სამშაბათი, 17.06.2025, 08:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
klintoni147.jpg
ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკელ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმო  და ოპოზიციას და ხელისუფლებას დაუყოვნებელი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ ვგმობთ ეგვიპტეში ჟურნალისტებზე, აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე, ადამიანის უფლებების დამცველებზე, უცხოელებსა და დიპლომატებზე განხორციელებულ თავდასხმებსა და ძალადობის ფაქტებს. ეს საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. შეკრებისა და  სიტყვის თავისუფლება ღია საზოგადოების აუცილებელი კომპონენტია. ასეთ პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია ქვეყნის მთავრობა ამ ღირებულებების ერთგული დარჩეს. ეგვიპტის მთავრობამ და არმიამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და მშვიდობა დაიცვას", - განაცხადა კლინტონმა.

ეგვიპტეში სიტუციიის განმუხტვის აუცილებლობაზე ისაუბრა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და ქვეყანაში რეფორმების პროცესში ჩასაბმელად მზადყოფნა გამოთქვა. 

"2002 წლიდან მოყოლებული გაერო-ს არაბული სამყარო დემოკრატიის დეფიციტის გამო არაერთხელ გაუფრთხილებია. შეშფოთებული ვარ ძალადობის ფაქტების ზრდით და მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ყოვლად მიუღებელია. საჭიროა თანამიმდევრული ცვლილებები განხორცი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 958 | Added by: NaTia | Date: 04.02.2011

shashkini1.JPGსაქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს ბრიფინგი გამართეს.

2011 წელს სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. 

ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო 100%, 70%, 50% და 30% პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს. 

სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი და სპეციალობების სრული ნუსხა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული და აბიტურიენტთათვის გამოცემულ  
Category: ახალი ამბები | Views: 988 | Added by: NaTia | Date: 04.02.2011


saakashviliiiii.jpg
ბრიტანელი ჟურნალისტის დენიელ ჰამილტონის შეფასებით, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამედროვეობის მეფე დავით მეოთხეა".

ბრიტანული გამოცემისConservativehome-ის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს და მასთან ჩაწერილ ინტერვიუს ანალიტიკურ მასალას უძღვნის.  

"მისი მხარდამჭერებისთვის ის "მიშაა", თანამედროვეობის მეფე დავით მეოთხე, რომელმაც შიდა და გარე მტერი დაამარცხა და ამავე დროს საქართველო რეალური დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და საერთაშორისო პატივისცემის გზაზე დააყენა. მისი მტ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 949 | Added by: NaTia | Date: 04.02.2011

bagafshiii_356.jpg
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, 'ქართველებს აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც საქართველო 13 მლრდ დოლარს გადაიხდის".

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი ქართველის განცხადებაა შესული: "ჩვენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვართ, პასპორტი გვაქვს და რით განვსხვავდებით იმ რუსებისგან, რომლებსაც აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბინები დაუბრუნდებათო?!". აი, როცა საქართველო 1992-1993 წლებში მოყენებული ზარალისთვის 13 მლრდ დოლარს გადაგვიხდის, მზად ვიქნებით, ყველაფრის კომპენსირებისთვის", - განაცხადა ბაღაფშმა.

რაც შეეხება აფხაზეთში რუსებისთვის ჩამორთმეულ საცხოვრებელებს, ბაღაფშის თქმით, ამჟამად კომისია მუშაობს, რომელსაც აფხაზური მხრიდან ის თავად ხელმძღვანელობს, რუსული მხრიდან კი მასში რუსეთის ელჩი, რუსეთის გენერალური პროკურატურისა და აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები შედიან. 

"რუსულ-აფხაზური კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ 46 საქმეა განხილული, რომელთაგან ბევრი უსაფუძვლოა, ზოგიერთთან დაკავშირებით კი განმეორებითი სასამართლო მიმდინარეობს. 6 საქმე საფუძვლიანად მივიჩნიეთ და ამ ადამიანებს ან საცხოვრებელს ან კომპენსაციას გამოვუყოფთ. გულახდილად რომ გითხრათ, მათგან, ვინც ჩივის, 90% აფხაზეთში საცხოვრებლა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1009 | Added by: NaTia | Date: 04.02.2011

Именно под таким названием вышла книга Масару Ибука, основателя фирмы SONY. Мало кто знает, но этот человек добился ни чуть не меньшего в своей национальной ассоциации раннего развития детей, чем на ниве восхождения мегазвезды SONY. Созданная в 1969 году японская ассоциация раннего развития активно использовала исследования и опыт своих и зарубежных специалистов. «По мере того как мы продвигались в своей работе, нам стало совершенно ясно, насколько порочен традиционный подход к детям. Мы привычно считаем, что знаем о детях все, тогда как очень мало знаем об их реальных возможностях. Мы уделяем много внимания вопросу о том, чему учить детей старше трех лет. Но, согласно современным исследованиям, к этому возрасту развитие клеток головного мозга уже завершено на 70-80% . Не значит ли это, что мы должны направить свои усилия на раннее развитие детского мозга до трехлетнего возраста?»

Автору этой статьи книга «После трех уже поздно» попала в руки еще до рождения собственного ребенка. Тема настолько увлекла, что в течении нескольких месяцев я перечитал практически все книги по раннему развитию дет ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 04.02.2011

« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები