პარასკევი, 20.06.2025, 08:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

რეკლე მეორე. მხატვარი ბორის ჯიმშირაული.


ევან გოთუა – Levan Gotua

…აღა-მაჰმად ხანს არ უყვარდა სარკე. უფრო მეტიც – ეჯავრებოდა. თავის დამანჭულ სახეს ვერ იტანდა. როდესაც არ უმზერდა, სხვაგვარად გრძნობდა თავს, გოროზად, თავნებად, მედიდურად… სარკიდან კი ჩია საჭურისი ეტოლებოდა და გულს უმღვრევდა.

… ახლა კი უსათუოდ, ისიც საჯაროდ, უნდა ჩაეხედა სარკენში. ამას მოითხოვდა წესი რამლის ყრისა. ყაჯარი დიდად მორწმუნე იყო, მებრძოლი მაჰმადიანი, ნამაზის შესრულების ფრიადი მოერთგულე. ამასთან ერთად, არანაკლები ცრუმორწმუნეც, როგორც თითქმის ყველა საჭურისი. სხვადასხვა ნიშნის ამჩემებელი და უყოყმანოდ დამჯერი.

ახლა, კავკასიაში, დიდ ლაშქრობის წინ აბა რამლის ყრისა და ბედის წინასწარი ჭვრეტის გარეშე რას დადგებოდა. სალაშქრო და სახვანჯო ყველაფერი რომ მოითავა, ახლა მერამლენი, ვარსკვლავთმრიცხველნი, მკითხავ-დერვიშნი და მუცელმოგვნი შეჰყარა… ერთი სიტყვა უბრძანა.

- რა მელის?

- სარკეში ჩახედვა ინებე, ქვეყნის მბრძანებელო! თვალი საკუთარ თვალს გაუყარე – ისე გვიბრძანე! მომავლის გეზი მოგვეც! – თითქმის ერთხმად, აქეთ-იქიდან ჩურჩულით შეჰბედეს თავმოყრილებმა.

აღა-მაჰმადს მისტიური თრთოლვა აუვარდა, სარკეს ხელი სტაცა. ჯერ ნახევართაღედად გადმოსულ ჩარდახს შეჰხედა, მერმე ცასა და მზეს უწვდინა თვალი. დამწვარი ბეწვის მჭახე ღრჩოლვა მოსწვდა… ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1441 | Added by: NaTia | Date: 02.05.2010

                     ერეკლე II – Erekle II.


ნიკო ლომოური – Niko Lomouri

ნიკო ლომოური – წინაპართა აჩრდილნი

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ეს განსხვავება ბუნებისა, რაღა თქმა უნდა, თავის შესაფერ გავლენას მოახდენდა მცხოვრებლებზედაც. ბუნება მხოლოდ საძირკველსა ჰყრის ეროვნული ხასიათისას; ამ ხასიათს ავითარებს, სხვადასხვა თვისებათა და მიდრეკილებათ ანიჭებს ისტორიული გარემოებანი.
ბუნებაზე უფრო უმეტესად განირჩევიან ერთმანეთისაგან ისტორია საქართველოსი და დაღესტნისა. ლეკები მუდამ ცხოვრობდნენ უზარმაზარ მთებში, კარჩაკეტილ და შეუვალ ხეობათა შორის.

არა თუ დაუპატიჟებელი მტერი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო სტუმარიც კი ვერ პოულობდა ამ ღარიბი და მწირი ქვეყნის გზასა და კვალსა.
საქართველო სრულიად სხვაგვარ ქვეყანას წარმოადგენდა! იგი მდებარეობდა დიდ საქვეყნო გზაზე; ამის გამო მსოფლიო ისტორიულ ასპარეზზე არ გამოსულა არც ერთი მძლავრი, შესანიშნავი ერი, რომელიც კი თავის სიცოცხლის ჟამს ასცდენოდა ამ გზასა. ქრისტეს წინადვე ქართველებმა შეჰქმნეს თავიანთი ეროვნული განათლება.

ამ განათლებას ქრისტიანობამ წმიდა კაცთმოყვარული მადლი მოჰფინა. ქართველები ძველ დროშივე მტკიცედ დაადგნენ წარმატებისა და განვითარების გზა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1122 | Added by: NaTia | Date: 02.05.2010

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს.
1954 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის" მთავარი რედაქტორი.
1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის "მთავარი რედაქტორი.
1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის" მთავარი რედაქტორია.


პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები" – 1955წ.
1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – „წითელი მზე და მწვანე ბალახი" და „სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ.


ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა" დაიბეჭდა 1962წ. „იარონ" – 1970 წელს; „თქვი" – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა…" – 1973 წ.; „დუმილი რეკავს" – 1974წ.; „ლექსები" – 1976წ.; „ერთტომეული" – 1979წ. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1302 | Added by: NaTia | Date: 02.05.2010

                      თინათინ ჯიქია, მხატვ. ქეთევან მაღალაშვილი.


"ზღვისფერი გაქვს თვალები და…”

ამბობენ, XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც თბილისის საოპერო თეატრში საპრემიერო თუ რიგით
სპექტაკლზე დასასწრებად მისული ეს მშვენიერი ქალბატონი ჩნდებოდა, ირგვლივ განლაგებულ ლოჟებში, პარტერში თუ ქანდარაზე მსხდომი ყველა ასაკის, რანგის და გემოვნების მაყურებელი სპექტაკლს ივიწყებდა და მისი სილამაზით ტკბობას ამჯობინებდა.

ამბობენ, მასზე უიმედოდ ბევრი ყოფილა შეყვარებული, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო მისი გულის მოპოვება… ეს იყო ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია.

ამბობენ, ბევრმა სცადა მისი მშვენიერების ლექსებით შემკობა, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო იმ უკვდავი სტრიქონების შეთხზვა, თითქმის ყველა შეყვარებულმა ქართველმა რომ იცის…

ეს ქალბატონი თინათინ ჯიქიაა, ხოლო ამ არაჩვეულებრივი სტრიქონების ავტორი კონსტანტინე გამსახურდია…

ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და,
მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,
შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ,
მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას…

არის კიდევ ერთი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1603 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)

"თეთრი გიორგი”-ს რაინდი (სვიმონ ციციშვილი)

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო სვიმონ ციციშვილი (1886-1951).


იგი დაიბადა 1886 წელს, ქარელში, ეროვნული სულისკვეთებით ცნობილი თავადის არჩილ ციციშვილის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ სვიმონი ბაგრატიონ-გრუზინსკების საგვარეულოს ჩამომავალი იყო. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან უმაღლესი საინჟინრო განათლება მიიღო მენავთობე ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.


სვიმონი ადრიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, – 1906 წელს იგი გახდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და მისი თვალსაჩინო მოღვაწე იყო 1920-იანი წლების შუა ხანებამდე.


1920 წლის დამლევს სვიმონ ციციშვილი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში. 1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, იგი იძულებული გახდა საფრანგეთში დარჩენილიყო.


1924 წლის დამლევს პარიზში შეიქმნა ეროვნული ერთობის დარაზმულობა "თეთრი გიორგი”, რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1320 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

« 1 2 ... 137 138 139 140 141 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები