფუძნებს პარტიას „სოციალისტური პარტია და ემიგრანტთა თანადგომა", რომელმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|