
დაგნი იუელი (1867 – 1901).
ახალგაზრდა ვაჟმა მძინარე ქალს რევოლვერი ესროლა და ვიდრე თავს მოიკლავდა, სამი წერილი დაწერა, ერთში მოკლულის ქმარს მიმართავდა, მეორეში – ვაჟიშვილს, მესამე კი მასპინძლისადმი მობოდიშებას წარმოადგენდა. ამ ყველაფერს მოკლულის 5 წლის ვაჟი უყურებდა…
თბილისს არც უცხოელი სტუმრები უკვირდა და არც მკვლელობები, მაგრამ ამ შემთხვევამ ყველა ააფორიაქა – მოკლული ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ქალი იყო, რომელზეც ვეროპაში ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
მას დაგნი იუელი ერქვა, პოლონელი მწერლის და პოლონური მოდერნიზმის იდეოლოგის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე იყო და თავის თანამდროვე მხატვართა და მწერალთა მუზა: ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის…
"სიყვარულის ქალღმერთი "_ ასე უწოდებენ ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, დაგნი იუველს. მწერალს, რომელმაც სახელი გაითქვა არა იმდენად თავისი შემოქმედებით, რამდენადაც საინტერესო ცხოვრებით. ის იყო XIX საუკუნის ევროპული კულტურის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, მრავალი შემოქმედის შთაგონების წყარო, ფიქრისა და აზრის მიმცემი, მუზა.
(მათ შორის ყველაზე ცნობილია, ნორვეგიელი ექსპრესიონისტი მხატვარი, ედვარდ მუნკი, რომლის ტილოების უმრავლესობაზეც, სწორედ, დაგნი იუველია გამოსახუ
...
კითხვის გაგრძელება »