|
|
მთავარი » სტატიები

ჯეიმს კუკი – უდიდესი ინგლისელი ზღვაოსანი, ასობით კუნძულის აღმომჩენი. მისმა გემებმა სამჯერ შემოუარეს დედამიწას, ექვსჯერ გადალახეს ეკვატორი. კუკმა ისტორიაში პირველად გადაკვეთა სამხრეთ პოლარული წრე. იგი იყო პირველი ვინც ადამიანთაგან ფეხი დაადგა არქტიკასა და ანტარქტიკას. მან ფაქტიურად "გადათელა” მთელი მსოფლიო. ჯეიმს კუკმა შეადგინა ავსტრალიის მთელი აღმოსავლეთი სანაპიროსა და ახალი კალედონის, ჰავაის კუნძულებისა და სამხრეთ გეორგიის, ახალი ზელანდიის, არქიპელაგის ტონგას, მარკიზის კუნძულების, ახალი ჰერბრიდებისი არქიპელაგი ტუამეტუს, ჩრდილო ამერიკის ჩრდილო დასავლეთ სანაპიროს რუკები. ჯეიმს კუკის რეპუტაცია, როგორც ნავიგატორისა და კარტოგრაფის იმდენად დიდი იყო რომ, ტრადიიციის ყოველგვარი დარღვევით, იგი მოჯამაგირის შვილი- ხდება ოფიცერი გემის კაპიტანი, მსოფლიოს ექსპედიციების ხელმძღვანელი.
Category: სტატიები |
Views: 1636 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

საჰარა დედამიწის უდიდესი უდაბნოა, მისი ფართობი 7მილ.კვ.კმ. საჰარა ოდესღაც დაფარული იყო სავანეებით და ტყეებით. დღეს კი უჩვეულოდ მშრალი ჰაერია. აქ არის ისეთი ადგილები სადაც წვიმა წლობით და ათწლობით არ მოდის, ხოლო თუ მოდის ზედაპირზე დაცემამდე ორთქლდება, მიწამდე კი ერთი წვეთიც არ აღწევს. საოცარი ის არის რომ ასეთ ადგილებში, სრულიად მოულოდნელად იწყება ისეთი დიდი თავსხმები, რომლებიც ძლიერ წყალდიდობას იწვევს, დიდი ფართობი ადამიანის სიმაღლეზე იფარება წყლით. ამბობენ, რომ საჰარაში უფრო მეტი ადამიანია წყლით დამხვრჩალი, ვიდრე წყურვილით დაღუპული. ტრიპოლთან ახლოს ჰაერის ტემპერატურა ივლისში 58 გრადუს –აც აღწევს. კლდეების მუქ ზედაპირზე ტემპერატურა შეიძლება მიუახლოვდეს 100 გრადუსს. დღისით უდაბნოში ცხელა, ღამე ცივია. ჰაერის ტემპერატურეს სადღეღამისო რყევა 30 გრადუსს აღემატება. მაგრამ დღის სიცხეს ადამიანი უფრო ადვილად იტანს, ვიდრე ღამის სიცივეს.
ყველაზე აუტანელი ხანგრძლივი ქარბუქებია. მტვრისა და ქვიშის გრიგალი საოცარ სანახაობას ქმნის, ისინი ბობოქარ ხანძრებს გვანან. ცხელი ქარბუქიანი დღეების შემდეგ ჰაერი საჰარაში ძლიერ ელექტროლიზდება, რკინის ნივთები, ტანსაცმელი, თმებიც კი ნაპერწკლებს ყრის. ქარბუქი ხშირად საოცარი სიძლიერისაა. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ძლიერად მბრუნავ ქარს აქლემის უნაგირი გადაუსროლია 20 მეტრზეც.
Category: სტატიები |
Views: 1218 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს "სამსახურს”. ისტორიიდან ცნობილია , რომ სამურაები გაჩნდნენ როგორც ადგილობრივ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. ისინი მოდიოდნენ გლეხობიდან და მოსამსახურეთაგან. თავიდან საკმაოდ გაუთლელი ხალხი იყო, მათ მხოლოდ ბატონისადმი ბრმა მორჩილება და ბრძოლაში სიმამაცე მოეთხოვებოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში , როდესაც საომარი საქმე პროფესიად გადაიქცა, ეს აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ისინი სამსახურეობრივ კიბეზე დაწინაურებას მოითხოვდნენ , შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა, მათი ყურადღებამიიქცია ბუდიზმის ისეთ განშტეობა როგორიც არის - ძენი. სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება , ღირსების შენარჩუნება , პატიოსნება , სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდმათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება , ღირსების შენარჩუნება , პატიოსნება , სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა. არ უნდა გამოემჟღავნებინა შინაგანი განცდები , რაც არ უნდა მოუვიდეს სიკვდილთან გულგრილობის გრძნობა. ბუშიდოს კანონები თავმოყრილია წიგნში ”ჰაკაგურე” რ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1241 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

ამ პოსტში მოგითხრობთ ქართველ გმირზე, რომელმაც მეფის სიცოცხლე თავის სიცოცხლეზე მაღლა დააყენა…
ძველს დროში მთელი საქართველო, შავი ზღვიდან დაწყებული ლეკეთის საზღვრამდე, ერთს შეკონილს სახელმწიფოს შეადგენდა. კახელნი, ქართლელნი, იმერნი, გურულნი, რაჭველნი, მესხნი, მეგრელნი, სვანნი და თვით აფხაზნიც შეერთებულნი იყვნენ ერთის დროშის ქვეშა, ემორჩილებოდნენ ერთს მბრძანებელს, ერთს მეფესა; ძმურად, თანხმობით ეპყრობოდნენ ერთმანეთსა და ერთნი იყვნენ ჭირშიაც და ლხინშიაც. ამ ერთობის გამო საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო: მტრებზე ბრწყინვალედ იმარჯვებდა, სახელი მისი ჰქუხდა გარშემო უცხო ქვეყნებში და შინაც ჰყვაოდა, კეთილდღეობით სტკბებოდა. ამისთანა სანატრელს მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა მეტადრე დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროსა.
გარეშე მტრები სცდილობდნენ ეს ერთობა დაერღვიათ, განხეთქილება ჩამოეგდოთ ქართველებში, ერთი ძლიერი სახელმწიფო გადაექციათ რამდენსამე პაწია და უძლურ სახელმწიფოდ და მორჩილებაში ჰყოლოდათ ჩვენი ქვეყანა. ამ ბოროტ განზრახვას მტრისას ხელი შეუწყს ზოგიერთმა ჭკუა-მოკლე ქართველებმა და დიდმა თავადებმა, რომელთაც მეფობა ან მთავრობა სწყუროდათ. ამის გამო საქართველო გაიყო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ და მეტად დასუსტდა.
ქართლ-კახეთის მეფეს გიორგი მერვეს სწადდა ისევ შეეერთებინა მთელი საქართველო და ერთ ძლიერ სამეფოდ გადაექცია. ეს არ მოსწონდათ მაშინდელს მთავრებს და მათ ჯოჯოხეთურს ხერხს მიმართეს. მოახდინეს შეთქმულობა და გადასწყვიტეს: ბნელს ღამეში მიეგზავნათ ჩუმად მკვლელები, მეფე გიორგის სიცოცხლე მოეს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1376 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|

1. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – „ფორბსის" დაანგარიშებით, მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენთა საუკეთესო ოცეული წლიურად 789 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და აქედან 110 მილიონი მხოლოდ ტაიგერ ვუდსზე მოდის. ყველა დროის ყველაზე ძლიერი მეგოლფე ბოლო დროს ცოტას ზარმაცობს, რადგან უფრო მეტ დროს ოჯახსა და ახლად შეძენილ შვილებს უთმობს, მაგრამ მსუყე ჰონორარის მქონე ტურნირებს არ აცდენს და წლიურად 110 მილიონიც ამიტომ აქვს. ვუდსი ხშირად იმეორებს, მთავარი ფული კი არა, ოჯახური ბედნიერებააო, მაგრამ, ალბათ დაგვეთანხმებით, ყოველწლიურად ასეთი თანხა ოჯახური ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.
2. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – ამერიკული საკალათბურთო ნაციონალური ლიგის წლევანდელი გათამაშება ლოს-ანჯელესის „ლეიკერსმა" მოიგო და ეს მეტწილად გუნდის ლიდერისა და კაპიტნის, კობი ბრაიანტის კარგი თამაშის ხარჯზე მოახერხა. კობი ამერიკულ კალათბურთში გამორჩეული არა მარტო კარგი თამაშით, არამედ ყველაზე მაღალი ჯამაგირითაცაა – იგი წლიურად 45 მილიონს იღებს. ვუდსის ჰონორართან შედარებით, ეს თითქოს უმნიშვნელო თანხაა, მაგრამ: გაითვალისწინეთ, რომ ეს კალათბურთელის ხელფასია და არა სარეკლამო კონტრაქტი. მალე ალბათ კობის კვირაში მილიონს გადაუხდიან – დიდი შანსია, რომ ეს უკვე მომავალ სეზონში მოხდეს.
. კიმი რაიკონენი („ფორმულა 1") – „ფერარის" ფინელმა პილოტმა ჩემპიონატი ორი წლის წინათ მოიგო და იტალიურ საჯინიბოსთან ასეთი სარფიანი კონტრაქტიც სწორედ მაშინ გააფორმა. წლიურად რაიკონენი, ბრაიანტის დარად, 45 მილიონს იღებს, თუმცა, წლევანდელ სეზონში ამის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1168 |
Added by: NaTia |
Date: 11.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|