|
მთავარი » ახალი ამბები
 კომპანია Google-მა მობილური დამატებების ოფიციალური მაღაზიის ინტერნეტ-ვერსია Android Market-ი აამუშავა. ამიერიდან ОС Android-ის ბაზაზე შექმნილი მოწყობილობების მფლობელები დამატებების შეძენას არა მხოლოდ სმარტფონებიდან ან პლანშეტებიდან, არამედ სპეციალური საიტიდან შეძლებენ. საიტზე მომხმარებელი ასევე შეძლებს სხვა, მისთვის საინტერესო დამატებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას Twitter-ის საშუალებით.
Google-ის გარდა, დამატებების საკუთარი ინტერნეტ-მაღაზიები აქვთ ასევე Apple-ს (iTunes) და Nokia-ს (Ovi Store). Android-ის ბაზაზე სულ 100 ათასი დამატებაა შექმნილი
2010 წლის ბოლოს მონაცემებით, Android-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მობილური პლატფორმაა. ოქტომბერ-დეკემბერში მსოფლიოში ამ ბაზაზე შექმნილი სმარტფონები უფრო დიდი რაოდენობით გაიყიდა, ვიდრე Nokia-სა და Apple iPhone-ის ანალოგიური პროდუქტები.
|
 რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა. პაპმა ვირტუალური ურთიერთობისადმი დამოკიდებულება მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით გამოხატა . მიმართვის ტექსტი ვატიკანის ოფიციალურ საიტზე 24 იანვარს გამოქვეყნდა. პაპმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ურთიერთობა ახალი ნაცნობების შეძენის, ცოდნის ურთიერთგაზიარების და კულტურათა შორის დიალოგის საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, ადამიანებმა „პარალელურ რეალობაში ჩაფლობის" საფრთხეთავიდან უნდა აიცილონ. რომის პაპმა ყველას მოუწოდა, სოციალურ ქსელებში ისეთი პროფილები არ შექმნან, რომელიც ადამიანის რეალურ დახასიათებას არ შეესადაგება. ამასთან, რომის პაპს კონკრეტული სოციალური ქსელი არ დაუსახელებია. პაპმა, ზოგადად, ვირტუალური ურთიერთობის ფენომენზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ურთიერთობის საერთაშორისო დღის სულისჩამდგმელი სწორედ ვატიკანია. ბენედიქტე XVI ელექტრონული ფოსტითაც სარგებლობს. მან უკვე მიმართა ყველა კათოლიკე მღვდელს და მორწმუნეს და აღნიშნა, რომ ინტერნეტი ეკლესიის პოპულარიზაციისთვის უნდა გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით ბენედიქტე XVI-მ კათოლიკე მოძღვრებს მოუწოდა, რომ სახარება ყველა შესაძლო ტექნიკური საშუალებით, მათ შორის ბლოგების საშუალებით ექადაგათ.
|
 ინგლისში კორნუოლის საგრაფოს მკვიდრმა დევიდ რობერტსმა უჩვეულო სასტუმრო გახსნა. ოტელი, რომელმაც მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მრავალფეროვან მომსახურებას ადგილობრივ ქათმებს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ Oddity Central ავრცელებს. ინგლისელი ბიზნესმენის განმარტებით, მსგავსი სასტუმროს გახსნით ის ადგილობრივ ფერმერებს დაეხმარება. „იმ შემთხვევაში თუ ფერმერებს მამულის დატოვება მოუწევთ, ვთავაზობთ ფრინველები ჩვენს სასტუმროში დატოვონ."- განმარტავს რობერტსი. ამასთან, ბიზნესმენი აცხადებს, რომ კლიენეტების ბუმი მის სასტუმროში შობის დღესასწაულს დაემთხვა. რაც შეეხება მომსახურებას: შინაურ ფრინველს სასტუმროში ღამის გათენება სულ რაღაც 2 ფუნტი და 75 პენსი დაუჯდება. საფასურში შედის 8 ადგილიანი „ნომერი" და სამჯერადი კვება. იმ ფერმერებისთვის კი, ვინც სასტუმროში ერთდროულად რამდენიმე ფრინველს მიიყვანს, სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ რობერტსის მიერ გახსნილი ფრინველთა სასტუმრო მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. ამასთან, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ბიზნესმენები შინაურ ცხოველებს მსგავს სერვისს სთავაზობენ.
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|