პარასკევი, 20.06.2025, 06:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანი – Simon (Simonika) Berejiani (1897 ― 1942)

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და მხატვარი-კარიკატურისტი სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანი (ნამდვილი გვარი – თაყაიშვილი) დაიბადა ქუთაისში 1897 წელს, ერმილე თაყაიშვილის მრავალშვილიან ოჯახში.

დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1917). 1918-1920 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი და მონაწილეობა მიიღო ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელთა გადატანა მოუხდა პირველ ქართულ რესპუბლიკას.

1920 წელს სიმონ ბერეჟიანი უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა გერმანიაში. სამი წლის მანძილზე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. ამიტომ, ს. ბერეჟიანი იძულებული გახდა სამუდამოდ დარჩენილიყო ემიგრაციაში. 1923 წლის დამლევს იგი ჩავიდა პარიზში, სადაც ჩაება ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

1924 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგი”-ს დაარსებაში და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი თვალსაჩინო წევრი. 1926 წელს მისივე უშუალო მონაწილეობით დაარსდა აღნიშნული ორგანიზაციის გაზეთი "თეთრი გიორგი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1232 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ეგნატე ნინოშვილი – Egnate Ninoshvili (1859 – 1894)

ეგნატე ნინოშვილი დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს. მისი სამწერლო მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე იყო. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში, სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.


ნინოშვილის ცხოვრება აღსავსე იყო განუწყვეტელი ტანჯვა-წამებით, როდესაც ვეცნობით ბიოგრაფიულ ქრონიკებს, გაოცება გვიპყრობს, როგორღა რჩებოდა მას დრო და ძალ-ღონე სამწერლო მოღვაწეობისათვის, ქართული პროზის ისეთ ღირშესანიშნავ ნაწარმოებთა შექმნისათვის, როგორიცაა, «პალიასტომის ტბა», «ქრისტინე», «ჩვენი ქვეყნის რაინდი».

ეგნატე თომას ძე ინგოროყვა (ნინოშვილი) დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს გურიის სოფელ ჩირგვეთში (ჩოჩხათი).

ეგნატეს მამა საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც – ნინო ბარამიძე.

თომა ინგოროყვას ოჯახში პატარა ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7- 8 წლის ეგნატეს ანბანი.



1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1656 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

კოლაუ ნადირაძე დაიბადა 1895 წლის 9 მარტს ქუთაისში. მამამისი იყო ცნობილი თვალის ექიმი გალაქტიონ ნადირაძე, რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელსაც მკურნალობდა.
ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს.


ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა, ვიქტორ ჰიუგოს გავროშივით იდგა ქუთაისის ბარიკადებზე თავისი მოკლე შარვლით, ხუჭუჭა თმითა და ხელში თეთრი, პატარა ნაჯახით.

თანატოლებში ბადალი არ ჰყავდა კრივსა და ტანვარჯიშში.
კლასიკური გიმნაზიიდან "მგლის ბილეთით” გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა და 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.


პირველი ლექსი "ავზნიანი ქალაქი” დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ „ცისფერ ყანწებში". იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი "ბალდახინი” გამოსცა 1920 წ. სათაურებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი სერიოზულად იყო "მოწამლული” სიმბოლიზმის სენით: გაღიზიანება, მარტოობა, შიში და სხვა პოეტური ნევროზები.

კოლაუ ნადირაძემ განვლო გზა კლასიკური პოეტური აზროვნებისა და ფორმების უარყოფიდან ქართული პოეზიის ძირძველ ტრადიციათა აღორძინებამდე. მან მალე მიაგნო თავის ხმას, რომელიც სინატიფით, სინაზი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1360 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ოთარ ჭილაძე: ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია

* * *

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

2007

* * *

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში…

2007

* * *

ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს
დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის…
ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,
ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.

ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის
წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს…
მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,
ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.

2006

გულის მეორე მხარე

* * *

მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო,
ზედაზნის ნისლო, ნა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1644 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს ქ. სიღნაღში, დედის მშობლების სახლში. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა.

მამამისი – ივანე ჭილაძე – პედაგოგი გახლდათ ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარ მათეშვილი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი. თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო. ძმა – თამაზ ჭილაძე მწერალია.


ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.


მსახურობდა ჟურნალ "მნათობში”, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა.
დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მეულე – ნანა თოფაძე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1686 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

« 1 2 ... 138 139 140 141 142 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები