შაბათი, 21.06.2025, 13:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში
2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი სასწაულებმა შეძრეს

მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე (მაცხოვრის საფლავის საძმო)

2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა, საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო (გადაიცა საუდის არაბეთში, პალეტინაში და ყველა მეზობელ ქვეყანაში ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში, განთავსდა ინტერნეტში არაბულ ენაზე).

ეს არაბი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. წლები გადიოდა, მაგრამ ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. მთელს საუდის არაბეთში ბევრ ექიმს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ვაჟს მშობლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურჩევდნენ, რადგან მამაკაცს მათი კანონი ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევდა.

არაბმა, ძალზე გადაღლილმა და გულგატეხილმა, ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად წასვლა გადაწყვიტა. დამასკოში მათ იქირავეს ლიმუზინი, რომლის მძღოლი გიდის მოვალეობასაც ასრულებდა.

მას სთხოვეს, რომ სირიის ღირსშესანიშნაობები ეჩვენებინა. მძღოლმა ცოლ-ქმრის მოწყენილი და დარდიანი სახეები შენიშნა და ჰკითხა – მისი მომსახურებით ხომ არ იყვნენ უკმაყოფილონი. მაშინ მათ თავიანთი პრობლემის – უშვილობის შესახებ უამბეს. ამის გაგონებისას მუსულმანმა მძღოლმა უთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1062 | Added by: NaTia | Date: 03.05.2010

ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა.

ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში – პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა.

მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასავენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?" „არა, – მიუგო მოგზაურმა, – ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა".

მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები". 

მწირი მაშინვე გაეშურა მონასტრისაკენ, იპოვა დარაჯი და სთხოვა პური მიეყიდა, და ხელში მონეტა ჩაუდო, რომელიც მისი თქმით ვიღაც ქალმა აჩუქა. ქალის ხსენებამ დარაჯი შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მონეტის დანა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1102 | Added by: NaTia | Date: 03.05.2010

ქართულ საისტორიო წყაროებში მრავლად არის შემონახული ცნობები საქართველოს მიმართ დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის შესახებ. საკუთარი ერის ღირსების გრძნობით აღსავსე წერს ქართველი მემატიანე: „ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისანი”.

მოვლენებს, თუ როგორ ერგო ღვთისმშობელს საქართველო თავის წილხვედრ ქვეყანად, შემდეგი სახით განმარტავს მოსე ჯანაშვილი „საქართველოს საკლესიო ისტორიაში”:

„სტეფანე მთაწმინდელი ამბობს, რომ სულის წმიდის მოფენის შემდეგ მოციქულთ განიზრახეს წილის-ყრა იმის შესახებ, თუ ვის რომელი ქვეყანა წილად ხვდება, რათა ჰქადაგოს სახარება. მაშინ წმიდამან მარიამმა უთხრა მოციქულთა: „მეც მიყარეთ თქვენთან წილი, არ მინდა უწილოდ დავშთე. დაე მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მარგუნებს უფალიო”.

წილის ყრით დედა მარიამს ერგო ივერია, ანუ იბერია, ესე იგი საქართველო. როდესაც ღვთისმშობელმა დააპირა ივერიისკენ გამომგზავრება, ანგელოსი გამოეცხადა მას და უთხრა: „ნუ გენეშორები იერუსალიმსა; წილ-ხდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ”.

მანამდე კი, როგორც „ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, უფლის ნებით, დედა ღვთისმშობელს ანდრია პირველწოდებული უნდა გაეგზავნა ამ ქვეყანაში და გაეტანებინა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახება იქნებოდა უშუალო შეხებით გადატანილი და მის მაგივრობას ეს წმიდა ხატი გასწევდა „უკუნისამდე ჟამთა”.

ყოვლადწმი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1215 | Added by: NaTia | Date: 03.05.2010

სარკინოზთა დასჯა.


წმიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებით და წყალობით. წმიდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსრვაზე მოგვითხრობს შემდეგი საკვირველებით აღსავსე სასწაული:
პალესტინაში, წმიდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმიდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს, იწყეს ლხინი და განცხრომა.

უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს.

ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად მუსრავს მათ”. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?” ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1064 | Added by: NaTia | Date: 03.05.2010

На северной окраине села Дранда Гульрипшкого района, на возвышенном плато, между построек Драндского Успенского монастыря, возвышается здание главного собора. Этот памятник относится к крестово-купольным четырехстолпным храмам, имевшим в Византии наибольшее распространение в VI-VII веках. Восточный его фасад оформлен тремя пятигранными снаружи выступами апсидам, заключающими в себе алтарь и соединенные с ним проходами боковые помещения – диаконник и жертвенник. Последним в западной части храма соответствует два круглых помещения с глубокими полукруглыми нишами.

С запада к ним примыкает обширное продольное помещение – нартекс с хорами на втором этаже. Храм увенчан куполом, покоящимся на низком шестнадцатигранном (снаружи) барабане. Он освещен 36 готическими окнами большой величины. Внутренность храма была расписана картинами из священной истории и образами святых, частично сохранившимися до сих пор...

Видны еще остатки многих других картин, но их трудно различить по многим стершимся и обвалившимся частям, краски, вообще, сохранились с удивительной свежестью... Внутри храма находятся две мраморные гробницы: одна под самым престолом, а другая у входа подле западных дверей, но в ней найдены только кости, обломк ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1127 | Added by: NaTia | Date: 03.05.2010

« 1 2 ... 128 129 130 131 132 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები