ოთხშაბათი, 29.04.2026, 20:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

"პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” - ასეთი სახელწოდება აქვს ამერიკელი ექსპერტის, ბრიუსელში გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორის რონ ასმუსის წიგნს, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ეძღვნება. ახლახან რონ ასმუსი საქართველოს ეწვია და წიგნის პრეზენტაციაც გამართა. რას წერს და რატომ რონ ასმუსი წიგნში "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” და როგორ ხედავს მოვლენათა განვითარებას დღევანდელ კონტექსტში? წიგნის ავტორს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი ესაუბრა.



რადიო თავისუფლება: წიგნის სახელწოდებაა "პატარა ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა”, თუმცა შეგრძნება, რომელიც ამ წიგნის გაცნობის შემდეგ დამრჩა, არის ის, რომ მსოფლიო ლიდერები დიდად არ მონაწილეობდნენ ომის დარეგულირებაში, კონფლიქტის ისე გადაწყვეტაში, რომ ორივე მხარე ყოფილიყო მოგებული. რატომ ფიქრობთ, რომ ამ ომმა მსოფლიო შეძრა, თუ ეს, უბრალოდ, თქვენი სურვილია, რომ ამ ომს მსოფლიო შეეძრა?

რონ ასმუსი: თავდაპირველად ჩემი წიგნის სამუშაო სახელი იყო "პატარა ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”. მერე მე გავაანალიზე, რომ მას მსოფლიო არ შეუცვლია. შემდეგ ავირჩიე სიტყვა "შეარყია მსოფლიო”, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ომმა ეს გააკეთა - შეარყია აზრი, რომ ომი შეუძლებელია ევროპაში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე წიგნი დავწერე, არის ის, რომ, ჩემი აზრით, ხალხს უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მიბრუნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ უნდოდათ ეს ომი ნოხის ქვეშ შეეგდოთ, დაებრალებინათ ვისთვისაც გინდა, სააკა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1122 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა სულ უფრო მეტად აფერხებს საჰაერო მიმოსვლას: საქმე გვაქვს გლობალური საჰაერო სივრცის ყველაზე მასშტაბურ შეზღუდვასთან იმ ზომების შემდეგ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა საჰაერო მიმოსვლაში.

საჰაერო მიმოსვლა ქაოსით არის მოცული ფერფლის გიგანტური ღრუბლის გამო, რომელიც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ვრცელდება. ბრიუსელში განთავსებული „ევროკონტროლის" - ევროპის საჰაერო ნავიგაციის სააგენტოს - ცნობით, საჰაერო მიმოსვლის ვულკანური ფერფლით გამოწვეული შეფერხება კიდევ, სულ ცოტა, 24 საათი გასტანს.

ეს კი ნამდვილად არ არის სასიხარულო ცნობა მგზავრებისთვის მსოფლიოს სულ უფრო მეტ რეგიონში, უწინარეს ყოვლისა, ევროპაში. გადადებული რეისის გამო პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, ბევრ სხვა მგზავრთან ერთად უწევს ლოდინი ექტორ ტუშეს. ის პარასკევს, დილის 10 საათზე უნდა გაფრენილიყო ბრაზილიაში, მაგრამ „ერ ფრანსის" რეისი გააუქმეს - ისევე როგორც სხვა რეისებიო, დასძენს ტუშე.


... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1271 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

 


ჩინეთში ოთხშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, რომელთაც საინფორმაციო სააგენტო სინხუა ავრცელებს, დაიღუპა 1144 ადამიანი. ეს მაჩვენებელი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან 400 ადამიანი კვლავაც დაკარგულად ითვლება. ოთხშაბათს მომხდარი, 6,9 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაშავდა და სახლ-კარის გარეშე დარჩა.

Category: სტატიები | Views: 1138 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

მომავალ კვირას ლონდონში ქეთი მელუას ახალი ალბომის, ”სახლის”, რელიზი შედგება. ეს იქნება მომღერლის მეოთხე სტუდიური დისკი, რომელსაც მუსიკის სპეციალისტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ალბომის სარეკლამო კლიპი ცოტა ხნის წინ ინტერნეტში დადეს... ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე სინგლი, რომელიც ქეთი მელუამ ახალ ალბომთან ერთად ჩაწერა.

ქეთი მელუას ვებგვერდზე - ასევე ”YouTube”-ზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ალბომის ეგრეთწოდებული ”პრომო ვიდეო ვერსია”, რომელიც, როგორც მივხვდი, ტრეკების თანმიმდევრობის მიხედვითაა აგებული.. სულ 12 ტრეკია - ისე განაწილებული, რომ მსმენელს მრავალფეროვნების შთაბეჭდილება შეექმნას და ამით, გარკვეული თვალსაზრისით, პასუხი გაეცეს ქეთი მელუას იმ ოპონენტებს, რომლებიც ხშირად იმეორებენ: კარგი მომღერალია, ლამაზი ხმა აქვს, მაგრამ მეტისმეტად ერთფეროვანიაო.

სხვათა შორის, ერთფეროვნების გადალახვის მცდელობას ჰგავდა 2009 წელს გამოშვებული ქეთი მელუას ცოცხალი კონცერტის ჩანაწერი, სადაც მომღერლის იმპროვიზაციული ნიჭი უნდა წარმოჩენილიყო...

ახლაც, მელუას ახალი დისკის სარეკლამო-ვიდეო კლიპში, ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სახე, რომელიც ამ მომღერალმა თავისი პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ, ე.ი. 2003 წლიდან, დაამკვიდრა - ხალასი, სუფთა, ოდნავ გულუბრყვილო ახალგაზრდა ქალის სახე... მრავალფეროვნებისთვის მამაკაცების კორდებალეტია შემოყვანილი, თუმცა აქცენტი მაინც თავად ქეთი მელუას ხმის შესაძლებლობებზე კეთდება.
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1162 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

დალაი ლამას თქმით, ტიბეტს ”კანონიერი და რეალური” ავტონომია უნდა მიენიჭოს -
დალაი ლამას თქმით, ტიბეტს ”კანონიერი და რეალური” ავტონომია უნდა მიენიჭოს -
ასეთი მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა ტიბეტელი ბუდისტების დევნილობაში მყოფი სულიერი ლიდერი. დალაი ლამას სიტყვებით, პეკინი ტიბეტში შიშის ატმოსფეროს თესავს და მისი პოლიტიკა ადგილობრივი კულტურის განადგურებას იწვევს.

ამავე დროს, ტიბეტის ლიდერმა განაცხადა, რომ არ მოითხოვს ტიბეტის ჩინეთისგან გამოყოფას. [დალაი ლამა] ”ვფიქრობ, რომ კომუნისტები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს: ტვინის გამორეცხვას, ინფორმაციის დამახინჯებას, ასევე სისასტიკეს, დაპატიმრებას და წამებას. მაგრამ არასდროს გამოუვათ ტიბეტელების სულის გატეხვა.” დალაი ლამას მიმართვა ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ტიბეტის აჯანყების 50 წლისთავს მიეძღვნა. ამ ამბოხის შემდეგ დალაილამა იძულებული გახდა ტიბეტი დაეტოვებინა.

Category: სტატიები | Views: 1125 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

« 1 2 ... 117 118 119 120 121 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
საიტის მეგობრები