შაბათი, 21.06.2025, 18:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ალექსანდრე (საშა) გრიგოლის ძე წულუკიძე (დ. 1 ნოემბერი/13 ნოემბერი, 1876, დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. 8 ივნისის/21 ივნისი, 1905, ქუთაისი, დაკრძალულია ხონში), ქართველი მარქსისტი რევოლუციონერი, წულუკიძეების სათავადო სახლის წარმომადგენელი. რუსეთის პირველი რევოლუციის მონაწილე, ლენინურ-ისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

1896 წელს შევიდა ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში და გახდა "მესამე დასის" რევოლუციური ფრთის აქტიური წევრი. რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და ბაქოში.

1897-1899 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. გახდა სტუდენტური მარქსისტული წრის წევრი და განაგრძობდა მარქსისტული ფილოსოფიის, პოლიტიკური ეკონომიის და მეცნიერული სოციალიზმის საკითხების პროპაგანდას. 1899 წელს დაბრუნდა საქართველოში და ენერგიულად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში.

1900-1901 წლებში ხელმძღვანელობდა გაფიცვებს, მუშათა წრეს ბათუმში. 1901-1902 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ "ბრძოლაში". 1902 წელს მონაწილეობდა რსდმპ-ის ქუთაისის, იმერეთ-სამეგრელოს და სხვა კომიტეტების შექმნაში.

1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანიზატორი. რსდმპ II ყრილობის შემდეგ - ბოლშევიკი, გაზეთ "პროლეტარიატის ბრძოლის" ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი. თანა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1108 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

სიმონ პილატეს ძე ჯუღელი (დ. 27 ოქტომბერი/8 ნოემბერი, 1888, სოფ. სვირი, ქუთაისის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი - გ. 14 აპრილი, 1935, თბილისი), პროფესიონალი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1907-იდან.

1907-1915 წლებში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა სოხუმში, შემდეგ - თბილისში. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯუღელის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს აფთიაქების მუშაკთა პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედაც თვითონვე აირჩიეს.

1920 აქტიური პარტიულ და პროფკავშირულ მუშაობას განაგრძობდა ვლადიკავკაზში. იქვე შექმნა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი. ჯუღელი აირჩიეს „მედსანშრომის" საოლქო პროფკავშირის თავმჯდომარედ და შეიყვანეს რკპ (ბ) ვლადიკავკაზის საოლქო კომიტეტში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების (1921) შემდეგ ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო. საკ. კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცკ-ისა და თბილისის კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1175 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

"კავკასიური სამეული": მიქოიანი, სტალინი და ორჯონიკიძე.


გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (დ. 12 ოქტომებერი/24 ოქტომბერი, 1886, სოფ. ღორეშა, ხარაგაულის რაიონი - გ. 18 თებერვალი, 1937, მოსკოვი) ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1903 წლიდან. პოლიტბიუროს წევრი, სტალინთან დაახლოებული პირი.


ბიოგრაფია.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. 1903 წლიდან რადიკალურ პოლიტიკაში ჩაება და თბილისში მიხაილოვის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდისთვის.

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გერმანიაში მიდის, თუმცა 1907 წელს რუსეთში ბრუნდება და ბაქოში სტალინსა და მის თანამზრახველებს უერთდება. სერგოს მონაწილეობა აქვს მიღებული სპარსეთის საკონსტიტუციო რევოლუციაში, როგორც ბოლშევიკთა წარგზავნილს და ამგვარად გარკვეული პერიოდი თეირანში მოუხდა ყოფნა (დაახ. 1909), მოგვიანებით კი ასევე მონაწილეობდა გილანის (ირანი) სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში 1920-21 წლებში.

ბაქოში ყოფნისას ის დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის და ციმბირში გაამწესეს, თუმცა სამ წელიწადში გაქცევა მოახერხა. 1912 წელს ის სტალინთან ერთად სანქტ-პეტერბურგში ბრუნდება, თუმც ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1175 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, შტაბს-კაპიტანი ალექსანდრე ჯანდიერი (დახვრიტეს 1924 წელს).


ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი (დ. 12 ივნისი/24 ივნისი, 1851, საგარეჯო ― გ. 4 აპრილი, 1933, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, რევოლუციონერი, ჟურნალისტი, რედაქტორ-გამომცემელი, მთარგმნელი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში (ახლანდელი მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გაირიცხა აკადემიიდან. XIX საუკუნის 90-იან წლებიდან თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1827 მისი თაოსნობით დაარსდა "წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა", მანვე გახსნა წიგნსაცავი-სამკითხველო ახალგაზრდობისათვის, აგრეთვე მოაწყო სტამბა და ცინკოგრაფია.

გამოსცა ქართველ კლასიკოსთა თხზულებები. იყო ჟურნალ "მოამბის" დროებითი რედაქტორი ( №№ 5-9) და საგამომცემლო საზოგადოების თავმჯდომარე (1894-1895). გაზეთ "ცნობის ფურცლისა" და მისი ყოველკვირეული "სურათებიანი დამატების" რედაქტორ-გამომცემელი (1901-1906). მისი მემუარები დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში" (1934, № 1-6).

... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1156 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

                       სერგო ფარაჯანოვი – Sergei Parajanov.


სერგო ფარაჯანოვი – Sergei Parajanov (1924 – 1990)

თეო ხატიაშვილი – „თაღლითი" რეჟისორის ტრაგიკული ისტორია

„იცით რა არის შამფური? – ხანჯალი, რომელზეც მწვადს აცვამენ. იმისთვის რომ აგურები ნაგებობად გადაიქცეს, საჭიროა ყველაზე ელემენტარული სიუჟეტური შამფური, რომელზეც ეს ყველაფერი აისხმება და ფორმას მიიღებს" – ეს შენიშვნა სამხატვრო საბჭოზე „კიევის ფრესკების" განხილვისას გამოითქვა.

თუმცა ფარაჯანოვს ყოველი მომდევნო „უშამფურო" ფილმის გადაღების შემდეგ მსგავს პრეტენზიებს უყენებდნენ. ფარაჯანოვი შენიშვნებს, რასაკვირველია, არ ითვალისწინებდა; რაღაცნაირად ახერხებდა (თუმცა ყოველთვის ვერა,) დაერწმუნებინა, დაენახვებინა საბჭოს წევრებისთვის სუმბურული, პოეტური იერსახეებით სავსე სცენარი, რისთვისაც ალბათ, მისთვის ჩვეულ დემაგოგიასა თუ არტისტიზმს არ იშურებდა.

თანაც დაუფარავად აცხადებდა: „ღმერთმა ქნას, ჩვენს სტუდიას ფორმალიზმში სდებენ ბრალს, ღმერთმა ქნას, სიმბოლოები გვქონდეს. როგორ შემიძლია კინოს ენაზე გადმოვცე რა არის წვიმა? საწვიმრებით…"


ასეთი სახოვანი იყო ფარაჯანოვის დამოკიდებულება ნებისმიერი მოვლენისადმი – წვიმა არა „ნატურალური სახით", არამედ საწვიმარი ლაბადებით, სიყვარულის ახსნა არა ჩვეულებრივ, ბანალურად (ანუ რა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1622 | Added by: NaTia | Date: 04.05.2010

« 1 2 ... 126 127 128 129 130 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები