|
მთავარი » ენციკლოპედია

პიერ პაოლო პაზოლინი იტალიელი კომუნისტის ანტონიო გრამშის საფლავთან, 1962. პიერ პაოლო პაზოლინი – Pier Paolo Pasolini (1922 – 1975)
თეო ხატიაშვილი – მე გაჩვენებთ, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო…
ჰომოფობიურ საზოგადოებაში, როგორადაც დღემდე რჩება, ქართული საზოგადოება, ჰომოსექსუალობა პოლიტიკური მკვლელობის ინსპირირების საუკეთესო "საშუალებაა”. უკანასკნელი წლების მანძილზე სამი გახმაურებული მკვლელობა (უფრო სწორედ ერთი მკვლელობა, მეორე- იძულებითი თვითმკვლელობა, მესამე – "უბედური შემთხვევა”) სწორედ ამ მიზეზით დარჩა ბოლომდე გაუხსნელი და აუხსნელი.
მორალისტური კოდექსების ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას ურჩევნია მოახდინოს მსხვერპლის ჰეროიზაცია და მიზეზები ბუნდოვანი დარჩეს, ვიდრე პოპულარული სახე "ბინძური ჭორებით” რეპუტაცია-შელახული აღმოჩნდეს. სხვა საკითხია, რომ როგორც წესი, ამ "რეპუტაციის” შესახებ ყოველთვის და ყველასთვის ცნობილია ხოლმე (ყოველ შემთხვევაში, ჭორის დონეზე მაინც), მაგრამ, მთავარია ის არ იყოს დეკლარირებული. ამგვარი ფარისევლური შეთანხმება რაღაცეების მიჩქმალვაზე, რათა საზოგადოების მორალურ სახეზე წარმოდგენა არ დაირღვეს, ჰომოფობიის კიდევ ერთი გამოვლენაა.ბოლო ხანების ყველ
...
კითხვის გაგრძელება »
|

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. * * *
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა იოანე ოქროპირი
ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე:”და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს. ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა. მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპო
...
კითხვის გაგრძელება »
|
რატომ ვიწერთ პირჯვარს?  პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: მსურს რომ ყველგან ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე” (1 ტიმ. 2, ფსალმუნშიც წერია: ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა” (ფს. 140, 2).
ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ.
ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი”. ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ჩვილის გადარჩენა
ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ დაბრუნდნენ. წმინდა ნიკოლოზი კი დიდ სასწაულს ამზადებდა იმ ქალაქის მცხოვრებთათვის. ღამით მან ამოიყვნა დნეპრიდან ჩვილი და სოფლის ჩაკეტილ ეკლესიაში თავისი ხატის ქვეშ დააწვინა. ცისკარზე მნათე რომ შევიდა ეკლესიის ეზოში, ბავშვის ტირილი შემოესმა. უსაყვედურა დარაჯს:
- შენ რა ბავშვიანი ქალების სასტუმროდ აქციე ტაძარი?!
დარაჯმა მნათეს გაკვირვებულმა შეხედა და ჩაკეტილი კარზე მიუთითა. მაშინ ორივე შევიდნენ ტაძარში და სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხატის წინ ნახეს მტირალა ჩვილი, რომლის სახვევებს ჯერაც ვერ მოესწრო გაშრობა. დილაადრიან მიტროპოლიტმა თავისი წარგზავნილების პირით ამცნო ბავშვის მშობლებს და მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს ეს ამბავი. ასე იპოვეს უკვე გამოტირებული ჩვილი მშობლებმა წმინდა ნიკოლოზის ხატთან.
წმიდა ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (გაბრიელის) გადარჩენა დახრჩობისაგან საქართველოში ბევრისათვის არის ც
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|