შაბათი, 17.01.2026, 05:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

Владислав Сикорский, премьер-министр правительства Польши в изгнании


Самолет, на котором летел Сикорский, рухнул в море

Сикорский стал первым лидером, погибшим в авиакатастрофе. Он занимал пост премьер-министра правительства Польши в изгнании, действовавшего после оккупации страны в сентябре-октябре 1939 года.

30 июля 1941 Сикорский и советский посол в Лондоне Иван Майский подписали договор о восстановлении дипломатических отношений между СССР и Польшей.

Однако в апреле 1943 года дипотношения с законными преемниками властей довоенной Польши вновь были разорваны – из-за просьбы Сикорского расследовать массовое убийство польских офицеров в Катыни.

В июле 1943 года Сикорский погиб, после того как самолет, на борту которого он находился, рухнул в море вскоре после вылета из Гибралтара.

Точные причины этой авиакатастрофы до сих пор окончательно не известны.
Рамон Магсайсай, президент Филиппин

Во время Второй мировой войны Рамон Магсайсай сражался сначала в рядах американской армии, а затем был одним из командиров партизанских сил.

После войны он занялся политикой и был избран президентом в 1953 году.

Магсайсай был близким союзником Соединенных Штатов и неумолимым противником коммунизма.

В число его заслуг входит сразу несколько аграрных реформ на Филиппинах.

17 марта 1957 года самол ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1256 | Added by: NaTia | Date: 11.04.2010

კონფუცი (ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ – გ. ძვ. წ. 479) – ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი (”მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი – "მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო)

ადამიანთა უმრავლესობისთვის კონფუცი ძალზე ცნობილი სახელია, თუმცა მისი 5 წიგნიდან ერთიც კი ალბათ ცოტას წაუკთხავს. მიუხედავად ამისა 2400 წლის განმავლობაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი მის გამონათქვამებს ხშირად იმოწმებს. ჩინელი ბრძენი საკუთარ აზრებს არასოდეს იწერდა, მხოლოდ წარმოთქვამდა, მღეროდა კიდეც და საკუთარ თავს გიტარის ტიპის სიმებიან საკრავზე აკომპანიმენტს უკეთებდა. სიკვდილის წინ განაცხადა, რომ მის აზრებს ვერავინ იგებდა. გარდაცვალების შემდეგ 3000 მიმდევარი დარჩა. წიგნები, რომლებშიც მისი გამონათქვამებია, სწორედ მათ შეადგინეს.

კონფუცი პირად ცხოვრებაში არც ისე ბედნიერი იყო. ზოგიერთი ცნობით, ცოლსაც კი გაეყარა. ქალებთან ურთიერთობას ერიდებოდა და ამბობდა: ”ქალებთან და სულმოკლე ადამიანებთან ურთიერთობა ძალზედ ძნელია, თუ მათთან ახლოს ხარ ჭირვეულები ხდებიან, დასცილდები და ბუზღუნებენ”.

ჩინელებს მიაჩნიათ, რომ კონფუციზე დიდი დედამიწაზე არ გაჩენილა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. იყო დრო, როცა კონფუცის 100 000 მიმდევარი ჩინეთის ერთმა იმპერატორმა ცოცხლად დამარხა და მისი წიგნების დაწვის ბრძან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1236 | Added by: NaTia | Date: 11.04.2010

რესენის ცხოვრება ისეთივე უჩვეულო და ნაღვლიანი იყო, როგორიც მისი ზღაპრები: მეწაღის ოჯახში დაიბადა, განდიდების მანიით იყო შეპყრობილი და ამავდროულად, საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა. სურდა ისტორიაში დარჩენილიყო,როგორც სერიოზული მწერალი, არადა მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ მეზღაპრედ იქცა.

,,1805 წელს ქალაქ ოდენსეში ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. 20 წლის მეწაღე მდიდარი ბუნების, პოეტური ნატურა იყო, მისი ცოლი კი , მასზე უფროსი , ცხოვრებას კარგად არ იცნობდა, მაგრამ საოცარი გულის პატრონი გახლდათ. კაცს სულ ახლახან აეთვისებინა ფეხსაცმელების კერვა. მან თავისი ხელით გააკეთა ხის საწოლი, სწორედ ამ საწოლზე დაიბადა 1805 წლის 2 აპრილს პატარა მყვირალა მუთაქა – მე ჰანს ქრისტიან ანდერსენი”.

ავტობიოგრაფია, რომელიც ანდერსენმა დიდების მწვერვალზე ყოფნისას დაწერა და რომელსაც ”ჩემი ცოვრების ზღაპარი” დაარქვა, ავტორის ხასიათზე ნათლად მეტყველებს, მაგრამ ძალიან ცოტას ამბობს იმაზე, თუ როგორი იყო მეზღაპრე სინამდვილეში.

როდესაც ჰანსი დაიბადა, მისი მშობლები – ჰანსი და ანამარი, სულ 2 თვის დაქორწინებულები იყვნენ. ჰანსს დედის მხრიდან უკანონოდ გაჩენილი ძმები და დები ჰყავდა, ერთ-ერთი და პროფესიონალი მეძავი იყო. ანდერსენის დეიდას კოპენჰაგენში ბორდელი ჰქონდა, ბებიამისი ციხეში იჯდა, ხოლო პაპა ქალაქში გადარეულ ანდერსად იყო ცნობილი.

ჰანსის მამა მეწაღე კი იყო, მაგარმ საკუთარი არისტოკრატიული წარმომავლობის სჯეროდა და კითხვა იცოდა. სახლში მცირერიცხოვან წიგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1194 | Added by: NaTia | Date: 11.04.2010


ლეგენდარული ბრიტანელი, შესანიშნავი ორატორი, ჟურნალისტი, მწერალი, დიდი პოლიტიკოსი. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება უდიდეს ბრიტანელად დასახელეს. სიგარის, სასმელისა და ფრანგული კერძებისადმი მისი სიყვარული მთელმა მსოფლიომ იცოდა. იგი შესანიშნავად ხატავდა,თამაშობდა პოლოს , ჰქონდა იუმორის შესანიშნავი გრძნობა და თანაც ნამდვილი ჯენტლმენი იყო.


თავიდან პრესაში ბულდოგის სახის პოლიტიკოსად მოიხსენიებდნენ , რომელსაც ჰავანური სიგარები უყვარდა. ერთმა კარიკატურისტმა სიგარიან განგსტერადაც კი გამოსახა. ამ ყველაფერს იუმორით უყურებდა. უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ყველაზე მნიშვნელოვან დროს – 1940 წელს – გახდა. მასში გმირს, ბრიტანეთის იმპერიის სიმბოლოს ხედავდნენ. იგი ამერიკაში, დედის სამშობლოშიც კი გმირად აღიარეს და დღემდე ასე თვლიან

. 1949 წლის 30 ნოემბერს 75 წლის იუბილეზე , ერთმა ფოტოგრაფამა უთხრა : ” სერ, იმედი მაქვს, თქვენთვის ფოტოსურათის გადაღებას 100 წლის იუბილიზეც შევძლებ”. ჩერჩილმა შეხედა ახალგაზრდა კაცს და უპასუხა: ”ვერ ვხვდები, რატომ ვერ უნდა შეძლოთ. ახალგაზრდა ხართ და თანაც ჯანმრთელად გამოიყურებით”. პოსტიდან 1955 წელს გადადგა. ამბობენ, რომ თვითონ იგრძნო , რომ ქვეყანას ვეღარ უხელმძღვანელებდა. ექიმებმა ვერანაირი დაავადება ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ ყურთასმენა დააკლდა, სიარულიც უჭირდა…ბოლოს იმდენს აღარ სვამდა. ხუმრობდა,სასმელისგან იმდენი სარგებელი მივიღე, ვიდრე სასმელმა ჩემგანო.

უინსტონის მამამ, პარლამენტის წევრმა, ლორდმა რენდოლფ-სპენსერ ჩე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1451 | Added by: NaTia | Date: 11.04.2010

XVIII საუკუნის 80იან წლებში, საქართველოს მეფე, ერეკლე II გახდა პირველი მეფე რომელმაც რუსეთთან გააფორმა ოფიციალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტს გეორგიევსკის ტრაქტატი ეწოდა და მის თანახმად რუსეთი ვალდებული იყო დაეცვა ერთმორწმუნე ქართველები მუსულმანური ირანისა და ოსმალეთისგან.

ტრაქტატის პირობები:

ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13 ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო (სეპარატული) მუხლისაგან

ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო, დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისადმი ასახული იყო ადრიდანვე რუსეთის ხელმწიფეთა ტიტულატურაში და სხვ. აქ იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ 1587 წელს კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მოსკოვის მეფეები და შემდეგ რუსეთის იმპერატორებიც ოფიციალურ ტიტულატურაში თავიანთ თავს „ივერიის ხელმწიფესაც" უწოდებდნენ. ტრაქტატის შესავალში აღნიშნული იყო, რომ იმპერატორმა დიდსულოვნად ინება ქართველების გათავისუფლება” უღლისაგან მონებისა” და იმ დამამცირებელი ვალდებულებებისაგან, „რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყუნეს… ტყუედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა". ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების უზენაესი მფარველობი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1160 | Added by: NaTia | Date: 11.04.2010

« 1 2 ... 126 127 128 129 130 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები