შაბათი, 21.06.2025, 21:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili.


მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას აკადემიაში. 1988 წლიდან _ პროფესორი.


ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. მის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრებია: "რუსთაველი” (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, კ. მარქსის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა), "რუსთაველი” (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია). მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა” (ბრინაჯო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან…” (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია; 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დურალუმინი, 1966, თბილისი, მეტროსადგური "მარჯანიშვილი”), "ილია ჭავჭავაძე” (ბრინაჯო, 1985, თბილისი), "ტიციან ტაბიძე” (ბრინჯაო, 1994), ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1874 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

მერაბ მამარდაშვილის ძეგლი. მოქანდაკე ე. ნეიზვესტნი – Merab Mamardashvili. E.

Neizvestny


ნაწყვეტი წერილიდან "ნაციის დაბადება ბიზანტიური გეტოდან”

ინტერვიუ ზაზა შათირიშვილთან
ნინო ბექიშვილი

- შევარდნაძის ეპოქაში იყო მერაბ მამარდაშვილზე საუბარი, ვთქვათ, მისი "მოშინაურების” მცდელობა, თუნდაც მაშინ, როცა ერნსტ ნეიზვესტნის ცნობილი ძეგლი დადგეს. დღეს მამარდაშვილზე ნაკლებად საუბრობენ, როგორ ფიქრობთ, რატომ? მამარდაშვილი აქცენტს პიროვნების პასუხისმგებლობაზე, ისტორიის გააზრებასა და შეფასებაზე, ამავე ისტორიაში "ჩართულობაზე” აკეთებდა, რამდენადაა ჩვენი საზოგადოება დღეს "ჩართული” ისტორიაში?

- სწორედ მამარდაშვილი ამბობდა, თუ დასკვნები და გამოცდილება არ გამოვიტანეთ, შემდეგი წელი 1987 კი არ იქნება, არამედ – 1937 წელიო. საუბარი იმაზე კი არ არის, 30 მილიონი კაცი დახვრიტეს, თუ 3 კაცი მოკლეს. ლაპარაკია გარკვეულ სიტუაციაზე, სადაც არის "შეთქმულების თეორია”, სწორედ იქაა 37 წელი. ეს კონსპიროლოგიური მომენტი ნებისმიერ ელიტას ახასიათებს, უფორმო მასისგან რაღაცას გაკეთებას რომ ცდილობს…

როცა მამარდაშვილი ლაპარაკობდა ისტორიაზე, გულისხმობდა რაღაც ისეთს, რაც მარადიულია, მეტაფიზიკურია, გულისხმობდა იმას, რაც ისტორიის საფუძველში დევს. ისტორიას მამარდაშვილისთვის ორი ძირი ჰქონდა – ანტიკური და ქრისტიანული. ანტიკურში ის გულისხმობდა თავისუფლების იდეას ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1573 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili (1930 – 1990)

ჯაშუშის ცხოვრება
ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილთან

ეს ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისცა ფრანგ ჟურნალისტს ან შევალიეს. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა მოსკოვიდან თბილისში მოემგზავრებოდა. ეს დიდი ქართველი ფილოსოფოსის ბოლო ინტერვიუა…


90-იანი წლების სტუდენტები მის არც ერთ ლექციას არ ვაცდენდით. ეს ალბათ უფრო ინტუიციით ხდებოდა, ახალგაზრდა ადამიანის ინტუიციით, რომელიც ჭეშმარიტებას მთელი გულით ესწრაფვის. და მაინც, ჩვენ ყველამ, უფროსებმაც და ახალგაზრდებმაც, ის შეცდომა დავუშვით, რაზეც მერაბ მამარდაშვილი გვაფრთხილებდა. იქნებ არც ახლა იყოს გვიან…

ინტერვიუ 1990 წლის 20 აგვისტოს მშფოთვარე თბილისში, საარჩევნო კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში მის ბინაში შედგა. ეზოში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და ისეთი ხმაური იყო, იძულებული გავხდით, რამდენჯერმე შეგვეწყვიტა საუბარი.

ან შევალიე: გვიამბეთ ახლა სად ასწავლით, რა თემებზე კითხულობთ ლექციებს ან უფრო ფართოდ – რას იკვლევთ ამჟამად?

მერაბ მამარდაშვილი: მოსკოვში, როგორც ამბობენ ხოლმე, "გასტროლებზე” მივდივარ, რადგან თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ. იქ მეგობრების და იმ ადამიანების მიწვევით მივემგზავრები, ვისაც ჩემი ნაშრომები აინტერესებს, მაგალითად – კინემატოგრაფიის ინსტიტუტსა და ფილოსოფიის ინსტიტუტში. თბილისში ვკითხულობ ლექციე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1137 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

მხატვარი თემო ედილაშვილი.


კოტე ჯანდიერი – Kote Jandieri

"კონკიას ღამე”

"აღებსთა, ფშეგიშხა, აცეტუკი”… ეს უცნაური, წარმართული შელოცვის მსგავსი სიტყვები უეცრად, ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდნენ მოლოდინით დაქანცული ქალის გონებაში. ვინ იცის უკვე მერამდენედ, ყველაზე მძიმე წუთებში, სასოწარკვეთის ქვიშიან ნაპირზე მდგარს სწორედ ეს სიტყვები ახსენდებოდა …

”აღებსთა, ფშეგიშხა, აცე-ტუკი”… ამ მთების სახელები პირველად მამისაგან გაიგო. მაშინ ისინი რესტორანში ისხდნენ, შემწვარ კალმახს შეექცეოდნენ და გაჰყურებდნენ მწვანედ მოლივლივე ტბას ვეებერთელა ფანჯრის მიღმა.

ტურისტული სეზონი თითქმის დამთავრებულიყო. დაბლა, ზღვის სანაპიროს ჯერ კიდევ შემორჩენოდნენ ტანგარუჯული დამსვენებლები; აქ კი, ამ სიმაღლეზე, არაფერი არღვევდა ხშირი წიწვნარით შებურული მთებისა და პრეისტორიული ქვეწარმავლის თვალივით ცივი და საშიში ტბის მდუმარებას. მამამისის ახალთახალი, შავად მოლაპლაპე "ვოლგა” სრულიად მოულოდნელ და უადგილო სხეულად მოჩანდა უკაცრიელ ავტოსადგომზე, ტყის ნაპირას.

- ყველაზე თვალისმომჭრელი აქ ტბაა, – ამბობდა მამა, – მაგრამ რომ არ იყოს ეს მთები, ეს აღებსთა, ფშეგიშხა და აცეტუკი, არც ეს პატარძალი იარსებებდა. ეს მთები აჩერებენ ღრუბლებს, თავის კალთებზე ატოვებინებენ ტენს.

სათავეს აძლე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1455 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

სამუელ გრიგოლის ძე ბუაჩიძე (პატიზანული ფსევდონიმი ნოე) (დ. 5 ივლისი/17 ივლისი, 1882, სოფ. ფარცხნალი, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი ― გ. 20 ივნისი/3 ივლისი, 1918, ვლადიკავკაზი), რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე. ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კომპარტიის წევრი 1902-იდან

ბიოგრაფია 



დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და მასწავლებელთა კურსები. 1905 წელს იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ბელაგორის (ახლანდელი დაბა(????) ხარაგაული) ბოლშევიკური ორგანიზაციის მეთაური და დასავლეთ საქართველოში გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906- 1907 წლებში აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში, დონის როსტოვსა და მოსკოვში.

რევოლუციურ მოღვაწეობისათვის ბუაჩიძე სამხედრო-საველე სასამართლოს გადასცეს. მას სიკვდილი დასჯა მოელოდა, მაგრამ გაიქცა. 1907 წელს ბუაჩიძე მოსკოვში დააპატიმრეს და 4 წლის საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს. 1911 წელს საზღვარგარეთ გაიქცა.

ჯერ თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბულგარეთში, სადაც დაუახლო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1090 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

« 1 2 ... 125 126 127 128 129 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები