ორშაბათი, 27.04.2026, 00:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

                             მხატვარი ალექს ბერდიშევი.


ნიჰილიზმი და ღირებულებათა გადაფასების პრობლემა

ყველა ეპოქას თავისი შესატყვისი ღირებულებები აქვს, რაც განპირობებულია ეპოქის ხასიათით. ანტიკურ პერიოდში მას მითოლოგია და ფილოსოფია განსაზღვრავდა. შუა საუკუნეებში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა რელიგიამ, რამაც განაპირობა შესაბამის ღირებულებათა წარმოქმნა; აღორძინების ეპოქაში უპირატესობა ჰუმანისტურმა და საერო იდეალებმა მოიპოვეს; ახალ დროში კაპიტალიზმის ჩამოყალიბებას და დამკვიდრებას თან მოჰყვა საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიის შესაბამისი ღირებულებები. მეცნიერულ – ტექნიკური პროგრესის ეპოქაში წამყვანი ფასეულობა გახდა მეცნიერება და ტექნიკა.
როგორც ვნახეთ, ეპოქათა ცვალებადობის კვალდაკვალ ხდება ღირებულებათა შეცვლა. იმსხვრევა ძველი და მის ადგილს თანდათანობით იკავებს ახალი. ეს არის ღირებულებათა გადაფასების პროცესი, რომლის შედეგად მიმდინარეობს ძველი ეპოქის გამომხატველი ღირებულებების შეცვლა ახალი ეპოქის შესატყვისი იდეალებით. ეს ნორმალური პროცესია, რადგან მას აუცილებლობით მოითხოვს საზოგადოებრივი პროგრესი.
სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბჭობა ეხება ნიჰილიზმს. იგი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან "ნიჰილ", რაც ნიშნავს არარას. ნიჰილიზმი არის თეორია, რომელიც მოითხოვს არა ღირებულებათა გადაფასებას, არამედ საერთოდ უარყოფს ყოველგვარი ღირებულების მნიშვნელობას. იგი არ ატარებს პრინციპულ განსხვავებას დადებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1444 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

                 Golconde. რენე მაგრიტი. 1953.


პიროვნება, მასა და ბრბო

მასა არც ეთნიკური და არც ისტორიული ერთობა არ არის. იგი გარკვეული ტიპის ადამიანთა სიმრავლეა. ამ ადამიანებს აერთიანებთ არა ეროვნულობა, არა რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება ან პროფესიული საქმიანობა, არამედ აზროვნების გარკვეული დონე და ხასიათი. თუ მასას რაოდენობრივად დავახასიათებთ, მაშინ იგი საზოგადოების უმრავლესობაა. თვისებრივი მახასიათებლის მიხედვით, იგი გამოხატავს ადამიანის საშუალო დონეს. ეს არის ადამიანი მის ყოველდღიურობაში, რომელსაც არ აქვს თავისი `მე~, დაკარგული აქვს თავისი ინდივიდუალობა და პიროვნულობა. მასის ყოველი წარმომადგენელი ერთმანეთს ჰგავს, ისინი არაფრით არ განირჩევიან ერთმანეთისაგან. მასა არ არის ცალკეულ ადამიანთა ჯამი, იგი საშუალოობა, უსახობა და უპიროვნობაა. ეს არის ადამიანი, რომელიც მარტინ ჰაიდეგერმა აღნიშნა ტერმინით `მან~- ი. ეს არის სხვებისაგან განურჩეველი ადამიანი. მოკლედ, მასა შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც საშუალო ადამიანი – `მან~- ი, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ინდივიდუალობა.
ვინ არის პიროვნება? პიროვნება ადამიანური ინდივიდია, მაგრამ არა ყოველი ინდივიდი. იგი ისეთი ინდივიდია, რომელიც სხვებისაგან გამოირჩევა თავისი ცნობიერებით და თვითცნობიერებით, ნიჭით და უნარებით. იგი მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალობაა, რომელსაც თვითმყოფადი და დამოუკიდებელი სახე აქვს.
მოკლედ, პიროვნება შეიძლება შემდეგნაირა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1346 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

წ ყნარი შეხება, სიყვარულის ისტორია, მხატვარი ლევან მინდიაშვილი.


თუ სიყვარული უბრალო ცხოველობაა, მაშინ იგი არ არის ლამაზი, მშვენიერი. თუ იგი უსხეულო ვნებაა, მაშინ იგი არაა ცოცხალი, ხორცშესხმული. იგი ერთსა და იმავე დროს მშვენიერი სულის სურვილიცაა და ლამაზი სხეულის წყურვილიც… მშვენიერი სული ლამაზი სხეულისათვის ლტოლვილი და ლამაზი სხეული მშვენიერი სულისათვის ვნებული”.
გრიგოლ რობაქიძე.


"მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩემთვის!” – ეს გამონათქვამი ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი. როგორ გგონიათ, რა ჰქონდათ მხედველობაში ძველ მოაზროვნეებს? ალბათ, ემოციები და აღტკინება, ქვენა გრძნობები და ვნებები. ეს უნიკალური თვისებებია, მათ ცხოველურ სამყაროში ვერ მოიძიებთ. ადამიანური არსებობის დრამატულობა სწორედ რომ "ვნებებით თრობაში” ვლინდება და უმთავრესი მათ შორის სიყვარულია… კაცობრიობა ერთ დღესაც ვერ იცხოვრებს მის გარეშე…
სიყვარულის საზოგადოდ მიღებული განმარტება, ისევე როგორც მრავალი ფილოსოფიურ-ეთიკური კატეგორიისა, არ არსებობს. სიყვარული სიკეთისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაში გამოვლენილი უზოგადესი პრინციპია – თვლიდა პლატონი და სწორედ მან აამაღლა სიყვარულის ცნება ფილოსოფიური განსჯის დონემდე. პლატონმა სიყვარულის სახეების იერარქია შემოგვთავაზა: უმდაბლესი დონე – ფიზიკური სიამოვნების მიღებაა (ეს დონე, მისი აზრით, შეუფერებელია ადამიანისათვის, განცხრომა და სიტკბოება, რომლისკენაც ასე მიილტვის ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2112 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

სისხლიანი ცრემლები და წლები, მხატვარი ზურა ბალანჩივაძე.


სიკვდილი და სიცოცხლე

"არავინ იცის, რა არის სიკვდილი, და არის თუ არა იგი უდიდესი სიკეთე ადამიანისათვის, მიუხედავად ამისა, მისი ეშინიათ, თითქოსდა იციან, რომ იგი უდიდესი ბოროტებაა”
პლატონი

"ყველამ იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ რაკი ის მოახლოებული არ არის, არავინ მის შესახებ არ ფიქრობს”
არისტოტელე

"ბოროტებათაგან უსაშინლესი – სიკვდილი – ჩვენ სრულიად არ გვეხება, რადგან როცა ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როდესაც სიკვდილი არის, ჩვენ აღარ ვართ. ასე რომ, იგი სრულებით არ ეხება არც ცოცხლებს, არც მკვდრებს, რადგან პირველთათვის იგი არ არსებობს, მეორენი კი უკვე აღარ არსებობენ”.
ეპიკურე

"სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”.
გოდერძი ჩოხელი

"სიცოცხლე ცვლაა… ყველაფერი ცვლაა… ამ ცვლაში არა რჩება რა… რჩება?! მაგრამ მისი ხელშეხება ძნელია… სიცოცხლის სიტკბო კი ეს ხელშეხებაა”.
გრიგოლ რობაქიძე

"ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს, სიმდიდრე, ნიჭი, სამშობლო, სიცოცხლე და ა.შ., მაგრამ ვერვინ ვერ წაართმევს სხვას მის სიკვდილს”.
ჰაიდეგერი

"უმაღლესი და დიადი სიბრძნე, რომელსაც ადამის ძემ შეიძლება მიაღწიოს, ისაა, რომ ყოფნას არავითარი უპირატესობა არ გააჩნია არყოფნასთან, სიცოცხლეს – სიკვდილთან”.

"ეჭვი და გაკვირვება ფილოსოფიის დასაბა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 3616 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

                             გზა. მხატვარი ალექს ბერდიშევი.


კულტურა და ცივილიზაცია

კულტურის ფილოსოფია

კულტურის, როგორც უნივერსალურ და ყოვლისმომცველ ფენომენზე ორიენტირებული ფილოსოფიური დისციპლინაა. იგი ჩამოყალიბდა ორი საუკუნის მიჯნაზე – XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში. ტერმინი "კულტურფილოსოფია” პირველად იხმარა გერმანელმა რომანტიკოსმა ა. მიულერმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის შესახებ ცალკეული მოსაზრებები ბევრად უფრო ადრე, ევროპული ცნობიერების განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე აღინიშნებოდა. კულტურის ფილოსოფია იკვლევს შემდეგ პრობლემებს: რა არის კულტურა? როგორია მისი დამოკიდებულება ბუნებასთან? რა განაპირობებს სხვადასხვა კულტურების არსებობას? რა კავშირია კულტურასა და ცივილიზაციას შორის? რა უდევს საფუძვლად კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებას? და სხვა.
საზოგადოება მრავალი ქვესისტემის შემცველი მთლიანი წარმონაქმნია. საინტერესოა: არის კი მათ შორის რომელიმე განმსაზღვრელი და განმაპირობებელი? ყოველი საზოგადოება, ყოველი ქვეყანა განუმეორებლად თავისებური და თვითმყოფადია – თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით. ეს თავისთავად გულისხმობს გარკვეული ფაქტორების არსებობას, რომლებიც განცალკევებულ სოციალურ ქვესისტემებს აერთიანებენ რაღაც ხარისხობრივად განსაზღვრულ მთლიანობაში. თანამედროვე ფილოსოფიაში საზოგადოების მთლიანობის დასახასიათებლად იყენებენ კულტურისა და ცივილ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1641 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

« 1 2 ... 118 119 120 121 122 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
საიტის მეგობრები