ხუთშაბათი, 15.01.2026, 13:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები


არსებობს ცრურწმენის ორი სახე. პირველი დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურებში ოდითგან არსებულ რელიგიურ რწმენასთან, მეორე – ჩვენი პატარ-პატარა ინდივიდუალური ცრურწმენებია. თითოეულ ჩვენგანს ხომ გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირადი რიტუალები, რომლებსაც ხშირად უბრალო ჩვევებად მივიჩნევთ.


მიუხედავად იმისა, რომ კოკისპირულად წვიმს, ზოგს დავიწყებული ქოლგის გამო უკან დაბრუნება არ სურს – ვაითუ დაითარსოს. ზოგი – დიდ წრეს უვლის მანქანით, თუ სახლთან მიახლოებისას წინ შავი კატა გადაურბენს, ზოგი კი, უფროსიც რომ იძახებდეს, არავითარ შემთხვევაში ზედ არ მიიკერებს მოწყვეტილ ღილს, უბედურებას რომ არ გადაეყაროს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს რაღაც ეშმაკეულის სჯერა.


კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჰოვარდ ტილზი ცრურწმენის მიზეზად თვლის «ეპოქის არასაიმედოობას». ცრურწმენათა და ცრუ შეხედულებების ახლანდელ რენესანსს შუასაუკუნეების შემდეგ ბადალი არ ჰყავს. მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ეპოქის არასაიმედოობასა და ასეთივე საეჭვო ხვალინდელ დღესთან არის დაკავშირებული.

ძველთაგანვე სჯეროდათ, რომ გარემომცველ საგნებს, ამა თუ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, შეუძლიათ სიკეთე ან ზიანი მოუტანონ ადამიანს. საუკუნეებით განმტკიცებული რწმენით თითქოსდა გვეძლევა ნიშანი, რომელიც კარგს ან ცუდს გვიქადის…


ორთოდოქსულმა მეცნიერებამ ეს ყოველივე ცრურწმენად მონათლა , მაგრამ ბოლო წლებში შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა. ყოფი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1275 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


იოჰან გუტენბერგი, რომელმც გამოიგონა საბეჭდი დაზგა (არა მარტო…)

ევროპაში პირველი წიგნი 1440 წელს,იოჰან გუტენბერგის წყალობით დაიბეჭდა.

ეს წიგნი არ არის ჩვენამდე მოღწეული, ამიტომ მის პირველ ნაბეჭდ პროდუქციად ითვლება 1445 წელს გამოცემული ”ფრაგმენტი განკითხვის დღისა”. 1455 წელს კი მან დაბეჭდა ე.წ. 42 სტრიქონიანი,”გუტენბერგის ბიბლია”,რომელიც იმაზე მეტჯერ გამოიცა,ითარგმნა და გაიყიდა ვიდრე სხვა რომელიმე წიგნი…აი ისიც-

პირველი ქართული წიგნი კი 1629 წელს დაიბეჭდა ქალაქ რომში.ეს იყო ”ქართული ანბანი ლოცვებითურთ”.


1709 წელს კი ვახტანგ მეექვსემ საქართველოში დააარსა სტამბა.პირველ ქართულ სტამბაში პირველ წიგნად ”სახარება” დაბეჭდეს.მოგვიანებით,1712 წელს,აქვე გამოიცა პირველად ”ვეფხისტყაოსანი” (11000-დან 21 ცალია შემორჩენილი)

რაც შეეხებათ ოკუპანტების ( ) 1653 წელს ივანე მეოთხის ბრძანებით მოსკოვში დაიწყო პირველი რუსული სტამბის მშენებლობა, სადაც დაიბეჭდა პირველი წიგნი ”მოციქულთა”…

Category: სტატიები | Views: 1232 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010

ალასკა როგორც იცით აშშ_ის ერთ-ერთი შტატია.ამ პოსტში არ იქნება ალიასკის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე და აღწერზე საუბარი.ეს პოსტი იმის შესახებაა თუ როგორ ჩაიგდო ამერიკამ "ჩალის ფასად” ეს წიაღისეულით მდიდარი ტერიტორია.ბევრს ალბად ამის შესახებ არაფერი გაუგია.

პირველი დასახლებები ალასკის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-16 ათასი წლის წინ გაჩნდა,როცა აქ დასახლდნენ ციმბირის ტერიტორიიდან წამოსული ესკიმოსები და ალუეტები.
ისტორიკოსები მიიჩნევენ რომ პირველი თეთრკანიანი ადამიანები ვინც ფეხი დადგა და ალასკის შესწავლა დაიწყო იყვნენ რუსები შესტაკოვი და პავლუცკოვი.

 ეს მოხდა 1729-1735 წლებში.ასევე ბერინგმაც მოაწყო ალასკაზე ექსპედიცია.ეს ტერიტორია პრაქტიკულად რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა-უფრო სწორედ კი კონტროლდებოდა რუსეთ-ამერიკის სავაჭრო კომპანიის მიერ.
რუსეთს 1850-60 წლებში მწვავე ფინანსური პრობლემები ჰქონდა,ამიტომ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე იძულებული გახდა როტშილდისგან(ცნობილი ბიზნესმენი) 15 მილიონი სტერლინგი აეღო ვალად(5%_იანი განაკვეთით).


ამ ფულმა ფინანსური პრობლემები მართალია მოუგვარა რუსეთს,მაგრამ ამ ვალის გადახდის ვადა ახლოვდებოდა.იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება-გაეყიდათ ალასკის ტერიტორია და ამ თანხით დაეფარათ ვალი.

ისმის კითხვა-რატომ ალასკა და არა სხვა ტერიტორია?

საქმე იმაშია რომ ალასკის ტერიტორია საკმაოდ დაუცველი იყო და რუსეთს უჭირდა მისი კონტროლი.ამიტომაც გადაწყვიტეს ამ ტერიტორიის გაყიდვა.

1866 წელს ალექსანდრე მეორემ მოიწვია კრება,რომე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1451 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


ჰოლანდიელი უდიდესი მხატვარი

Rembrandt Harmenszoon van Rijn დაიბადა 1606 წლის 15 ივლის–ქალაქ ლეიდანში ნიდერლანდებში. მისი შემოქმედების ხანა დაემთხვა ჰოლანდიის ოქროს ხანის პერიოდს. იგი თავიდანვე ცნობილი იყო როგორც პორტრეტების მხატვარი. იგი თავის სიცოცხლეშივე ძალიან ცნობილი იყო და მისი ნახატები ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობდა.
მე პირადად ძალინ მომწონს მისი შემოქმედება და გენიოს მხატვრად ვთვლი. გთავაზობთ რამოდენიმე სურათს და თქვენ განსაჯეთ.

Category: სტატიები | Views: 1210 | Added by: NaTia | Date: 09.04.2010


თამარის მეფობის დრო საქართველოს ოქროს ხანად ითვლება. ამ პერიოდში ქვეყანაში დიდი აღმშენებლობა დაიწყო. საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდა ციხე-კოშკები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები და ხიდები. ეს პერიოდი XII საუკუნის ბოლო XIII-ს დასაწყისი, ითვლება ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის რენესანსად.

ამ დროს შეიქმნა გენიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი”, აიგო გეგუთის, ბეთანიის, ყინწვისის, უდაბნოსა და სხვა მრავალი ტაძარი. მათ შორის ყველაზე უფრო დიადი და საკვირველი – ვარძია , რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ თამარის მამამ მეფე გიორგი III-მ დაიწყო და თამარ მეფემ დაასრულა.

ვარძია - კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ. თუმცა ვარძია ღრმად არის კლდეში გამოკვეთილი, მაგრამ მას არც დღის სინათლე და არც ანკარა წყარო აკლია. კლასიკურად ნაგები წყალსადენი მეზობელი მთებიდან უხვად აწვდის მას წყაროს ცივ წყალს. იშვიათი სანახავია თლილი ქვისგან ნაგები მთავარი ტაძარი, რომელსაც თამარის ფრესკა ამშვენებს ( დღეს დღეობით შემორჩენილია თამარის მხოლოდ 4 ფრესკა), მას ხელში ეკლესიის მაკეტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2174 | Added by: Snookie | Date: 09.04.2010

« 1 2 ... 140 141 142 143 144 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები