შაბათი, 17.01.2026, 03:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

ქართველ დევნილთა განსახლების პროცესი ბრიტანული "The Economist"-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაზეთის შეფასებით, დევნილთა მიმართ საქართველოს პოლიტიკა უფრო ცივილიზებულია, ვიდრე აზერბაიჯანის, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლება მაინც გაეროსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეთანხმებული პროცედურების დარღვევით მოხდა.

"საქართველოს პოლიტიკა დევნილთა მიმართ უფრო ცივილიზებულია, ვიდრე მაგალითად მისი მეზობელი აზერბაიჯანისა... მაგრამ, მათი გამოსახლებისადმი მიდგომა მაინც მოუხეშავი იყო. როდესაც 2010 წლის აგვისტოში პირველი გამოსახლება დაიწყო, გაერო-ს ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა კრიტიკის ცეცხლი გახსნეს. საპასუხოდ, ოფიციალურმა პირებმა გამოსახლებაზე მორატორიუმი გამოაცხადეს მანამდე, სანამ არ შეათანხმებდნენ ყველა მხარისთვის მისაღებ პროცედურას. გამოსახლება 20 იანვარს განახლდა, მაგრამ დამოუკიდებელი მეთვალყურეები ამბობენ, რომ შეთანხმებული პროცედურები ცუდად შესრულდა", - ნათქვამია სტატიაში და აქვე ისიც განმარტებულია, რომ "რუს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1029 | Added by: NaTia | Date: 08.02.2011

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის სახელწოდებაა „თუმანიშვილის მოსწავლეები თუმანიშვილის თეატრში". პრეზენტაცია პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა დაესწრება. სიტყვით გამოვლენ თუმანიშვილის თეატრის მმართველი, ზურაბ გეწაძე, ასევე რეჟისორები, ლევან წულაძე, დავით დოიაშვილი და დავით საყვარელიძე. 

პროექტი ქართველი რეჟისორის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორცილედება. მისი მიზანია, თუმანიშვილის აღზრდილმა, სხვადასხვა თაობისა და ხელწერის მქონე ისეთმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ლევან წულაძე, დათო დოიაშვილი, დავით საყვარელიძე, თუმანიშვილის მიერ დაარსებულ კინომსახიობთა თეატრში დადგან თითო სპექტაკლი. ხოლო 2012 წლის 6 თებერვალს, თუმანიშვილის დაბადების დღეზე, გაიხსნას კვირეული, სადაც ყოველ დღე წარმოდგენილი იქნება პროექტში მონაწილე რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები. 

გარდა ამისა, თუმანიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით, თუმანიშვილის თეატრის ინიციატივაა, 2011 წელი გამოცხადდეს მიხეილ თუმანიშვილის წლად. ამასთან დაკავშირებით კი შედგეს რიგი პროექტებისა, რომელთა განხორცილებაც დაიწყო 2011 წლის 4 თებერვლიდან: მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული წიგნების პრეზენტაცია; მიხეილ თუმანიშვილის ნახატების გამოფენა; მიხეილ თუმანიშვილის წიგნების – ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1041 | Added by: NaTia | Date: 08.02.2011

უისტლერის საციგაო ტრასა, რომელზეც დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, გაუმართავი იყო .

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ერთ-ერთი კანადური ტელევიზიის CBC-ის ეთერში დღეს სიუჯეტი გავიდა, რომელშიც ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვისა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ არის მოთხრობილი.

ადგილორივ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო. ტელეკომპანია CBC-ის გადაცემაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამ არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო.

ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯონ ფურლოგი თამაშების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეშფოთებული იყო იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები ავითარებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, თამაშების ო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 977 | Added by: NaTia | Date: 08.02.2011

საქართველოს მთავრობა "აზიის განვითარების ბანკთან" ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის პროექტებზე მუშაობს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა ბათუმში ბიზნესასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მსოფლიო ბანკთან ერთად განიხილავს ახალ ინციატივას, რაც რეგიონალური განვითარების დამატებით ხელშეწყობს ითვალისწინებს. კერძოდ, კახეთის რეგიონში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას.

„ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ინიციატივები უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს კერძო სექტორს განვითარებისთვის, რაც უკვე ვნახეთ აჭარისა და სვანეთის მაგალითზე, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციები, კერძო მეწარმეები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ სწრაფი შედეგების მიღწევას", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" საქართველოს ბიზნესასოციაციის ინიციატივით ბიზნესმენებისა და მთავრობის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 994 | Added by: NaTia | Date: 07.02.2011

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები