|
მთავარი » ენციკლოპედია

ალექსანდრე როინაშვილი – Alexander Roinashvili (1846 – 1898)
ქართული ფოტოხელოვნების ფუძემდებელი, პირველი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი (ცნობილი აგრეთვე როგორც ალექსანდრ როინოვი) დაიბადა 1846 წელს დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. მამა – სოლომონ როინაშვილი, უნაგირების ოსტატი იყო. დედამისი, – მარინე, მემაქმანე გახლდათ.
ალექსანდრე 14 წლის იყო როდესაც მამა გარდაეცვალა და თბილისში ჩამოვიდა ლუკმა პურის საშოვნელად. თბილისში ხატმწერისა და ფოტოგრაფის, ვ. ხლამოვის სტუდიაში მოეწყო შეგირდად. აქვე გაიარა ფოტოგადაღების კლასები. ფოტოკარიერა დაიწყო 1865 წელს ტფილისში. ალექსანდრე როინაშვილმა 1875 წელს თბილისის ცენტრში, სასახლის ქუჩაზე საკუთარი ფოტოსახელოსნო "რემბრანდტი” გახსნა. მალე მისი ფოტოსახელოსნოები ცნობილი გახდა მთელ თბილისში. 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა: "რემბრანდტი”, "სასურათხატო” და "ამხანაგობა”. მის ფოტოატელიეში ფოტოგრაფიის პროფესიას ეუფლებოდნენ მომავალი ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები… ბევრი მის ხარჯზე ცხოვრობდა.
...
კითხვის გაგრძელება »
|

გორდა – ვახტანგ ჭაბუკიანი; Gorda – Vakhtang Chabukiani. ვახტანგ ჭაბუკიანი -Vakhtang Chabukiani (1910 – 1992)
Мое личное знакомство с творчеством хореографа Тамаза Вашакидзе произошло в далекой от Грузии республике Марий Эл. На сцене Государственного театра оперы и балета имени Эрика Сапаева юные артисты, едва окончившие школу, исполняли одноактный спектакль "Многоголосие” на музыку Гоги Дзодзуашвили для мужского хора со стихами Рати Амаглобели. Спектакль, поставленный Вашакидзе, порождал множество ассоциаций – от библейского сюжета взаимоотношений Иешуа с апостолами до вечной темы: учитель и ученики.
Мало кому неведома отчаянная грусть о том, что при жизни учителей нам не хватало мудрости постичь все их заветы. Пластическая притча Вашакидзе – об этом. Свойственная хореографу грузинская метафоричность отвергает конкретику факта, но неслучайно разговор после премьеры (спустя почти три года он не стерся из памяти) вышел на воспоминания о Вахтанге Чабукиани, учителе Тамаза Вашакидзе. Нынешний год – год столетия выдающихся танцовщиков: Галины Улановой и Татьяны Вечесловой, Константина Сергеева и Вахтанга Чабукиани. Утверждая перечень юбилейных дат, которые будут отмечены государствами-членами ЮНЕСКО в 2010 – 2011 годах
...
კითხვის გაგრძელება »
|

ავტოპორტრეტი მაიმუნთან, 1938. სრული სახელი: Magdalena Carmen Frida Kahlo y Calderón.
დაიბადა: 6 ივნისი, 1907.
კოიოაკანი, მექსიკა.
გარდაიცვალა: 13 ივლისი, 1954.
მეხიკო ეროვნება: მექსიკელი.
სფერო: ფერწერა.
მიმდინარეობა: რეალიზმი, სიმბოლიზმი, სიურრეალიზმი.
პარტნიორები: დიეგო რივერა.
მასზე გავლენა მოახდინა: მექსიკელ ინდიელთა კულტურა.
მან გავლენა მოახდინა: ფემინიზმი.
ფრიდა კალო (Frida Kahlo; დ. 6 ივნისი 1907, კოიოაკანი, მექსიკა ― გ. 13 ივლისი 1954, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი ფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმისა და სიურეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვარი დიეგო რივერას მეუღლე.
ბიოგრაფია, მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Ca
...
კითხვის გაგრძელება »
|
მხატვარი ფრიდა კალო, ”მოსე” (შემოქმედების ბირთვი) 1945 წ. 
მოსე (შემოქმედებითი ბირთვი), ფრიდა კალო, 1945 წ. ამ არაჩვეულებრივად საინტერესო და ღრმა შინაარსის ნამუშევარში წარმოჩენილია კაცობრიობის ისტორია.
მზე, ნახატის ცენტრალური ფიგურა უანგაროდ უგზავნის თავის სხივებს და სითბოს კაცობრიობას… ხოლო სამყარო, თავისი ძლიერი ხელებით, სათუთად იხუტებს მას. სურათის ზედა პლანზე, ცენტრში გამოსახულია მზე – დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრესი წყარო, რომლის სხივებში ხორციელდება უმთავრესი მოვლენა დედამიწაზე – შემოქმედება – სიცოცხლის ჩასახვა, რაც არის დასაბამი კაცობრიობის ისტორიისა.
ეს ნაჩვენებია კაცობრიობის ერთერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, უდიდესი რეფორმატორისა და ფილოსოფოსის, უბადლო ლიდერისა და ახალი რელიგიის მამამთავრის – მოსეს მაგალითზე. სურათის ცენტრში მოთავსებულია ბავშვის ჩანასახი საშოში, რომლის გვერდებზე ზემოთა მხრიდან დახატულია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხოლო მის ქვემოთ პატარა მოსე, რომელიც ნილოსის ტალღებზე, კალათაში წევს …და ზეციდან ჩამოდის წვეთები, როგორც მადლი და ეფინება მოსეს. ასე, ამ გზით მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« აგვისტო 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|