|
მთავარი » ახალი ამბები
 ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა დამეწყო სტატია მურმან ლებანიძეზე - პოეტზე, რომლის ლექსები და ამ ლექსებზე დაწერილი სიმღერები თითქმის ყველა ქართველმა ზეპირად იცის. ბოლოს, 2002 წლის „ლიტერატურულ საქათველოში" მასზე მურმან ჯგუბურიას მოკლე მოგონებას გადავაწყდი და დიდხანს არც მიფიქრია:
„ამ ამბავს, სამეგრელოში, ერთ ჭირის სუფრაზე მოვკარი ყური. თამადას, იქ წასულების სულის მოსახსენიებელი მოეთავებინა და აქ დარჩენილებს ადღეგრძელებდა. "სად იყავი, სვიმო-პატენი, ამდენი ხანი რომ არ ჩანდითო" - ჰკითხა საუკუნეს მიტანებულ ბაბუაჩემს ერთმა შუახნის კაცმა.
"იქ ვიყავიო, - მიუგო ბაბუაჩემმა, - მაგრამ არ მიმიღეს და უკანვე გამომაბრუნესო"! "იქ თუ იყავი, უეჭველად, მამაჩემს ნახავდიო", - ჩააჟინდა თანამესუფრე. "არა, არ მინახავს, მამაშენი იქაც მომკვდარა და სხვაგან გადაუსვენებიათო". ანუ: ვისაც შენისთანა მემკვიდრე დარჩა, იმას სხვა რა დაემართებოდაო. ეს თუ იგულისხმა.
ეს ამბავი მოვუყევი ერთხელ ბატონ მურმანს.
"სოკრატეს ან პლატონის პირით რომ თქმულიყო, ამ შეგონებას ქვეყანა დაიმახსოვრებდაო", - მითხრა ბატონმა მურმანმა და ჩაფიქრებულმა, სალექსო სტრიქონივით გამართული სიტყვა მოაყოლა:
"აქ ყველა ვკვდებით, მთავარია, იქ აღარ მოვკვდეთ!" დარდი ნუ გაქვს, ბატონო მურმან, შენი ლექსების პატრონს ხელმეორედ სიკვდილი არ უწერია."
მურმან ლებანიძე იმ რამდენიმე ქართველ პოეტს შორის იყო და არის, რომლი
...
კითხვის გაგრძელება »
|
 თბილისის თოჯინების მუზეუმში მხატვარ ეთერ ჭკადუას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა დღეს, 19:00 საათზე გაიხსნება.
ეთერ ჭკადუა რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს. არის უამრავი ჯგუფური ექსპოზიციის მონაწილე და 7 პერსონალური გამოფენის ავტორი. 1990 წლიდან მისი ნამუშევრების გამოფენა შედგა არაერთ ცნობილ გალერეაში, მათ შორის LLuna Kulturhus Konsthallen -ში სტოკჰოლმში, Corridor Gallery ბრუკლინში, Casas Reigner Gallery ყ მაიამიში, ნიუ იორკის Sperone Westwater -ში და ჩიკაგოს ორ გალერეაში: Navy Pier და Maya Polsky Gallery.
გარდა ამისა, 2007 წელს სოფო ტაბატაძესა და თამარ კვესიტაძესთან ერთად ეთერ ჭკადუას ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ვენეციის ბიენალეს საქართველოს პავილიონში.
|
 პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, 1400 მმ-იან მე-6 წყალდენზე დაგეგმილია საპროფილაქტიკო სამუშაოების II ეტაპის განხორციელება. სამუშაოები ჩატარდება აღნიშნული წყალდენის იმ მონაკვეთზე, რომელიც ზაჰესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის.
საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დრეს, 11:00-დან 3 თებერვლის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, სერგო მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს. სოფლებს: წყნეთი, ახალდაბა, კოჯორი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი და შინდისი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებსდიდი დიღმის დასახლება, მთაწმინდისა და ვაკის ზედა ქუჩები.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს.
|
 ტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში დღეს, დილის 06.00 საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.
მაღაროელები ითხოვენ შპს „საქნახშირის" თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას; „საქნახშირის" თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად; მაღაროში 2010–2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას; „საქნახშირში" დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვა.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „საქნახშირის" ხელმძღვანელობა მაღაროელების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
მაღაროელებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა ორშაბათს გამართეს. ისინი 27 იანვარს მაღაროელთა კრებაზე მიღებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მათ მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციას წაუყენეს.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა დარგების პროფესიული კავშირები. ტყიბულში მიემგზავრებიან საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის მუშაკთა პროფკავშირები
...
კითხვის გაგრძელება »
|
 ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში H1N1 ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობის შესახებ საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილის ზაზა მეტრეველის განცხადებით, პრესკონფერენცია 12.00 საათზეა დაგეგმილი, რომლის დროსაც მედიკოსები H1N1 ვირუსის გავრცელების, ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევებისა და ლეტალური შედეგების შესახებ გააკეთებენ განცხადებას. ვირუსის გართულებული ფორმით, ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ჭიათურიდან გადაყვანილი 25 წლის ქალი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს ლაბორატორიულად H1N1 ვირუსის 166 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის 6 ლეტალურად დასრულდა. ღუდუშაურის კლინიკაში 10 იანვრიდან დღემდე H1N1 ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|